Bloomberg: ივანიშვილს აშშ-სგან უნდა მიუვიდეს გზავნილი, არჩევნები თავისუფლად ჩატარდეს

Bloomberg: ივანიშვილს აშშ-სგან უნდა მიუვიდეს გზავნილი, არჩევნები თავისუფლად ჩატარდეს

access_time2019-09-14 10:00:20


გავლენიანი ამერიკული გამოცემა Bloomberg ავრცელებს სტატიას სათაურით რა სჭირდება საქართველოს ოპოზიციას დასავლეთისგან, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს დასავლური კურსის შესანარჩუნებლად აუცილებელია, მომავალი არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს.


წერილი ავტორი, ამერიკელი ჟურნალისტი ილაი ლეიკი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამის შესახებ აშშ-დან მკაფიო გზავნილი უნდა მიიღოს.


საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერს, რომელიც ასევე ქვეყნის ყველაზე მდიდარი მოქალაქეა, აშშ-მ უნდა გაუგზავნოს მესიჯი, რომ ის მომავალი არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი და აზრიანი. და თუკი ივანიშვილს სურს დესპოტივით მოიქცეს, მაშინ ამერიკაც შესაბამისად უნდა მოეპყრას, - წერია სტატიაში.


წერილში აღნიშნულია, რომ ივანიშვილის ქონება დასავლეთში აქვს განთავსებული, რაც აშშ-ს მასზე ზემოქმედების ბერკეტს აძლევს:


ფაქტი, რომ მისი 5 მილიარდზე დიდი ქონება რუსეთშია დაგროვებული 1990-იან წლებში, აჩენს ეჭვებს, თუ რამდენად აქვს მასზე ბერკეტები კრემლს.


საბედნიეროდ, ივანიშვილზე აშშ-საც აქვს ბერკეტები. ბათუ ქუთელიამ, საქართველოს ყოფილმა ელჩმა აშშ-ში და ამჟამად საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტმა მითხრა, რომ ივანიშვილი ქონების ნაწილს დასავლეთში ინახავს, აქცევს რა მას ამერიკელების კონტროლის ქვეშ, - წერს სტატიის ავტორი.


სტატიაში, რომელიც დღეს, 13 სექტემბერს გამოქვეყნდა Bloomberg-ზე, ნათქვამია, რომ საქართველოს დასავლური კურსისთვის მნიშვნელოვანია, რა შედეგს აჩვენებს პროდასავლური ოპოზიცია მომავალ არჩევნებზე.


ტაბულა





„გაყიდვები გაგვინახევრდა და ზარალშიც წავედით“ – „დომინოს პიცა“ კორონავირუსის შედეგებზე

„გაყიდვები გაგვინახევრდა და ზარალშიც წავედით“ – „დომინოს პიცა“ კორონავირუსის შედეგებზე
access_time2020-06-07 12:30:23
პანდემიის გამო, „დომინოს პიცას“ გაყიდვები გაუნახევრდა. როგორც კომპანიის დირექტორი მიხეილ ალხანიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მართალია, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ე.წ დელივერის სერვისი მუშაობდა, თუმცა, ზარალი მაინც...

Financial Times: ახალი საკარანტინო ერა

Financial Times: ახალი საკარანტინო ერა
access_time2020-06-07 11:00:31
როდესაც ჰოუპ ეილსი ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მდებარე ლუქს-კლასის სასტუმროში 14-დღიანი კარანტინის გასატარებლად დარეგისტრირდა, ძალიან მალე ნათელი გახდა, რომ შვებულების მსგავსი იქ არაფერი იქნებოდა."ჩვენ ნომრების დატოვების უფლება არ გვქონდა" - განაცხადა ეილსმა, რომელიც აპრილში სამშობლოში ფილიპინებიდან დაბრუნდა, და იმავე წუთს იზოლაციაში მოხვდა - ავსტრალიამ კორონავისურთან დაკავშირებით კარანტინი ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა."ფანჯრები არ...

ნათია თურნავა: ლარის გამყარება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი

ნათია თურნავა: ლარის გამყარება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი
access_time2020-06-07 10:00:14
საქართველოში ეკონომიკის ვარდნა გლობალური კრიზისით და პანდემიით არის გამოწვეული. ლარის გამყარება კი ჩვენი სწორი და კორდინირებული პოლიტიკით. ეს არის ეკონომიკური პოლიტიკს შედეგი და ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“...

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...


მსგავსი სიახლეები

up