Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

access_time2020-08-09 18:00:10

 

შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.

 

პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.

 

ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად, უმუშევრობაც გაიზარდა.

 

„შვედეთის ეკონომიკის მკვეთრი ვარდნა იმის ნათელი დასტურია, რომ ქვეყანა კორონავირუსის დამანგრეველი შედეგებისგან დაზღვეული არაა, იმის მიუხედავად, რომ  ქვეყანამ ეკონომიკის გაჩერებაზე უარი განაცხადა“ - თვლის Capital Economics-ის ანალიტიკოსი დევიდ ოქსლი.

 

თუმცა, ამავე დროს რეცესია იმდენად ღრმა როგორ ევროპის დანარჩენ ქვეყნებში და შტატებში,  არ აღმოჩნდა.


 

მისი თქმით, მშპ-ს კატასტროფული ვარდნის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ ეკონომიკური აქტიურობის კრიზისამდელ დონემდე აღდგენას საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება.

 

მანამდე შვედეთის პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლოფვენმა აღიარა, რომ პანდემიის დაწყებიდან  მოხუცების   ვირუსისგან უფრო ეფექტური დაცვა შესაძლებელი იყო. თუმცა, მისი თქმით, ეს  ზოგად დამოკიდებულებას არ ცვლის, და ის დღესაც დარწმუნებულია, რომ მთლიანობაში სტოკჰოლმის მიერ არჩეული გზა სწორი იყო.

 

კარანტინზე და მკაცრ შეზღუდვებზე უარის თქმის გამო, კორონავირუსისგან სიკვდილიანობის მხრივ შვედეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს - კერძოდ მილიონ ადამიანზე  ქვეყანაში 6-ჯერ მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე მეზობელ დანიაში.

 

ოქსლის აზრით, ეკონომიკური ვარდნა გარდაუვალი იყო, და თვითიზოლაციაზე უარის თქმა საქმეს ვერ უშველიდა - შვედეთი გლობალური ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია, და ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება, პირდაპირ მასაც ეხება.

 

თანაც, შვედეთი მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანაა, და მსოფლიო ბაზარზე ყველა საქონელზე მოთხოვნის მკვეთრი ვარდნა მისთვის შეუმჩნევლად ვერ ჩაივლიდა.

 

„საკუთარი ქარხნების მუშაობის გაგრძელება და რესტორნების დახურვაზე უარის თქმა ადვილია, თუმცა, საგარეო შოკებს ვერაფერს ვერ მოუხერხებ“ - განაცხადა ექსპერტმა.

 


თეგები:
Bloomberg



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up