Bloomberg: ევროპა რუსეთს გაზის გარდა ნახშირსაც სთხოვს

Bloomberg: ევროპა რუსეთს გაზის გარდა ნახშირსაც სთხოვს

access_time2021-10-01 19:00:02


 

ელექტროენერგიის ევროპელი მწარმოებლები იძულებულები არიან, რუსეთს ნახშირის მიწოდების გაზრდა სთხოვონ.  გაზის მწვავე დეფიციტის ფონზე  ეს მოძველებული, ეკოლოგიურად ყველაზე ბინძური საწვავი, დღეს ენერგოკრიზისის დაძლევის ერთადერთი საშუალება გახდა.

 

თუმცა, ეს იმედიც შეიძლება  გაქარწყლდეს, რადგანაც რუსეთი მიწოდებას ვერ გაზრდის. ხოლო ევროპამ, რომელიც ალტერნატიული ენერგეტიკის დანერგვას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობს, ნახშირის მოხმარების მკვეთრი შემცირება დიდი ხნის წინ დაიწყო.  

 

აღმოჩნდა, რომ მწვანე ენერგეტიკა მასზე დაკისრებულ დიდ როლს ვერ ასრულებს. სხვა ვითარებაში ეს არ იქნებოდა პრობლემა - ევროპა გაზრდიდა ბუნებრივი აირის იმპორტს, მაგრამ  დღეს, როდესაც  მთელ მსოფლიოში გაზის მარაგები მცირდება და ფასმა  1000 დოლარს მიაღწია, ეს შეუძლებელი გახდა.

 

კრიტიკულ სიტუაციაში ევროპას  არაპრესტიჟული და უკვე თითქმის დავიწყებული ნახშირი გაახსენდა.

 

„ენერგიის ევროპელი მწარმოებლები თუ  ნახშირზე მასიურად გადავლენ, ეს მოთხოვნის ისეთ ზრდას გამოიწვევს, რომელსაც რუსეთი ვერ დააკმაყოფილებს, განსაკუთრებით, ასეთ შეზღუდულ ვადებში. ევროპას საწვავის მოპოვება სხვაგან მოუწევს, მაგალითად, აშშ-სა და ჩინეთში, თუმცა, იქაც ენერგოკრიზისი და დეფიციტია“ - მიიჩნევს WoodMackenzie-ის ანალიტიკოსო ნატაშა ტიურინა.


 

ევროპის კომუნალური საწარმოები ნახშირის მაქსიმალური რაოდენობის შესყიდვას ცდილობენ, თუმცა, რუსეთი, რომელიც მსოფლიოში მესამეა ნახშირის ექსპორტის კუთხით, საწვავს ძირითადად აზიაში ყიდის.

 

„ბოლო წლების მანძილზე რუსეთი ევროპაში ექსპორტს ამცირებს, რადგანაც ევროპა ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებს ხურავს, შესაბამისად, რუსული ექსპორტი ძირითადად აზიაში მიდის. მისი გადამისამართება ევროპაში ადვილი არ იქნება, რადგანაც აზიურ კომპანიებთან გრძელვადიანი კონტრაქტებია დადებული. გარდა ამისა, სატრანსპორტო შესაძლებლობების შეზღუდულია“ - მიიჩნევს BCS Global Markets-ის

ექსპერტი კირილ ჩუიკო.

 

ვითარებას ისიც ართულებს, რომ ევროპაში ნახშირის მკაცრი ეკოლოგიური ნორმები მოქმედებს, რის გამოც რუსეთს ამ მოთხოვნების შესაფერისი ხარისხის ნახშირის დიდი რაოდენობით მოძიება გაუჭირდება.

 

ამასთან, არსებობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პრობლემა: რუსულ რკინიგზას მეტი გამტარუნარიანობა აქვს აზიის მიმართულებით, განსაკუთრებით, ჩინეთში, ევროპაში კი საჭიროა რაოდენობის ნახშირის მიწოდებას ფიზიკურად ვერ შეძლებს.

 

შესაბამისად, რუსეთისთვის პრიორიტეტულია აღმოსავლეთი, ხოლო დასავლეთი მეორე პლანზეა. ექსპერტების აზრით, ყველა ამ ფაქტორიდან გამომდინარე, რუსული ნახშირის ექსპორტი ევროპაში, რომელიც 2019 წელს 48 მლნ. ტონა შეადგინა, უცვლელი დარჩება.

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

წყარო:  bloomberg.com

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up