Bloomberg-მა 2017 წელს მოსალოდნელი საფრთხეები დაასახელა

Bloomberg-მა 2017 წელს მოსალოდნელი საფრთხეები დაასახელა

access_time2016-12-09 20:00:45

ბრიტანულმა გამოცემა Bloomberg-მა იმ ძირითადი საფრთხეების რეიტინგი შეადგინა, რომელიც მსოფლიოს 2017 წელს ემუქრება. აღნიშნულ საფრთხეებს შორისაა რუსეთის ფედერაციის აღზევება და აშშ-სა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ომი. გარდა ამისა, Bloomberg-მა 2017 წლის საფრთხეებს შორის ყველაზე სახიფათოდ ევროპაში შესაძლო პოლიტიკური ცვლილებები დაასახელა. (გამოყენებილია "აიპრესის" მასალები) კვლევაში მონაწილეობდა 146 ანალიტიკოსი, ეკონომისტი და სტრატეგი. მათ დაასახელეს 3 ტიpის რისკი. 

 

 

არჩევნები ევროპაში


Brexit-ის შემდეგ, პოპულისტებს ბევრ ევროპულ ქვეყანაში, არჩევნებში გამარჯვების კარგი შანსი მიეცათ, მათ შორის საბერძნეთში, პოლონეთში, გერმანიასა და საფრანგეთში. აგრეთვე ვადამდელი არჩევნები შეიძლება დიდ ბრიტანეთშიც ჩატარდეს.

 

 

აშშ-ის დაცვის გარეშე დარჩენილი მსოფლიო


იმ ფაქტმა, რომ დონალდ ტრამპს დიპლომატიური გამოცდილება და საერთაშორისო საკითხების ცნობადობა არ გააჩნია, მსოფლიო შეიძლება სერიოზულ ცვლილებებამდე მიიყვანოს. მაგალითისთვის, ტრამპის მეთაურობით, აშშ შეიძლება აღარ იყოს სერიოზული შეკავების ძალა და დაკარგოს „მსოფლიო ჟანდარმის" როლი, ხოლო გზა რუსეთსა და ჩინეთს დაეთმობა. მსგავს ვითარებაში საკუთარ პოზიციებს გააძლიერებენ „ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტები; იაპონია და საუდის არაბეთი კი ბირთვული პროგრამებით დაკავდებიან, ხოლო ჩრდილოეთ კორეა დაამტკიცებს, რომ ფლობს ბირთვულ იარაღს, რომლის საშუალებითაც შეუძლია ამერიკის ტერიტორიას შეუტიოს.

 

 

კიბერომი


აშშ-ში ჰაკერული თავდასხმების მთელი სერია განხორციელდება, მთავარი სამიზნე კი ინფრასტრუქტურის ობიექტები იქნება, მათ შორის ელექტროსადგურები, ჰაკერების სამიზნეთა შორის აგრეთვე იქნება ავტოპილოტი მანქანები. თავდასხმების უკან კი უმსხვილესი სახელმწიფო იდგება - რუსეთი ან ჩინეთი.

 



"კუბის ქობინთა კრიზისი"


აშშ-ის პრეზიდენტობის პოსტზე, დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას კურსს გააუქმებს და კუბას დაუახლოვდება. სოციალისტური სახელმწიფო ჩინეთთან და რუსეთთან აღადგენს მჭიდრო ურთიერთობას და მოსკოვს ჰავანაში დაზვერვის მონაცემთა ბაზის გახსნის საშუალებას მისცემს. ამის გამო, აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა იმდენად გაუარესდება, რომ მსოფლიოს 1962 წლის კარიბის კრიზისი, იგივე „კუბის ქობინთა კრიზისი" გაახსენდება.

 


მექსიკის დაცემა


ტრამპი ტრამპი შეასრულებს პირობას, მექსიკასთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ და ქვეყნიდან არალეგალი მიგრანტების დეპორტაციას დაიწყებს. მექსიკის ეკონომიკა დაინგრევა, ძალაში კი მოვლენ პოპულისტები, რომლებიც აშშ-ის წინააღმდეგ იქნებიან განწყობილნი. ქვეყანაში ნარკობიზნესი აყვავდება.

 

 

აქციები აშშ-ში


აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, აშშ-ში, ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყება. წესრიგის დასამყარებლად კი, პრეზიდენტი იძულებული იქნება, ზოგიერთ მსხვილ ქალაქებში კომენდანტის საათი გამოაცხადოს. ქვეყანა ფაქტობრივად ორ ბანაკად გაიყოფა, ოპოზიციის ცენტრი კი კალიფორნიაში იქნება.

 

რუსეთის აღზევება


ტრამპის იზოლირებადი პოლიტიკის გამო, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს არჩევანის გაკეთება მოუწევს - რუსეთთან მოლაპარაკება, ან შეიარაღება. Bloomberg-ის პროგნოზის მიხედვით, მერკელს შეუძლია პირველი ვარიანტი აირჩიოს და ზეწოლის შესუსტების სანაცვლოდ, რუსეთის ფედერაციის პრეტენზიები ყირიმსა, სირიასა და ბელარუსთან მიმართებაში აღიაროს. რუსეთის პრესტიჟი საერთაშორისო არენაზე აღდგება, რუბლი გამყარდება, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის მისიას შესრულებულად ჩათვლის და წასვლის თაობაზე დაიწყებს ფიქრს.

