Bloomberg: ევროპის საუკეთესო ბიზნესსკოლების რეიტინგი

Bloomberg: ევროპის საუკეთესო ბიზნესსკოლების რეიტინგი

access_time2021-09-20 09:30:00

Bloomberg Businessweek-მა ევროპის 2020-2021 წლის საუკეთესო ბიზნესსკოლები და ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო (MBA) პროგრამები წარმოადგინა. გამოცემის რეიტინგით პირველ ადგილს, ჯამური 100 ქულით, შვეიცარიის IMD Business School-ი იკავებს.



აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის ბიზნესსკოლა Bloomberg-ის რეიტინგში ზედიზედ უკვე მეორედ ლიდერობს. ავტორიტეტული გამოცემის სიის პირველ ადგილას სკოლა 2019 წელს მოხვდა, 2020-ში კი, პანდემიიდან გამომდინარე, გამოცემის გამოშვება გაუქმდა.



Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებული უნივერსიტეტების რეიტინგი ოთხ კომპონენტზე დაყრდნობთ არის შედგენილი. ესენია: კურსდამთავრებულების ანაზღაურება, სწავლება, „ნეთვორქინგი“ და მეწარმეობა. მნიშვნელოვანია, რომ საერთო შეფასებით რეიტინგის პირველ ხუთეულს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტები წარმოადგენენ. კერძოდ, გამოცემის მეორე ნომრად ესპანეთის IESE Business School-ი, მესამე ადგილზე კი იტალიის SDA Bocconi არის წარმოდგენილი. მეოთხე და მეხუთე ადგილს საფრანგეთის INSEAD-ი და დიდი ბრიტანეთის London Business School-ი იკავებენ.



რეიტინგის პირველი ათი უნივერსიტეტიდან ოთხი დიდ ბრიტანეთს ეკუთვნის, საერთო ჯამში კი რეიტინგში დიდი ბრიტანეთის ექვსი უნივერსიტეტია. ექვსი უნივერსიტეტით არის წარმოდგენილი რეიტინგში ესპანეთიც.



რაც შეეხება ცალკეული კომპონენტების მიხედვით Bloomberg-ის რეიტინგის გადანაწილებას, კომპენსაციის ინდექსით, რომელიც კურსდამთავრებულთა შემოსავლებზე დაყრდნობით ითვლება, პირველ ადგილს იტალიის SDA Bocconi იკავებს. სწავლების ხარისხით ესპანეთის IESE Business School-ი, ხოლო „ნეთვორქინგით“ საფრანგეთის INSEAD-ი ლიდერობს. მეწარმეობის ინდექსით, 2020-2021 წლების რეიტინგის ლიდერი ამ შემთხვევაში მადრიდის IE Business School-ია.



წარმოგიდგენთ, Bloomberg Businessweek-ის რეიტინგის პირველ ათ უნივერსიტეტს და სწავლის საფასურს:




IMD, შვეიცარია – 90,000 შვეიცარიული ფრანკი



IESE Business School, ესპანეთი – 85,084 ევრო



SDA Bocconi, იტალია – 59,120 ევრო



INSEAD, საფრანგეთი – 89,000 ევრო



London Business School, დიდი ბრიტანეთი – 92,735 გირვანქა სტერლინგი



IE, ესპანეთი – 71,000 ევრო



Cambridge, გაერთიანებული სამეფო – 59,000 გირვანქა სტერლინგი



Oxsford, გაერთიანებული სამეფო – 63,000 გირვანქა სტერლინგი



HEC Paris, საფრანგეთი – 79,600 დოლარი



Manchester, გაერთიანებული სამეფო – 45,000 გირვანქა სტერლინგი




forbes.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up