Bloomberg: ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე ვერ თანხმდება

Bloomberg: ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე ვერ თანხმდება

access_time2022-01-25 20:00:59

რუსეთი ევროკავშირის სიდიდით მე-5 სავაჭრო პარტნიორი და ენერგომატარებლების მთავარი მიმწოდებელია, აშშ-სთვის კი ის 30-ეულშიც კი არ შედის.  ასეთივე სხვაობაა ინვესტიციების კუთხითაც - რუსეთი პირველ რიგში იზიდავს კაპიტალს მსხვილი ევროპული კონცერნებისგან, მათ შორისაა Ikea, Royal Dutch Shell, Volkswagen და ა.შ.

 


ინფლაციის ზრდის და ენერგომატარებლების მკვეთრი გაძვირების ფონზე, ევროკავშირის მაღალჩინოსნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხს ძალიან ფრთხილად უდგებიან. მათ სურთ, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები რუსეთისთვის უფრო საზიანო იყოს, ვიდრე თავად ევროპისთვის.

 


მათ ასევე ეშინიათ, რომ შუა ზამთრის პირობებში რუსეთმა შესაძლოა სანქციების საპასუხოდ შეამციროს, ან საერთოდ შეწყვიტოს ევროპისთვის გაზის მიწოდება, რაც მომხმარებლებს კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააყენებს. სწორედ ამიტომ ევროკავშირს შტატებთან შედარებით გაცილებით მეტად უჭირს რუსეთთან მიმართებაში ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება.

 


ევროპის ეჭვებს ასევე აღრმავებს ისიც, რომ ყირიმის ანექსიის გამო შემოღებული სანქციების შედეგად, რუსეთის გარდა სწორედ ევროპული ბიზნესი დაზარალდა, მაშინ, როდესაც ამერიკელებს სირთულეები თითქმის არ შეეხო. ამიტომაც, ევროპელები დროს აშკარად წელავენ.

 


მაშინ, როდესაც ჯო ბაიდენი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პირიქით, ირწმუნება, რომ არ აპირებს. ეჭვის თვალით უყურებს სანქციებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი.


 


„სანქციები საუკეთესო შედეგებს იძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი ეფექტურია. საუბარი უნდა იყოს ისეთ ზომებზე, რომლებიც არა ჩვენს, არამედ რუსეთის წინააღმდეგ იმოქმედებს“, - განაცხადა მან.

 


JPMorgan Chase-ის ექსპერტების გათვლებით, უკრაინაში ომის დაწყების და რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სანქციების შემოღების შემთხვევაში, ნავთობი შესაძლოა 150 დოლარამდე გაძვირებს, რაც ინფლაციას მკვეთრად გაზრდის და ეკონომიკის აღდგენას შეანელებს. ნავთობზე მნიშვნელოვან პრობლემას გაზი წარმოადგენს, რადგანაც ბოლო თვეები რუსეთმა ევროპაში გაზის მიწოდება ისედაც შეამცირა, რამაც ცისფერო საწვავის ფასი 3-ჯერ გაზარდა.

 


იმ პირობებში, როდესაც ამერიკა ენერგომატარებლების სუფთა ექსპორტიორია და თავის მოთხოვნას ძირითადად თავადვე აკმაყოფილებს, ევროპაში ენერგოკრიზისი გაცილებით უფრო მკაცრი აღმოჩნდა. რუსეთთან ურთიერთობების ესკალაციას ამ ისედაც რთული მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად გამწვავება შეუძლია - სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ წერტილს დაუსვამს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავებას და ზოგადად რუსული გაზის მიწოდებასაც შეამცირებს.

 


ეს ევროკავშირში ენერგოდეფიციტს კიდევ უფრო გაამწვავებს. Capital Economics-ის ექსპერტის უილიამ ჯექსონის თქმით, სანქციების დაწესების შემთხვევაში, რუსეთი ენერგომატარებლებს პოლიტიკური ზეწოლის იარაღად აუცილებლად გამოიყენებს და ევროპაში გაზის ღირებულება მკვეთრად გაიზრდება წინა წლის მაქსიმუმებთან შედარებითაც კი.

 


ყველა შემთხვევაში, სანქციები თითქმის არ შეეხება ამერიკულ ბიზნესს და ძალიან დააზიანებს ევროპულ კომპანიებს, რომლებმაც ათწლეულების მანძილზე რუსეთში მილიარდობით ინვესტიციები ჩადეს.

 


თანაც, რუსეთი ალუმინის, ნიკელის, ფოლადის, და სასუქების უმსხვილესი ექსპორტიორია, პირველ რიგში, ევროპაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up