Bloomberg-მა რუსეთს დიდი ეკონომიკური რეცესია უწინასწარმეტყველა

Bloomberg-მა რუსეთს დიდი ეკონომიკური რეცესია უწინასწარმეტყველა

access_time2020-04-07 20:00:11

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მარათონში რუსეთი ყველაზე ნაკლებ რესურსს ხარჯავს ეკონომიკის მხარდასაჭერად, ვიდრე სხვა ქვეყნები, რაც მძიმე რეცესიის საწყისი შეიძლება გახდეს -  წერს Bloomberg-ი.


ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეზერვების გამოყენებისგან თავის შეკავების მიზეზი არის რუსეთის ხელისუფლების შიში ნავთობის დაბალ ფასებზე.  


სანამ მსოფლიო ლიდერები მთელი პლანეტის მასშტაბით, კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის, კრემლი ასობით მილიარდ დოლარს რეზერვში ინახავს.


„ფინანსურ-საბიუჯეტო გადმოსახედიდან რუსეთი ყველაზე მცირეს აკეთებს იმისთვის, რომ კარანტინით გამოწვეული დარტყმა ეკონომიკას შეუმსუბუქოს. ეს გამართლებულია, თუ ნავთობის ფასებს გავითვალისწინებთ, მაგრამ შედეგად მივიღებთ  ხანგრძლივ აღდგენის პროცესსა და მძიმე ეკონომიკურ უკუსვლას“ - განმარტავს Bloomberg-ის ეკონომისტი სკოტ ჯონსონი.



რუსეთმა 550 მილიარდზე მეტი დააგროვა, მათ შორის 165 მილიარდი ინახება ეროვნული კეთილდღეობის ფონდში. რუბლის გაუფასურებისა და კორონავირუსის მძიმე შედეგების მიუხედავად, რუსეთი ამ თანხიდან მხოლოდ 2 პროცენტს ხარჯავს ეკონომიკის მხარდაჭერისთვის.


„2008-2009 წლის ფინანსური კრიზისის პერიოდში რუსეთმა ბიუჯეტიდან 10 პროცენტი დახარჯა ეკონომიკაზე, მაგრამ მალევე შეძლო რეზერვების აღდგენა ნავთობის ფასის ზრდის მეშვეობით. ახლა კრემლი საექსპორტო შემოსავლის მკვეთრ შემცირებას უნდა გაუმლავდეს. ნავთობის ფასი წარმოუდგენლად დაეცა. მათთვის აუცილებელია რეზერვების გამოყენება, რადგან ეს ერთადერთი გზაა“ -აღნიშნა ეკონომიკის ექსპერტმა ალექსანდრა სუსლინამ.


როგორც ჩანს, კრემლს სურს რომ არსებული რეზერვები კიდევ მრავალი წლის სამყოფად დაიტოვოს - წერს სააგენტო. „მთავრობა მაისის ბოლოს ელოდება, რათა დაინახოს, რა მაჩვენებელზე იქნება ნავთობის ფასები და ექნება თუ არა ქვეყანას ეკონომიკის მხარდაჭერის პოტენციალი. თუკი ნავთობის ფასი ახალ ფსკერს მიაღწევს, ეს უკვე განგაშის საფუძველია“ - აღნიშნავს „ალფა ბანკის“ ეკონომისტი ნატალია არლოვა.


მარტის შუა რიცხვებში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა, რომ რუსეთში ეკონომიკისა და ხალხის მხარდასაჭერად 300 მილიარდი რუბლის მოცულობის ანტიკრიზისული ფონდი შეიქმნება. გასულ კვირას, მან ასევე აღნიშნა, რომ ვირუსთან პროძოლისთვის და შესაბამისი ღონისძიებების სისრულეში მოსაყვანად ფინანსთა სამინისტრომ 1,4 ტრილიონი რუბლი დაარეზერვა. ჯერჯერობით გაურკვეველია კონკრეტულად რას მოხმარდება ეს თანხები - წერს Bloomberg-ი.


Gazeta.ru

 

მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up