Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/2.9750-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 2.9645-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9841 ლარი შეადგინა.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.0000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.9300 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.0050 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 2.9250 ლარად.