Bloomberg: მსოფლიოს ქვეყნები თავდაცვის ხარჯებს ზრდიან

Bloomberg: მსოფლიოს ქვეყნები თავდაცვის ხარჯებს ზრდიან

access_time2016-04-05 12:30:42

ერაყიდან და ავღანეთიდან აშშ-ს ჯარების გაყვანის შემდეგ მსოფლიომ სამხედრო ხარჯების ზრდა დაიწყო. ინფორმაციას სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევითი ინსტიტუტი ავრცელებს.

 

2015 წელს მსოფლიო ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 1%-ით, $1.68 ტრილიონამდე გაიზარდა. ყველაზე დიდი თანხა ამ მიმართულებით აშშ-მ დახარჯა ($596 მილიარდი), თუმცა აღსანიშნავია, რომ 2014 წელთან შედარებით ქვეყანას 2.4%-იანი კლება ჰქონდა.

 

საპირისპიროდ, გასულ წელს ჩინეთის თავდაცვითი ხარჯები 7.4%-ით გაიზარდა და $215 მილიარდი შეადგინა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ყირიმის ანექსიის შემდეგ აღნიშნულ მიმართულებაზე დანახარჯები მნიშვნელოვნად გაზარდეს. მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ ისეთმა სახელმწიფოებმა, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია, სიფრთხილე გამოიჩინეს და ხარჯები გარკვეულწილად შეამცირეს. თუმცა, როგორც Bloomberg–ი წერს, ტერორისტული თავდასხმების გახშირებისა და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გაფართოების გათვალისწინებით, ეს სახელმწიფოები 2016 წელს სამხედრო დანახარჯებს „მცირედად გაზრდიან.“


 

რუსეთმა ნავთობის ფასის ვარდნისა და ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური პრობლემების შედეგად რეიტინგში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. მესამე ადგილზე საუდის არაბეთია. ნავთობის ფასის ვარდნის შემდეგ საუდის არაბეთის სამხედრო ხარჯების შემცირება ასევე მოსალოდნელი იყო, რომ არა ახლო აღმოსავლეთის მონარქიული ქვეყნის სამხედრო კამპანია იემენში, რომელიც $5.3 მილიარდი დაუჯდა.

 

 



„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up