Bloomberg-ის ჟურნალისტი: ფულს მხოლოდ ის გამოცემა მიხდის, სადაც ვმუშაობ

Bloomberg-ის ჟურნალისტი: ფულს მხოლოდ ის გამოცემა მიხდის, სადაც ვმუშაობ

access_time2020-02-16 16:00:49

გამოცემა Bloomberg-ში გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც ავტორი, ილაი ლეიკი შეერთებულ შტატებში ბიძინა ივანიშვილის მიერ ლობისტების დაქირავებაზე საუბრობს, საქართველოს მთავრობის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ლეიკი სტატიაში ფულს იღებს. ლეიკი ბრალდებას უარყოფს.

„[Bloomberg-ის სტატია] დასპონსორებული რომ არის, ეს იქიდანაც ჩანს, რომ Bloomberg-ს არც ერთხელ არ გაუშუქებია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდზე მეტი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის განათლებაში, კულტურის განვითარებისთვის… დღეს აქვეყნებს მასალას, რომ თითქოს 77 მილიონს ხარჯავს”, - თქვა თალაკვაძემ.

ლეიკი თალაკვაძეს პასუხობს და ამბობს, რომ ერთადერთი, ვინც მის სტატიაში ფულს იხდის, ეს თავად ის გამოცემაა, სადაც მუშაობს.

„ეს სავსებით მცდარია, ერთადერთი, ვინც ჩემს სტატიაში ფულს მიხდის Bloomberg-ია, სადაც მე ვმუშაობ. არასერიოზულია მოსაზრება, რომ ყველა, ვინც ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს, ამაში ფულს უნდა იღებდეს. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი, კონგრესის წევრები, ფრიდომ ჰაუსი და სხვა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები დიდი შეთქმულების ნაწილი არიან“, - უთხრა ლეიკმა „ამერიკის ხმას“.

სტატიაში ლეიკი „ქართული ოცნების“ მიერ ლობისტური კომპანია „ჰოგან ლოველსის“ დაქირავებაზე წერს, რომლის მომსახურებაც პარტიას თვეში 75,000 დოლარი დაუჯდება. შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის „უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის აქტი“ (FARA)  აჩვენებს, რომ კონტრაქტი კომპანიას 2021 წლის იანვრამდე განესაზღვრა და მთლიანობაში ის ამ მომსახურებაში 900,000 დოლარს მიიღებს.

„ქართულმა ოცნებამ“ ამ კომპანიის გარდა, კიდევ ერთი კომპანია „DCI ჯგუფი“ იქირავა, რომლის კონტრაქტის ვადაც 2020 წლის 31 ოქტომბრამდეა და რომლის მომსახურებაშიც პარტია 300,000 დოლარს გადაიხდის. ეს კონტრაქტები სწორედ პარტიის მიერაა გაფორმებული. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნება“, ყოველ საარჩევნო წელს ლობისტურ კომპანიებზე გაწეულ ხარჯებს მკვეთრად ზრდის.

ცალკეულ კომპანიებს ქირაობს ასევე საქართველოს მთავრობაც. გასულ წელს, მათ „ჩართველ სტრატეგი ჯგუფს“ დაახლოებით 780,000 დოლარი გადაუხადეს. ამ კომპანიის ერთ-ერთი მიზანი აშშ-ის კონგრესისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების განცხადებით, კონგრესში ინფორმაცია არასწორად მისდით, ამ კომპანიას საქართველოს მთავრობამ კონტაქტი განუახლა.

გასულ წელს, ლობისტების მომსახურება, საქართველოს ბიუჯეტს ოფიციალურად დაახლოებით 2.8 მილიონი ლარი დაუჯდა. აქედან, ეკონომიკის სამინისტრო „ჰილ+ ნოულტონ სტრატეჯის“ 1.8 მილიონს უხდიდა. ამ თანხიდან 1.12 მილიონი მედია პროდუქტზე და პიარზე იხარჯებოდა, ხოლო 750,000 სხვა პროექტებზე. თავის მხრივ, ჰილ+ნოულტონ სტრატეჯი“ ორ კომპანიას: „ჯეი-პი-ვი კომუნიქეიშენს“ და „ჰალსენ მედია სერვისს“ ქირაობდა ამ საქმიანობის შესასრულებლად. გარდა ამისა, მთავრობის ადმინისტრაციას 2019 წელს „სტრატევარიოს ინკთან ჰქონდა კონტრაქტი, რომელსაც ყოველთვიურად 15,000 დოლარს უხდიდა.12 თვის განმავლობაში, კონტრაქტის საერთო ღირებულებამ 180 000 დოლარი შეადგინა.


ლობისტური კომპანია დაქირავებული ჰყავს ასევე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც“. კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ რენდი შენემანი წარმოადგენს. ნაციონალურმა მოძრაობამ ის 8 ოქტომბერს იქირავა და 2020 წლის ოქტომბრამდე მომსახურების საერთო ღირებულება 250,000 დოლარია.

