Bloomberg: Google, Facebook და Microsoft ჰონგ-კონგთან თანამშრომლობას წყვეტს

Bloomberg: Google, Facebook და Microsoft ჰონგ-კონგთან თანამშრომლობას წყვეტს

access_time2020-07-17 19:00:24

მოწინავე ამერიკულმა მაღალტექნოლოგიურმა კომპანიებმა ჰონგ-კონგთან თანამშრომლობა შეწყვიტეს და განაცხადეს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მომხმარებელთა აქტივობის თაობაზე ინფორმაციას არ მიაწვდიან.ეს ნაბიჯი მათ იმის შემდეგ გადადგეს, რაც ჩინეთის მთავრობამ ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო. ივნისის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიღებული კანონით, ის ჰონგ-კონგში უსაფრთხოების საკითხებში ახალ სამართლებრივ ბაზას ქმნის. ახალი კანონი ჰონგ-კონგის ხელისუფლებას ავტონომიის მომხრეთა საპროტესტო მოძრაობის მონაწილეთა წინააღმდეგ დიდ უფლებამოსილებას ანიჭებს.


კომპანიებმა განაცხადეს, რომ ამ კანონის საერთაშორისო შეფასებას დაელოდებიან, შემდეგ კი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. კომპანიებს შორისაა ტექნოლოგიური გიგანტი Facebook-ი და მის სტრუქტურაში შემავალი WhatsApp, ასევე Twitter, Google, Telegram, Zoom, LinkedIn და TikTok, რომელიც ჩინურ ByteDance-ს ეკუთვნის.


ჯერ კიდევ კანონის მომზადების დროს, აშშ-ს მთავრობამ ის მკაცრად გააკრიტიკა - კერძოდ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამის შემდეგ ვაშინგტონი ჰონგ-კონგს ჩინეთისგან დამოუკიდებელ ტერიტორიად ვერ მიიჩნევს და შესაბამისად, დღეს მოქმედ ყველა შეღავათებს გააუქმებს. ტრამპის თქმით, შემოღებულ იქნება სანქციები იმ ჩინელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ვინც ჰონგ-კონგის ავტონომიურობას ძირს უთხრიან.


შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია ტექნოლოგიურ გიგანტების რთულ ვითარებაში აყენებს - ერთის მხრივ შესაძლოა მათ წინაამღეგ სანქციები ჩინეთმა დააწესოს. მეორეს მხრივ, თუ ისინი ჩინეთთან თანამშრომლობას განაგრძობენ, შესაძლოა ამერიკის მთავრობის მხრიდან ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ.


დასავლურ ბიზნესსაც რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს და ბევრი კომპანია, მთლიანად თუ არ დატოვებს ბაზარს, თავის საქმიანობას შეამცირებს მაინც.



„ისეთი კომპანიები, როგორც Google ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი საქმიანი წრეებისთვის და თუ ისინი წავლენ, ეს სერიოზული დარტყმა იქნება“, - განაცხადა Port Shelter Investment Management -ის დირექტორმა რიჩარდ ჰარისმა.


მისი თქმით, პეკინში კარგად ესმით განსხვავება ჰონგ-კონგს და დანარჩენ ჩინეთს შორის და ისიც, რომ მსოფლიო ფინანსური ცენტრის სტატუსის შესანარჩუნებლად ქალაქს თავისუფალი ინფორმაციის ნაკადი და დასავლური თამაშის წესები სჭირდება.
ამჟამად ყველაფერი დამოკიდებულია ადგილობრივ ხელისუფლებაზე.


„ჰონგ-კონგის ადმინისტრაციას მუდმივი ბალანსირება უწევს. ერთის მხრივ თავისუფლება და გახსნილობა, რაც დასავლეთთან მუშაობისთვის აუცილებელია, მეორეს მხრივ კი - ჩინეთი, რომლის შემადგენლობაში, ავტონომიის სტატუსში ის შედის. დღეს ყველა მნიშვნელოვანია რეალურად რა გაკეთდება და არა პეკინი და ამერიკული IT-გიგანტები რას ლაპარაკობენ“, - მიიჩნევს ჰარისი.


წყარო bloomberg.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




თეგები:
Google Facebook Microsoft



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up