 

 

ეკონომიკური ომი აშშ-სა და ჩინეთს შორის


ტრამპის მიერ ჩინეთის მისამართით გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ, პეკინი იუანის დევალვაციას მოახდენს, გააუქმებს „ბოინგების" შეკვეთებს და აიფონების გაყიდვებს დაბლოკავს. ამასთან, თავად ჩინეთი დიდ რეცესიაში აღმოჩნდება. ტრამპთან უთანხმოების შედეგად ამერიკული ბაზრის დაკარგვის ფონზე ჩინეთში 1997 წელს აზიის ბაზარზე მომხდარი ფინანასური კრიზისი განმეორდება.

 

 

ირანისა და საუდის არაბეთის ომი


საუდის არაბეთის მცდელობები, მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიცირება, არაფრისმომცემი იქნება, სახელმწიფოში სამეფო გადატრიალება მოხდება. ახლო აღმოსავლეთში ძალათა ბალანსი საუდის არაბეთის დიდი ხნის მტრის, საუდის არაბეთის მხარეს გადავა. აშშ-ის შემაკავებელი ძალის გარეშე კ ირანსა და საუდის არაბეთს შორის ომი დაიწყება, ორი მხარე, რომელიც ნავთობის მწარმოებელი ორი უმსხვილესი სახელმწიფოა, რის გამოც, შექმნილი სიტუაციას სანავთობო ბაზარს კრიზისამდე მიიყვანს.

 

 

ავტორი: rbc.ru



ლევან კობერიძე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს

ლევან კობერიძე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს
access_time2020-07-14 13:00:03
პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატები მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა ლევან კობერიძემ განუცხადა.   ეს კანონი უკვე ანტიკონსტიტუციურია, მაგრამ ის იმ დათქმით არის მიღებული, რომ იმოქმედოს 15 ივლისამდე. ეს კანონი პარლამენტის გვერდის ავლით, მთავრობას აძლევს იმ უფლებების შეზღუდვის საშუალებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო...

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება
access_time2020-07-13 19:01:29
„იქნებ გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ ( 3-6 თვიანი) და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება ოჯახებთან ერთად“, - ამის შესახებ ანაკლია სითის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:   „Thinking out of box- ჩვენ ვუმკლადვდებით ამ ვირუსს, ამავდროულად, სამწუხაროდ რეგიონში მძიმე მდგომარეობა არის. იქნებ შევძლოთ ამის უფრო მეტად...

EMC - ბიზნესასოციაცია და ბიზნესომბუდსმენი შრომის რეფორმის ჩაგდებას ლობირებენ

EMC - ბიზნესასოციაცია და ბიზნესომბუდსმენი შრომის რეფორმის ჩაგდებას ლობირებენ
access_time2020-07-14 11:00:46
საქართველოს პარლამენტი შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს. კანონპროექტი დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით არის მომზადებული და რომელიც გულისხმობს  ცვლილებებს შრომის კოდექსში და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში. ასევე, იქმნება კანონი შრომის ინსპექციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. საკანონმდებლო წინადადებას განსაკუთრებული კრიტიკა „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ მხრიდან...

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან
access_time2020-07-13 20:00:35
დღეს ფრანგები მათთვის უცნობ ტერიტორიას საფრანგეთს ითვისებენ. ყოველწლიურად ფრანგები შვებულებებში საზღვარგარეთ მიდიან, თავად საფრანგეთი კი ათობით მილიონ უცხოელ ტურისტს იღებს. ეს კი ნიშნავს, რომ მილიონობით ფრანგი ეიფელის კოშკზე არასდროს ასულა, მონბლანის მწვერვალიდან სამყაროსთვის არასდროს შეუხედია, და ნიცაში, ინგლისურ სანაპიროზე არასდროს უსეირნია.   "იყო ფრანგი - ნიშნავს სამოთხეში ცხოვრებას, რომლის მკვიდრები ფიქრობენ, რომ ჯოჯოხეთში ცხოვრობენ“ - დაწერა ერთ დროს...

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს
access_time2020-07-13 18:35:20
საზოგადოებრივი მაუწყებელი (საზმაუ)  სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მზარდი დაფინანსებით ყველაზე მდიდარი ტელევიზიაა საქართველოში. ჯამური შემოსავალი 55.9 მლნ ლარია.  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით,   ტელეკომპანიას სარეკლამო შემოსავლები 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს 1.5 მლნ ლარით შეუმცირდა, თუმცა, სარეკლამო შემოსავლების ათეულში მეშვიდე ადგილი დაიკავა . საზოგადოებრივი მაუწყებლის რეკლამა მნიშვნელოვნად 2018 წელს გაიზარდა. ამავე წლის...


მსგავსი სიახლეები

up