გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 54.3 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.მათ შორის, აშშ-ში 17 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 4.5%-ს შეადგენს.
მას ჩინეთი მოჰყვება 15 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 1%-ს შეადგენს.
ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 2.9 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 32%-ს შეადგენს.
ისრაელის გარდა ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინში მიმიდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 20 და 9.7%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდათ.
IPN.GE