Bloomberg: კორონავირუსმა ჩინური ბიზნესი დააზარალა

Bloomberg: კორონავირუსმა ჩინური ბიზნესი დააზარალა

access_time2020-01-25 13:30:14

 

ახალმა კორონავირუსმა, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის, შეამცირა ინვესტორების ენთუზიაზმი ჩინური საფონდო ბაზრისადმი, რომელიც ბოლო თვეებში სწრაფად იზრდებოდა.

 

დანაკარგებს ძირითადად ითვლიან სამომხმარებლო ბაზრის მოთამაშეები, ტუროპერატორები, და ავიაკომპანიები.

 

საფონდო ინდექსი FTSE China A50, რომელიც ასახავს ჩინეთის 50 უმსხვილესი კომპანიის კაპიტალიზაციას, 22 იანვარს შემცირდა 1,7%-ით, რაც არის ბოლო 6 თვის ყველაზე ძლიერი ვარდნა.

 

აქციების გაიაფების ლიდერებს შორის იყვნენ სამომხმარებლო ბაზრის კომპანიები  - ინვესტორები იშორებდნენ ისეთი კომპანიების ფასიან ქაღალდებს, როგორც სპირტიანი სასმელების მწარმოებელი Wuliangye Yibin და Kweichow Moutai, და ჩინეთის უმსხვილესი ტუროპერატორი Travel Service.

 

პარალელურად 0,5%-ით გაიაფდა ჩინური ეროვნული ვალუტა იუანი.


 

პანიკის მიზეზი გახდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვირუსი გადამდებია, ხოლო სიტუაციას ართულებს ისიც, რომ 25 იანვარის ჩინეთში აღინიშნება ახალი წელი - ეს არის ყველაზე აქტიური პერიოდი მოგზაურობების და ვაჭრობისთვის.

 

„ახალი წლის გამო, მილიონობით ჩინელი მიემგზავრება მშობლიური კუთხეებში, და სიტუაციის მართვა ხდება შეუძლებელი“ - განაცხადა საბროკერო კომპანია CMC Markets-ის ანალიტიკოსმა მარგარეტ იანგმა.

 

ტრეიდერები მიიჩნევენ, რომ ვირუსის ეპიდემიის გამო, ჩინელები ნაკლებს იმოგზაურებენ, და ნაკლებს ივლიან მაღაზიებში - ეს კი ნიშნავს შესაბამისი დარგების კომპანიების აქციების გაიაფებას.

 

„ვირუსი აიძულებს ადამიანებს გეგმების შეცვლას - ისინი უფრო იშვიათად შეხვდებიან ერთმანეთს, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაში. ან ეტაპზე შეუძლებელია დანაკარგების შეფასება, თუმცა, ინვესტორებს ახასიათებს ასეთ მოვლენებზე გადაჭარბებული რეაგირება“ - მიიჩნევს Shanghai Jade Stone Investment Management მმართველი ჩენ ში.

 

პანიკამ მოახდინა გავლენა ევროპულ ბაზრებზე - ვირუსის გამო გაიაფდა ჩინეთთან აქტიურად მომუშავე ევროპული კომპანიების აქციები -  მათ შორის არიან Air France, Lufthansa  British Airways, ფუფუნების საგნების მწარმოებლები LVMH, Kering, Hermes და  Burberry.

 

ინვესტორები შიშობენ, რომ გამეორდება 2002-2003 წლების ისტორია, როდესაც ატიპიური პნევმონიის ეპიდემიის შედეგად, რომელიც ასევე გაჩნდა ჩინეთში, მსოფლიო მასშტაბში დაიღუპა 774 ადამიანი - ეს აფერხებს ინვესტორების ენთუზიაზმის ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ირგვლივ.

 

.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up