უოლტონების ოჯახი, რომელიც ფლობს მსოფლიოში უდიდეს საბითუმო და საცალო ქსელს Walmart-ს, მეოთხე წელია მსოფლიოში უმდიდრესი ოჯახების სიაში ლიდერობს.
bloomberg-მა ოჯახის ქონება 224,5 მილიარდ დოლარად შეაფასა, რითაც დგინდება, რომ წლის განმავლობაში ოჯახის ქონება 13,7 მილიარდი დოლარით შემცირდა.
Walmart დააარსა ბიზნესმენმა სემ უოლტონმა 1962 წელს. დღეს მსოფლიოს მასშტაბით Walmart-ის მაღაზიების რაოდენობა 10,5 ათასს აჭარბებს. კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს ბენტონვილში (არკანზასი), კომპანიის შემოსავალი 573 მილიარდი დოლარია.
უოლტონების ოჯახი Walmart-ის ქსელის აქციების 47%-ს ფლობს.
უმდიდრესი ოჯახის ტოპ 10-ში ასევე შედის:
- მარსების ოჯახი, საკონდიტრო ნაწარმისა და პროდუქტების მწარმოებელი Mars-ის მფლობელები - ოჯახის ქონება 160 მილიარდი დოლარი;
- კოხების ოჯახი, ამერიკული პეტროქიმიური კორპორაციის Koch Industrues-ის მფლობელები - ოჯახის ქონება $124,4 მილიარდი;
- საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი ალ საუდი - ოჯახის ქონება $105 მილიარდი;
- ემრეს ოჯახი, ფრანგული მოდის სახლის Hermes-ის მფლობელები - ოჯახის ქონება $94,6 მილიარდი;
- ამბანის ოჯახი, ინდური ნავთობის წარმოებისა და გადამამუშავებელი ჰოლდინგის Reliance Industries-ის მფლობელები - ოჯახის ქონება $84,6 მილიარდი;
- ვერტეიმერის ოჯახი, ფრანგული მოდის სახლის Chanel-ის მფლობელები - ოჯახის ქონება $79 მილიარდი;
- კარგილის ოჯახი, სოფლის მეურნეობის კომპანია Cargill-ის მფლობელები - ოჯახის ქონება $65,2 მილიარდი;
- ტომსონების ოჯახი, საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელები - ოჯახის ქონება $61,2 მილიარდი;
- ჰოფმანების ოჯახი, შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche Holding-ის უმცირესობის მფლობელები - ოჯახის ქონება $45,1 მილიარდი.
საერთო ჯამში Bloomberg-ის რეიტინგში 25 ოჯახი მოხვდა. Bloomberg-ის მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრესი 25 ოჯახის ერთობლივი სიმდიდრე 1,5 ტრილიონი დოლარია, რაც 143 მილიარდი დოლარით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ამავდროულად, სააგენტო აღნიშნავს, რომ ზოგიერთი სუპერ მდიდარი ოჯახის მდგომარეობა, როგორიცაა როკფელერები, არ არის გათვალისწინებული, რადგან მათი აქტივებისთვის კვალის მიგნება საკმაოდ ძნელია.