Bloomberg: მსოფლიოს უმსხვილესი ფარმაცევტული გარიგება ჩაიშალა

Bloomberg: მსოფლიოს უმსხვილესი ფარმაცევტული გარიგება ჩაიშალა

person access_time2016-04-06 14:00:11

ფარმაცევტულმა კომპანიამ Pfizer–მა“ გადაწყვეტილება მიიღო- გააუქმოს ფარმაცევტულ კომპანია Allergan–თან ახლახან გამოცხადებული კორპორატიული შერწყმა, რომლის მოცულობაც 160 მილიარდ დოლარს აღწევდა. ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა „ბლუმბერგი“ სტატიას აქვეყნებს, რომლის ავტორი ჯეფრი მაკ-კრაკენი წერს:


„ხსენებული გარიგების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება Pfizer–მა შესაძლოა მას შემდეგ მიიღო, რაც ვაშინგტონში პოლიტიკოსები კონკრეტულ ზომებს იღებენ, რათა შეაჩერონ ამერიკიდან კორპორატიული ბიზნესის გასვლა, რომელიც ბოლო დროს  გახშირდა. 


ჩაშლილ გარიგებასთან დაკავშირებით, Pfizer–ს მოუწევს Allergan–სთვის 400 მილიონი დოლარის გადახდა კომპენსაციის სახით იმ ხარჯებზე, რომლებიც წინასწარ იქნა გაწეული. უნდა აღინიშნოს, რომ „Allergan–ი იმართება ნიუ-ჯერსის შტატიდან, მაგრამ იგი ირლანდიურ კომპანიად ითვლება, რამეთუ დარეგისტრირებულია დუბლინში და იურიდიულადაც იქ ითვლება მისი ადგილსამყოფელი. ცხადია, ნიუ-იორკში სათავო ოფისის მქონე Pfizer–ს საშუალება ექნებოდა, Allergan–თან კორპორატიული შერწყმის შედეგად ჰქონოდა უცხოური მისამართი და კორპორატიული გადასახადებიც ნაკლები ეხადა. 


ორი ფარმაცევტული კომპანიის კორპორატიული გამსხვილების თაობაზე გარიგების გაუქმება მიანიშნებს პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის გამარჯვებაზე, რამდენადაც მთავრობამ გასულ ორშაბათს გამოაცხადა საწესდებო ზომების გამკაცრება საზღვარგარეთ კორპორაციების გასვლის შესაჩერებლად. ეს მოვლენა ბოლო დროს გახშირდა, რადგან გადასახადების შემცირების მიზნით ამერიკული კომპანიები ცდილობენ იურიდიული მისამართის შეცვლას და საზღვარგარეთ სხვა სარეგისტრაციო მისამართის შემოღებას. ცხადია, „პფაიზერისა“ და „ალერგანის“ კორპორატიული შერწყმის შემთხვევაში, ახალი გამსხვილებული კომპანიის იურიდიული მისამართი დუბლინში იქნებოდა.  



შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს მიერ შემოღებული ახალი წესდების თანახმად, ზემოხსენებული გარიგებების განხორციელება ამიერიდან შეზღუდული იქნება 36 თვით. სწორედ ამ ბოლო პერიოდში, „ალერგანი“ ჩართული იყო რამდენიმე მსგავს კორპორატიულ გარიგებაში.

 

სტატიაში ვკითხულობთ:

 

„აღსანიშნავია, რომ “პფაიზერი“ სხვადასხვა გზას ეძებს რომ გვერდი აუაროს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ახალ შეზღუდვებს. 

 

ორ ფარმაცევტულ კომპანიას შორის შესაძლო კორპორატიული შერწყმის თაობაზე განცხადებამ პირველად გასული წლის ნოემბერში გაიჟღერა. მას შემდეგ ეს ტრანზაქცია კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატების მხრიდან. კრიტიკას არ იშურებდნენ ორივე პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატებიც. უნდა ითქვას, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, 22-მა ამერიკულმა მსხვილმა კომპანიამ შემოიღო საზღვარგარეთ ახალი იურიდიული მისამართი გადასახადების შემცირების მიზნით.  

