Bloomberg: მსოფლიოში შვეიცარიულ საათებზე მოთხოვნა მცირდება

Bloomberg: მსოფლიოში შვეიცარიულ საათებზე მოთხოვნა მცირდება

person access_time2016-06-25 18:30:05

შვეიცარიული საათების ექსპორტი მაისში რეგრესს განიცდის. კლების ტენდენცია ხანგრძლივობა უკვე თითქმის ერთ წელს შეადგენს - შვეიცარიულ საათებზე მოთხოვნა ევროპასა და აზიაში სტაბილურად მცირდება.

 

შვეიცარიული საათების ინდუსტრიის ფედერაციის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, საზღვაო გადაზიდვები 9.7%-ით 1.56 მილიონ შვეიცარიულ ფრანკამდე შემცირდა. სიტუაცია საგანგაშოა - ექსპორტი უკვე 11 თვეა მცირდება.

 


„ევროპაში მოთხოვნის შემცირება პარიზსა და ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული თავდასხმებით აიხსნება, რამაც ევროპაში ტურისტების ნაკადები შეამცირა. რაც შეეხებათ ჩინელებს, პრობლემაა ის, რომ ისინი ევროპაში საქონლის შეძენისას ვალდებულნი არიან საკუთარ ქვეყანაში გადასახადები გადაიხადონ. სავარაუდოდ, წინ 2015 წელზე უარესი გველოდება,“ განაცხადა Mirabaud Securities-ის ანალიტიკოსმა, ალესანდრო მილიორინიმ. რეალურად, ტერორისტულმა თავდასხმებმა არაერთ ინდუსტრიას შეუქმნა პრობლემა. არაერთმა ცნობილმა ავიაკომპანიამ (EasyJet, Lufthansa, Ryanair და International Airlines Group-ი) მოთხოვნის კლების გამო ბილეთების ფასი შეამცირა.

 

ამასთან, ევროპულ და არაევროპულ ქვეყნებში ტურისტთა რაოდენობა იკლებს. შვეიცარიული საათების მწარმოებლები საათებზე მოთხოვნის შემცირებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ. მაგალითად, Hublot-მა და Zenith-მა ჰონგ-კონგში დამატებითი მაღაზიების გახსნაზე უარი განაცხადეს. განსაკუთრებული ზარალი განიცადეს 200-დან 500 ფრანკამდე ღირებულების საათების გაყიდვის მიმართულებით. მათ 3,000-ზე მეტი ფრანკის ღირებულების საათები მოჰყვება. Bloomberg-ის მიხედვით, მოთხოვნის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შედარებით ხელმისაწვდომ საათებზე მოთხოვნის ზრდაა. ბაზარზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა Apple-ის ე.წ. „ჭკვიანი საათი.“ აღსანიშნავია, რომ Apple-ის საათმა ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Swatch, Montblanc და TAG Heuer, საკუთარი ელექტრონული საათების შექმნისაკენ უბიძგა.

 




„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა

„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა
access_time2019-08-21 18:55:00
 „რუსთავი 2“  საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.  ინფორმაცია “კომერსანტს“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაუდასტურეს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის...

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა
access_time2019-08-21 20:00:50
გვენეტაძე - სავალუტო ფონდის უპირობო მსახური, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სულ ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 70% ეროვნულ ბანკს არ ენდობა. საქართველო, დღესდღეობით, ადეკვატური მოცემულობის ქვეყანა რომ იყოს, მხოლოდ ეს ერთი მონაცემი იქნებოდა საკმარისი, ეროვნული ბაკის პრეზიდენტს, საიდანაც მოვიდა (ვოშინგტონი/სავალუტო ფონდი) ისევ იქეთ რომ აეკრა გუდა-ნაბადი (თუ მიიღეს),...

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
access_time2019-08-21 17:30:38
უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა. ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით: აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან...

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...


მსგავსი სიახლეები

up