Bloomberg-ის ინდექსი: რა გავლენა ექნება 2017 წელს გლობალურ ეკონომიკაზე

Bloomberg-ის ინდექსი: რა გავლენა ექნება 2017 წელს გლობალურ ეკონომიკაზე

person access_time2017-04-01 16:00:02

თუ 2016 წელი პოლიტიკური შოკის წელი იყო, ამ წელს ჩვენ ვნახავთ, თუ რა გავლენა აქვს მას გლობალურ ეკონომიკაზე.


Bloomberg-ის ინდექსი, რომელიც 2017 წლის მიმოხილვას აკეთებს სხვადასხვა ქვეყნების ინფლაციასა და უმუშევრობაზე, სწორედ ამ საკითხებზე საუბრობს. ზედიზედ მესამე წელია რაც ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გამო ვენესუელა ყველაზე ცუდი ეკონომიკური ქვეყნების რეიტინგშია. ნაკლებად გაუბედურებული ქვეყნების რეიტინგში ისევ ტაილანდი მოხვდა. ქვეყანა, სადაც უმუშევრობის დონე მაღალია და ეკონომიკური სიტუაცია არც ისე სახარბიელოა. ვენესუელაში ნავთობის ექსპორტი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნისთვის თუმცა სიტუაცია შეიცვალა, რამაც საავადმყოფოებში მედიკამენტების ნაკლებობა და კრიმინალის დონის ზრდა გამოიწვია.

 

 

 

პოლონეთი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უარყოფითი ეკონომიკური მაჩვენებლით რეიტინგის წინა პოზიციებზე იყო, დღეს სრულიად სხვა სიტუაციაა. 45 ქვეყანას შორის პოლონეთი რეიტინგში 28-ე ადგილს იკავებს. რაც უფრო მაღლაა ქვეყანა რეიტინგში, მით უფრო ცუდი ეკონომიკური მდგომარეობით ხასიათდება. პოლონეთში ბოლო პერიოდში უმუშევრობის დონე მკვეთრად შემცირდა, რაც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით იქნა გამოწვეული. ბრიტანეთში გამართულმა რეფერენდუმმა ევროკავშირიდან გამოსვლას მისცა ბიძგი, რამაც იმპორტზე ფასების ზრდას შეუწყო ხელი.

 

 


 

ნორვეგიის ეკონომიკაში დიდი ცვლილებები განხორციელდა. ექსპერტების ვარაუდით ამ ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 4.8 პროცენტამდე დაიკლებს, რაც სავარაუდოა რომ სამთავრობო ბიუჯეტის შედეგია. რაც შეეხება პერუს, ეს ქვეყანა 2017 წლის დასაწყიში რეიტინგში 13-ე ადგილზე აღმოჩნდა. 2016 წელს კი პერუ იმაზე უფრო სუსტი იყო ვიდრე ამას ექსპერტები ვარაუდობდნენ. ინფლაციამ და შრომის ბაზარზე არსებულმა პრობლემებმა კიდევ უფრო დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას. ეკონომისტები ეთანხმებიან პერუს ცენტრალური ბანკის პოზიციას, რომ ქვეყანას ინვესტიციების მოზიდვის და ვაჭრობის განვითარების კუთხით დიდი პერსპექტივა გააჩნია.

 

 

რეიტინგში დაბალ პოზიციებზე იმყოფებიან ისეთი ქვეყნები როგორიცაა: ჰონგ-კონგი, ტაივანი, ჰოლანდია, ჩინეთი ეკვადორი და რუსეთი. ჩინეთი 2016 წელს ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების რეიტინგში მეორე პოზიციას იკავებდა.

 

 

 

 

 



ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

განათლების მინისტრი სასკოლო რეფორმაში ფინურ გამოცდილებას გაითვალისწინებს

განათლების მინისტრი სასკოლო რეფორმაში ფინურ გამოცდილებას გაითვალისწინებს
access_time2021-07-30 12:30:08
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად განათლების სისტემის 10 წლიანი განვითარების გეგმა წარადგინა. მიხეილ ჩხენკელის განცხედებით სკოლებში ესტონური და ფინური გამოცდილების გათვალისწინებით ინტენსიურად მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, რომელიც 2024 წელს დასრულდება. განათლების მინისტრის განმარტებით სწავლების მეთოდოლოგიის შეცვლა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყობს...

კომფორტის ფასი თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებში

კომფორტის ფასი თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებში
access_time2021-07-30 15:00:52
თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში მობინადრეების ცხოვრების ხარჯი, კომუნალური გადასახადების გამოკლებით, 400-600 ლარს აღწევს. ამ თანხაში შედის საცხოვრებელი არეალის - სადარბაზოებისა და ეზოების, გამწვანების, ლიფტის, საცურაო აუზების, სასეირნო და სარბენი ბილიკების და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ხარჯი. ამ პროცესს დეველოპერი დაქირავებული კომპანიების საშუალებით უზრუნველყოფს ან ასეთ ფირმებს თავად  ამხანაგობები ქირაობენ. მომსახურების...


მსგავსი სიახლეები

up