ილაი ლეიკი საქართველოს შესახებ ათეული სტატიის ავტორია. ცოტა ხნის წინ, მან კიდევ ერთი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ამერიკელი სენატორების მხრიდან საქართველოს მიმართ კრიტიკაზე საუბრობს, და შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, გაზარდოს ზეწოლა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე.

„სენატორი რიში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა, საქართველოსთვის საგარეო დახმარება იქნება თუ სამხედრო, ყველაფერი მის კომიტეტში გადის. ამ პოზიციაზე მას ყველაფრის გაკეთების შესაძლებლობა აქვს. ამიტომ მე სენატის საგარეო კომიტეტის მნიშვნელობას არ დავაკნინებდი“, - ამბობს ლეიკი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

კონგრესის მნიშვნელობის ხაზგასასმელად ლეიკს საუდის არაბეთის მაგალითი მოჰყავს, როგორც შეერთებული შტატების მოკავშირის, რომლის წინააღმდეგაც კონგრესმა სანქციები მიიღო.

„დემოკრატიის დაღმასვლა გაზრდის ზეწოლას კონგრესში ორივე პარტიიდან, რომ რაიმე მოიმოქმედონ საქართველოს შემთხვევაში“, - აცხადებს ის. „მე მოვუწოდებდი ივანიშვილს, ყურადღება მიაპყროს რა მოხდა საუდის არაბეთის [ტახტის მემკვიდრის] მოჰამედ ბინ სალმანის შემთხვევაში. შეერთებულ შტატებს საუდის არაბეთთან უფრო მტკიცე ურთიერთობა აქვს წლების განმავლობაში, ვიდრე საქართველოსთან და ეს ადმინისტრაცია საუდის არაბეთს მტკიცედ უჭერს მხარს. თუმცა, კონგრესში შეშფოთების ზრდის გამო, ჩვენ ვიხილეთ არა მხოლოდ „მაგნიცკის აქტის“ გავლით საუდის არაბეთის მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციები, არამედ საუდის არაბეთისთვის შეიარაღების მიწოდების გაჭიანურება, და ეს მოხდა ირანთან ცხელი ომის ფონზე“, - ამბობს ლეიკი.

კონგრესში კრიტიკულ განცხადებებსა და წერილებს, ქართული ოცნების დეპუტატები არასწორ ინფორმაციას და ოპოზიციის ქმედებებს უკავშირებენ.

„კონგრესმენების მხრიდან კრიტიკა იყო და ჩვენ ვამბობდით, რომ ძირითადი ნაწილი ამ კრიტიკისა დაფუძნებულია არარეალურ, არასწორ [ინფორმაციაზე] და ჩვენი ოპონენტების მიერ ნაწილ შემთხვევებში აბსოლუტურად სპეკულაციურად მიწოდებულ და ხშირ შემთხვევებში ტყუილებზე“, - განაცხადა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, Bloomberg-ის გარდა, კრიტიკული სტატიები გამოქვეყნდა ისეთ გამოცემებშიც, როგორებიცაა Wall Street JournalWashington Examiner და National Interest.

კრიტიკის ტალღა ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ განახლდა. დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის სენატის და კონგრესის წარმომადგენლებმა, ქართულ ოცნებას მოუწოდეს, დაიცვას დემოკრატიის პრინციპები.

 

ამერიკის ხმა


თეგები:
Bloomberg



საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-04-04 12:58:05
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ​თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჟურნალისტებს...

უცხოური მედია: ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა

უცხოური მედია: ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა
access_time2020-04-04 12:20:41
  ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება და შედეგად, მიიღო ზომები, რამაც დადებითი შედეგები მოუტანა შესაბამის ქვეყნებს. ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხრიდან ამ ადრე რეაგირებას და მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უდიდესი შეფასება მისცა, მოჰყვა ადრეულ ეტაპზე ყველა ხალხმრავალი სპორტული და კულტურული...

Daily Mail: ჩინეთში ღამურების გაყოდვა და ჭამა განაახლეს

Daily Mail: ჩინეთში ღამურების გაყოდვა და ჭამა განაახლეს
access_time2020-04-04 13:30:22
  კორონავირუსის ეპიდემიის სავარაუდო დასრულების შემდეგ, ჩინელებმა განაახლეს ღამურების ჭამა.   ღამურები ისევე, როგორც მორიელები, და სხვა ეგზოტიკური არსებები, იყიდება ქვეყნის ბაზრობებზე, როგორც ხალხური მედიცინის საშუალებები.   ათასობით ჩინელი გროვდება დიდ ბაზარზე ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ გუილინში.  ეს გიგანტური სავაჭრო ობიექტი გამოიყურება ისევე, როგორც კორონავირუსის გავრცელების დაწყებამდე - ჟანგიანი გალიები...

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
access_time2020-04-03 17:30:50
m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. m²...

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-04-03 19:30:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...


მსგავსი სიახლეები

up