Bloomberg: ფუნტის ვარდნა - ჯორჯ სოროსის კიდევ ერთი გამართლებული ვარაუდი

Bloomberg: ფუნტის ვარდნა - ჯორჯ სოროსის კიდევ ერთი გამართლებული ვარაუდი

person access_time2016-06-27 15:34:11

მილიარდერი ჯორჯ სოროსი, რომელიც ზუსტი ფინანსური და ეკონომიკური გათვლებით არის ცნობილი, ფუნტის ვარდნას brexit-ის შედეგების გამოცხადებამდე ვარაუდობდა. უფრო კონკრეტულად, Brexit-ამდე რამდენიმე დღით ადრე სოროსმა დოლართან მიმართებაში ფუნტი სტერლინგის 20%-იანი ვარდნაზე ისაუბრა. შედეგების გამოცხადების შემდეგ სტერლინგი რეკორდულად დაეცა და მისი ვარდნა ორშაბათსაც გაგრძელდა.

 

„ის კატასტროფული სცენარი, რომლისაც ბევრს ეშინოდა, გამართლდა. ევროკავშირიდან დეზინტეგრაცია კი გარდაუვალია,“ – აღნიშნა სოროსმა 25 ივნისს გამოქვეყნებულ ესეში. ასევე, Guardian-თან საუბარში სოროსმა განაცხადა, რომ მისი ჰეჯ-ფონდის ინვესტორებს ინგლისის ბანკისა და ბრიტანეთის მთავრობის დახმარებით დიდი მოგების მიღება შეეძლოთ. „სოროსს სპეკულირების მოტივი არ ამოძრავებდა, როდესაც ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას ემხრობოდა. იგი ფინანსურ მოგებას სხვა სახის ინვესტიციებით აკეთებს,“ – აღნიშნა Bloomberg-თან მიწერილ e-mail-ში სოროსის წარმომადგენელმა. ჯორჯ სოროსმა პოპულარობა და „ინგლისის ბანკის გამტეხის“ სახელი 1992 წელს მოიპოვა.


 

ფულადი მანიპულაციებით მან $1 მილიარდის ოდენობის სუფთა მოგება მიიღო: 1992 წლის შუა ხანებიდან სოროსი გირვანქა სტერლინგებს მცირე პარტიებით ყიდულობდა. ამის შემდეგ სოროსმა 15 მლრდ გერმანული მარკა (კურსით 2.8180) შეიძინა. ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებაზე ბალანსის მკვეთრი ცვლილების გამო გირვანქა სტერლინგის კურსი დაეცა. თავდაპირველად გაერთიანებული სამეფოს ცენტრალური ბანკი შეეცადა, დაეცვა გირვანქა სტერლინგი და შესაბამისი განაკვეთი 10%-დან რამდენიმე საათში 12% და 15%-მდე აწია. თუმცა ვერც ამ მცდელობამ, და ვერც ევროპული ბანკების სავალუტო ინტერვენციებმა გირვანქა სტერლინგის ვარდნა ვერ შეაჩერეს. 1992 წლის 16 სექტემბერს ბრიტანეთმა ევროპის სავალუტო სისტემა დატოვა. მომდევნო 5 კვირის განმავლობაში სტერლინგი გერმანულ მარკასთან 15%-ით დაეცა, ხოლო აშშ დოლართან მიმართებაში 25%-ით. სოროსმა გაუფასურებული სტერლინგები 15 მლრდ გერმანულ მარკად შეიძინა. გაზრდილმა მოთხოვნამ კვლავ აწია გირვანქა სტერლინგის კურსი. სოროსმა ამ სპეკულაციით 1 მილიარდი აშშ დოლარი. სწორედ ამის გამო მას უწოდეს ადამიანი, რომელმაც „ინგლისის ბანკი გატეხა.“




მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“

მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“
access_time2019-08-20 20:34:59
თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს...

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“ - რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“  -  რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი
access_time2019-08-20 19:30:07
1991 წლის 20 აგვისტოს, საღამოს 11 საათზე ესტონეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა — რა შეიცვალა 28 წლის შემდეგ —  ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის facebook  პოსტს უცვლელად გთავაზობთ: ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა (საქართველოზე 3-ჯერ მდიდარი). 2. ესტონეთი არის...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს
access_time2019-08-20 20:00:21
მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბრო კომპანიაზე, რომლის აქციებიც შევიძინეთ 2017 წლის 21 ნოემბერს. აქციების შეძენა მოხდა $38 დოლარად. ამ დროისთვის კომპანიის აქციის ფასია $131 დოლარი. რაც ინვესტირებული თანხის 240%-იან ზრდას შეადგენს. მე JDinvestment-ის პორტფელში ამ დროსითვის რამოდენიმე კომპანიის აქცია მაქვს მფლობელობაში. მათ შორის არის კომპანია...

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო
access_time2019-08-20 18:30:57
კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co, რომელსაც მსოფლიო ბანკმა ტენდერებში მონაწილეობა დროებით აუკრძალა, საქართველოში სხვადასხვა პროექტთან ერთად, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იან მონაკვეთს ააშენებს. გამარჯვებული კომპანია სწორედ ტენდერის შედეგად გამოვლინდა, თუმცა, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ეს იქამდე მოხდა, ვიდრე მას ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალებოდა. ცნობისათვის, მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს...

სილქროუდ ჯგუფის განცხადება „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით: ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად

სილქროუდ ჯგუფის განცხადება „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით:  ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად
access_time2019-08-20 16:30:56
  პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით სილქროუდ ჯგუფი ავრცელებს საჯარო განცხადებას. “კომერსანტი გთავაზობთ ტექსტს უცვლელად: „რივიერას ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით უკვე ჩატარდა 8 საჯარო განხილვა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტებისთვის. ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარეს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია და მოვისმინეთ მათი პოზიცია. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე შეხვედრა...


მსგავსი სიახლეები

up