Bloomberg: ლოქდაუნის გამო შემცირებული რუსეთის ეკონომიკა აღგენას იწყებს

Bloomberg: ლოქდაუნის გამო შემცირებული რუსეთის ეკონომიკა აღგენას იწყებს

access_time2021-04-07 20:00:06

ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა პანდემიისგან მოსალოდნელზე ნაკლებად დაზარალდა, ხოლო აღდგენა უფრო სწრაფი აღმოჩნდა ვიდრე ევროკავშირში.

 

კერძოდ, 2020 წლის მე-4 კვარტალში ვარდნამ 1,8% შეადგინა, მაშინ როდესაც პროგნოზი 2,2% იყო. რუსეთის ეკონომიკამ აღდგენა წლის ბოლოდან დაიწყო და ვარდნაც შენელდა - ძირითადად იმის გამო, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის დროს პუტინმა ლოკდაუნის შემოღებაზე უარი განაცხადა.

 

როსსტატის ინფორმაციით, ასევე 3,1%-დან 3% - მდე შემცირდა წლიური ვარდნის საბოლოო პროგნოზიც.

 

მსოფლიოში ენერგორესურსების უმსხვილესი ექსპორტიორის მშპ 2020 წელს სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლებად შემცირდა. მეორე ტალღის დროს კარანტინის გამოუცხადებლობის გარდა, ამას ასევე ხელი რუსეთის ეკონომიკაში მომსახურეობის სფეროს დაბალმა წილმა შეუწყო.

 

ინფლაცია, რომელსაც სუსტი რუბლი და იმპორტირებული საქონლის გაძვირება აძლიერებს, სამომხმარებლო მოთხოვნის ზრდის ფონზე, კიდევ უფრო დაჩქარდა. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა პირველად 2018 წლიდან რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა და ასევე არ გამორიცხა, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

 

ექსპერტის სკოტ ჯონსონის თქმით, 2020 წელს მოულოდნელად დაბალი ვარდნის შემდეგ, დაინფიცირების შემცირების, წარმატებული ვაქცინაციის და ნავთობის გაძვირების ფონზე რუსეთში ეკონომიკა მოსალოდნელზე სწრაფად იზრდება.

 


„თუმცა, საბოლოო შედეგების შეჯამება ჯერ ძალიან ადრეა - ვირუსი სერიოზულ პრობლემად კვლავ რჩება. ნორმალურ მდგომარეობამდე ჯერ ძალიან შორსაა, თუმცა, პანდემიის შესუსტების შემთხვევაში რუსეთში წარმოება 2019 წლის მაჩვენებელს 2021 წლის მე-4 კვარტალში დაუბრუნდება“ - განაცხადა მან.

 

რუსეთის მთავრობა სიტუაციის გაუმჯობესებაზე მინიშნებებს აკეთებს და პანდემიის დროს მოსახლეობისთვის ფინანსური დახმარების პროგრამას ამცირებს. სამაგიეროდ, პარალელურად ინფრასტრუქტურაზე დანახარჯები იზრდება, მათ შორის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ხარჯზე, რომელშიც აკუმულირებულია ნავთობის და გაზის გაყიდვით მიღებული მოგების ნაწილი - 182 მლრდ. დოლარი.

 

ფინანსთა მინისტრის ანტონ სილუანოვის თქმით, უახლოესი 3 წლის მანძილზე ინფრასტრუქტურაზე ფონდიდან დამატებით 13 მლრდ. დოლარი გამოიყოფა.

 

საბიუჯეტო საკითხების ექსპერტის ალექსანდრა სუსლინას თქმით, ნავთობზე არსებული ფასების პირობებში,  2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ შესაძლოა 2,5% შეადგინოს.

 

„ეკონომიკა ნელა-ნელა აღდგენას იწყებს, მაგრამ კეთილდღეობის ფონდიდან ფულის ხარჯვა ეკონომიკურ მაჩვენებლებს გააუმჯობესებს, თუმცა, რუსეთს განვითარების ახალ სიმაღლეზე ვერ გაიყვანს. ეფექტი წამიერი იქნება“ - თვლის ის.

 

რუბლის სისუსტე და ინფლაცია რუსების ცხოვრების დონეს კიდევ უფრო  დაწევენ. დღეს მოსახლეების რეალური შემოსავალი თითქმის 10% ნაკლებია, ვიდრე 2014 წელს, ყირიმის ანექსიამდე იყო.

 

მთავრობა ფასების ადმინისტრაციული ზომებით გაკონტროლებას ცდილობს, მაგრამ ამის მიუხედავად, ფასები 2016 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფი ტემპებით იზრდება. ცენტრალური ბანკის შეფასებით, 15 მარტისთვის ფასების ზრდამ 5,8%-ს მიაღწია.

 

თუმცა, კოვიდი არსად გამქრალა და ლონდონური Emerginomics-ის ანალიტიკოსის ტატიანა ორლოვას თქმით, ინფექცია რუსეთის ეკონომიკისთვის სერიოზულ რისკს კვლავ შეიცავს.

 

„აცრილი მოსახლეობის წილი რუსეთში ძალიან დაბალია და შესაძლოა რუსეთს თავს პანდემიის მესამე ტალღა დაატყდეს, რაც ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება“ - განაცხადა მან.


წყარო: Bloomberg.com




LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up