Bloomberg: ემანუელ მაკრონს მდიდრებთან ბრძოლაში ადანაშაულებენ

Bloomberg: ემანუელ მაკრონს მდიდრებთან ბრძოლაში ადანაშაულებენ

access_time2017-10-05 09:50:14

საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ადანაშაულებენ იმაში, რომ გასული საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობაში, იგი სინამდვილეში ტროას ცხენის როლს ასრულებდა მიმავალ სოციალისტურ მთავრობაში. მაკრონი 4 თვეა რაც პრეზიდენტის თანამდებობაზეა და მას კრიტიკოსები სულ უფრო ხმამაღლა აბრალებენ მდიდართა სამსახურში ყოფნას.

 

ინტერნეტ-გამოცემა Bloomberg-ის თანახმად, 39 წლის პრეზიდენტის გეგმას საგადასახადო რეფორმაზე მწვავე კრიტიკა დახვდა პროფკავშირების, პოლიტიკური ოპოზიციისა და მისი მოკავშირეების მხრიდანაც. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მაკრონი ხელგაშლილია შეძლებულთა ფენისადმი.

 

განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევს საფრანგეთის მაღალშემოსავლიანთათვის საგადასახადო სტატიების შეზღუდვა. ყველაფერთან ერთად, მაკრონი აპირებს საცხოვრებელთა სუბსიდირების შემცირებას. გარდა ამისა, პრეზიდენტის გეგმით, შეიკვეცება გადასახადები კაპიტალის ამოგებასა და კორპორატიულ მოგებაზე.

 

მთავრობის განცხადებების თანახმად, რეფორმისტული პოლიტიკა მიზნად ისახავს ინვესტიციების სტიმულირებას, ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას რაც მთლიანად წაადგება ქვეყნის მოსახლეობას - ნათქვამია Bloomberg-ის სტატიაში.

 


უნდა აღინიშნოს, რომ მაკრონის მემარჯვენე რეფორმები ასევე იწვევს ფრანგ ამომრჩევლებში ტრადიციულ აღშფოთებას უთანასწორობით, რომელმაც საფრანგეთს მოუტანა ევროპაში ერთერთი ყველაზე ხელგაშლილი სოციალური უზრუნველყოფა და ასევე მაღალი საგადასახადო დაბეგვრა.

 

როგორც ერთმა ექსპერტმა აღნიშნა, მთავრობამ საწყისი მისცა საზოგადოებრივ დებატებს, რომლებიც ისტერიკაში გადაიზარდა. ამის გამოა, რომ ქვეყანა ისევ უბრუნდება დავა-კამათს, თუ როგორ გავუმკლავდეთ ეკონომიკურ უეფექტობას და ერთდროულად შევინარჩუნოთ სოციალური ერთობა და ჰარმონია.

 

როგორც ცნობილია, პრეზიდენტს სურს მდიდართათვის მხოლოდ უძრავი ქონების გადასახადის შენარჩუნება, რომელიც აქტივის ღირებულების ნახევრიდან ერთნახევარ პროცენტამდე მერყეობს. რაც შეეხება შეძლებული ხალხის ფინანსურ აქტივებს, ეს უკანასკნელი აღარ დაიბეგრება.

 

მთავრობის ანგარიშით, 2002 წლის შემდგომ, საფრანგეთში მოქმედი მაღალი გადასახადების გამო, ქვეყანა 10,000-მა შეძლებულმა მოქალაქემ დატოვა.  ინტერნეტ-გამოცემა „ბლუმბერს“ მოჰყავს ემანუელ მაკრონის ნათქვამი: „საგადასახადო სისტემის რეფორმირება მიზნად ისახავს ინვესტიციების წახალისებას. აქ არაა საუბარი მდიდრებსა და ღარიბებზე. არაა საჭირო ხალხის დაჯარიმება იმ წარმატებისთვის რომელსაც ისინი ცხოვრებაში აღწევენ. ჩვენ გვსურს საფრანგეთი გავუტოლოთ იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც უხვად აფინანსებენ სხვადასხვა ინოვაციებს“ - დასძენს საფრანგეთის პრეზიდენტი.

 

 

ავტორი: საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი

 

 



„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია
access_time2020-02-28 17:47:55
„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია.ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი.  „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და...

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას  „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს
access_time2020-02-28 17:18:14
კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობემა “ ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA” და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით - ,,გრინ დაზღვევა საქართველოს’’ კაპიტალი 10,000,000 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს...

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა
access_time2020-02-28 16:33:46
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.აღნიშნული შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო...

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ
access_time2020-02-28 16:11:23
წყალტუბოს სანატორიუმები საპრივატიზაციოდ მზადდება. საინვესტიციო პაკეტზე ქონების მართვის სააგენტოს მუშაობა რამდეინმე უწყებასთან უკვე დაწყებული აქვს. „წყალტუბოს სანატორიუმები ის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც სახელმწიფოს ბალნეოლოგიური და ტურისტული მიმართულების პროფილის მქონე ინფრასტრუქტურის ათვისების თვალსაზრისით აქვს. ვმუშაობთ, რომ საინვესტიციო პაკეტი სრულყოფილი ფორმატით შევთავაზოთ ბიზნესს. ეს გულისხმობს, სივრცითი დაგეგმარების თვალსაზრისით...

კორონავირუსის გავრცელების გლობალური სტატისტიკა

კორონავირუსის გავრცელების გლობალური სტატისტიკა
access_time2020-02-28 15:50:16
მონაცემები მუდმივად ახლდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი, 28 თებერვლის მონაცემებით, გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 83 310 შემთხვევა ფიქსირდება, 2 858 გარდაცვალება. 26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 27 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსი ჩინეთის გარეთ კიდევ 47 ქვეყანაშია. სულ მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების 82 539 შემთხვევაა...


მსგავსი სიახლეები

up