Bloomberg: ელექტრომობილების ომი  - Apple vs Tesla

Bloomberg: ელექტრომობილების ომი - Apple vs Tesla

access_time2020-12-23 20:00:34

წლების მანძილზე საუბრობდნენ იმაზე, რომ Apple ელექტრომობილების წარმოების დაწყებას გეგმავს, ამისთვის სპეციალისტთა ჯგუფიც შეიქმნა და მუშაობაც დაიწყო. მაგრამ ეს პროგრამა პრიორიტეტული არ იყო და ამის გამო საქმე წინ ვერ მიდიოდა.


დღეს კი ეს თემა ისევ წინ წამოიწია. აღმოჩნდა, რომ Apple-მა სათადარიგო ნაწილები ტაივანურ HotaIndustrial Manufacturing-ს შეუკვეთა, სავარაუდოდ ელექტრომობილისთვის, რომლის წარმოებაც სექტემბერში დაიწყება. გარდა ამისა, Reuters-ის ცნობით, Apple 2023 წლიდან უპილოტო ელექტრომობილის გამოშვებასაც გეგმავს.


რადგანაც წლების მანძილზე კომპანიამ ელექტრომობილების წარმოების იდეა რამდენიმეჯერ გადადო, მომენტი როდესაც ჭორაობა ამის თაობაზე განახლდა, ძალიან საინტერესოა. კერძოდ, ტაივანურმა Foxconn Technology Group-მა ყველასთვის მოულოდნელად ავტომობილების სათადარიგო ნაწილების წარმოება დაიწყო. Foxconn Technology Group ფლობს ქარხნებს, რომლებზეც iPhone-ბის აწყობა და მათთვის მნიშვნელოვანი კომპონენტების წარმოება ხდება. თუმცა, ავტომრეწველობასთან კომპანიას შეხება არასდროს ჰქონია.


ოქტომბრის ბოლოს კომპანიამ 2021 წლის აპრილში ელექტრომობილებისთვის სათადარიგო ნაწილების წარმოების დაწყება დააანონსა, მაგრამ არ დაუზუსტებია ვისთვის.


თუ გავითვალისწინებთ, რომ Foxconn-ის შემოსავლის 50% Apple-ისთვის შეკვეთების შესრულებაზე მოდის, ალბათ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული ტაივანიდან სათადარიგო ნაწილების მიღებით.


თანაც, ეს მიდგომა დამახასიათებელია სწორედ Apple-ისთვის. ბრენდის და წარმოების გაყოფა. ეს სტრატეგია სმარტფონების წარმოებაში კარგად მუშაობს, სავარაუდოდ, ის არც ავტომრეწველობაში იქნება წარუმატებელი.



Tesla-ს შემქმნელი ილონ მასკი ამ მიდგომას არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ ბრენდი თავისივე პროდუქტის მწარმოებელიც უნდა იყოს, განსაკუთრებით ისეთ რთულ სფეროში, როგორც ავტომრეწველობა.


„ავტომობილი გაცილებით უფრო რთული მექანიზმია, ვიდრე ტელეფონი ან სმარტ-საათები. შეუძლებელია უბრალოდ მიხვიდე მიმწოდებელთან, მაგალითად Foxconn-თან და უთხრა „ამიშენე მანქანა“- განაცხადა მან ჯერ კიდევ 2015 წელს.


თუმცა, მასკის ეს კომენტარი ალბათ იმითაა გამოწვეული, რომ მან არ იცის რამდენად მჭიდრო ურთიერთობები აქვს Apple-ს თავის მიმწოდებლებთან, თანაც სმარტფონიც - საკმაოდ რთული მოწყობილობაა. არის ერთი რამ, რაც Apple-ის გენერალურ დირექტორს ტიმ კუკს ილონ მასკზე უკეთესად შეუძლია. კერძოდ, მაღალხარისხიანი პროდუქტის დათქმულ ვადებში გამოშვება. Tesla-ს კაპიტალიზაცია 615 მლრდ. დოლარამდე არა ელექტრომობილებზე დაბალი მოთხოვნის, არამედ მისი არასაკმარისი საწარმოო სიმძლავრის გამო ვერ იზრდება.


თავად მასკმა აღიარა, რომ Tesla-ს მთავარი პრობლემა იმაში, რომ მოთხოვნა გაცილებით მაღალია, ვიდრე წარმოების სიმძლავრეები. ეს შესაძლოა ტრაბახად შეფასდეს, თუმცა, აშკარაა, რომ მასკი თავისი წარმოების სისუსტეს თავადაც აღიარებს. იქნებ მან კიდეც აღიაროს, რომ Tesla ძალიან ძლიერია კარგი ელექტრომობილების შექმნაში, თუმცა, მასობრივი კონვეირული წარმოება მისი ძლიერი მხარე არაა.


20 წლის წინ სტივ ჯობსმა განაცხადა, რომ Apple-ის ჭეშმარიტი სიძლიერეა არა ამა თუ იმ პროდუქტების წარმოება, არამედ მათი დამუშავების და გაყიდვის უნარი. Dell, HP, Sony და მრავალი სხვა მაღალტექნოლოგიური კომპანიაც ამ დასკვნამდე მივიდა და თავისი წარმოება აუთსორსინგს გადასცა.


„ავტომობილი სულ სხვაა“ - ამბობს ილონ მასკი, თუმცა, BMW-მ თავისი ლეგენდარული ავტომობილების აწყობა ავსტრიულ კონცერნ MagnaSteyr-ს გადასცა.


მასკი საკუთარ თავს ტრადიციული ავტრომრეწველობის მესაფლავედ მიიჩნევს, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ელექტროკარების სამყაროში შემდეგი ინოვაციის ავტორი ვინმე სხვა აღმოჩნდეს.პირველ რიგში იმიტომ, რომ ის ჯიუტად მიიჩნევს, რომ ბრენდმა თავისი პროდუქცია თავადვე უნდა აწარმოოს. როგორც ჩანს, ტიმ კუკი მზადაა დაუმტკიცოს ილონ მასკს, რომ ის ცდება. ბრძოლა ამ ომში საწარმოო საამქროებში წარიმართება.


bloomberg.com

თენგიზ აბლოთია



თეგები:
Apple Tesla



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up