 

„პფაიზერი“ აცხადებს, რომ იგი სტრატეგიული მოსაზრებიდან გამომდინარე ცდილობს „ალერგანის“ შეძენას. თუმცა, კრიტიკოსების კონტრარგუმენტის თანახმად, კომპანია სინამდვილეში ცდილობს გვერდი აუაროს ამერიკულ კორპორატიულ გადასახადს, რომელიც 35 პროცენტს შეადგენს. ამ გადასახადით იბეგრება არა მარტო ადგილობრივი, არამედ კომპანიის გლობალური შემოსავლებიც.  

 

ამგვარად, შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს მიერ შემოღებული ახალი წესდების ამოქმედების შედეგად, არა-ამერიკულ კომპანიებს ამიერიდან მეტად გაუძნელდება ამერიკულ კომპანიებთან კორპორატიული ტრანზაქციების განხორციელება და ერთდროულად საზღვარგარეთ იურიდიული მისამართის შენარჩუნება გლობალური გადასახადის შემცირების მიზნით“ - ნათქვამია ინტერნეტ-გამოცემა „ბლუმბერგში“ გამოქვეყნებულ სტატიაში. 



წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
access_time2021-05-11 10:54:33
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში მორიგი საგაზაფხულო სეზონი გაიხნა. „მეხსიერების ფრაგმენტები“ სერგო ფარაჯანოვის და გოგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრების ერთობლივი გამოფენის სახელწოდებაა, რომელიც ამ ორი ხელოვანის შემოქმედებას განსაკუთრებული რაკურსით წარმოაჩენს.     კერძო კოლექციებიდან შეგროვებული ნამუშევრების უმეტესობას დამთვალიერებელი წინანდლის მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეში პირველად იხილავს. მათი შემოქმედებისთვის ვიზუალური თხრობაა დამახასიათებელი და...

„თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ოდენობა რადიკალურად შემცირდა - რა გამოიწვია „ამორეზერვებამ“?

„თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ოდენობა რადიკალურად შემცირდა - რა გამოიწვია „ამორეზერვებამ“?
access_time2021-05-11 10:00:53
კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2021 წლის I კვარტლის მონაცემების მიხედვით, Top 5 კომერციული ბანკის სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ პანდემიის გამო საბანკო სესხების ნაწილი „ამორეზერვდა“, რამაც რადიკალურად შეამცირა სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის მაჩვენებელი. „ბანკებმა მსესხებლებს 2 ეტაპად...

„რითეილ ბაზრის მოთამაშეები არათანაბარ პირობებში არიან და მათ თანაბარი შესაძლებლობები არ ეძლევათ“ – „ფრესკო“

„რითეილ ბაზრის მოთამაშეები არათანაბარ პირობებში არიან და მათ თანაბარი შესაძლებლობები არ ეძლევათ“ – „ფრესკო“
access_time2021-05-11 11:00:25
ხელისუფლების მხრიდან რითეილ ბიზნესების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე არაერთი ამ ბაზრის მოთამაშე საუბრობს. ძირითად შემთხვევაში პრობლემა ჰიპერმარკეტების ქსელ „კარფურს“ უკავშირდება და მის მიმართ ხელისუფლების მხრიდან პრივილეგიების მინიჭებას. არსებულ არაკონკურენტულ გარემოზე „ფრესკოშიც“ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ რითეილ სექტორისთვის ასევე პრობლემაა გამჭვირვალობის ნაკლებობა და ერთიანი სტანდარტის არ არსებობა. „კომერსანტთან“ ფრესკოს გენერალურმა დირექტორმა...

10 მაისი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

10 მაისი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2021-05-10 18:00:34
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 10 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 10 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 11 მაისისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-05-10 21:00:50
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შავ სიში შეყვანილ კომპანიას საქართველოს მთავრობამ 805 843 391 ღირებულების 7 კონტრაქტი გაუფორმა ერთ-ერთი ასეთი კომპანია „SINOHYDRO Corporation Limited“ - ია, კომპანია რომელიც მსოფლიოში თავისი ცუდი რეპუტაციით...


მსგავსი სიახლეები

up