Bloomberg: ძალიან ცოტა ნიშანია იმისა, რომ უახლოეს ხანში ნავთობის ფასები გაიზრდება

Bloomberg: ძალიან ცოტა ნიშანია იმისა, რომ უახლოეს ხანში ნავთობის ფასები გაიზრდება

person access_time2016-02-10 17:00:12

ნავთობის მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერები ლონდონში მართავენ მორიგ ყოველწლიურ შეკრებებს. უმრავლესობა იმ აზრისაა, რომ მსოფლიო ნავთობის ფასები ჯერ არ დაცემულა ფსკერზე. ამ თემას აშუქებენ ერთობლივ სტატიაში ინტერნეტ-გამოცემა „ბლუმბერგის“ მიმომხილველები გრანტ სმითი და ენდი ჰოფმანი. კერძოდ, სტატიაში ნათქვამია:

 

„ნავთობის ფასი ბარელზე 30 დოლარის ნიშნულთან ახლოს მერყეობს, მას შემდეგ რაც გასულ თვეში ნავთობი რეკორდულად გაიაფდა უკანასკნელი 12 წლის მანძილზე. ყველაფერთან ერთად, ნავთობის მოპოვების შემცირება უფრო ხანგრძლივი იქნება ვიდრე ელოდნენ. შედეგად, მოპოვებული ნავთობის მარაგები კვლავ იზრდება რაც ხელს უშლის ნავთობზე ფასთა აღდგენას.  ამ აზრისანი არიან ლონდონში შეკრებილი ბანკირები, ნავთობით მოვაჭრეები, მსხვილი კომპანიების მენეჯერები, რომლებიც მონაწილეობენ International Petroleum-ის კვირეულ კონფერენციაში, რომელიც ყოველწლიურად იმართება. ძალიან ცოტა ნიშანია იმისა, რომ უახლოეს ხანში ნავთობის ფასები გაიზრდება.  უფრო მეტად სჭარბობს ნავთობის გაძვირების რისკები. 


Goldman Sachs-ის ერთერთი სპეციალისტის განცხადებით, არ იქნება გასაკვირი თუკი ნავთობის ფასები 20 დოლარზე დაბლა დაეცემა. ფასებთან დაკავშირებით არ შეიმჩნევა მიწოდების მხრიდან არავითარი რეაგირება. ამგვარად, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ამჟამინდელი სიჭარბე უფრო ექსტრემალურად გამოიყურება, ვიდრე ამას ადგილი ჰქონდა 1998-99 წლებში ნავთობის ინდუსტრიის დაცემის დროს. 

 

ზემოხსენებულ კვირეულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ლონდონში ჩასულია გლობალურ ინდუსტრიასთან დაკავშირებული ათასზე მეტი პირი - ნავთობის მომპოვებლები, მოვაჭრეები, ბანკირები, ფინანსისტები და სხვები. ნავთობის ფასების დაცემა უკვე ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს, რასაც ხელი შეუწყო ნავთობის მომპოვებელთა ორგანიზაციის - OPEC-ის მიერ ნედლეულის ექსპორტის გაზრდამ მსოფლიო ბაზარზე სეგმენტის დაცვის მიზნით. ამგვარად, შექმნილ ვითარებაში, ნავთობის ინდუსტრიას სასიხარულო ბევრი არაფერი აქვს. ნავთობის ფასები კვლავაა შემცირებული 70 პროცენტით მას შემდეგ, რაც 2014 წელს ფასებმა პიკს მიაღწია. შედეგად, ნავთობის მოპოვება-ვაჭრობის კომპანიები განიცდიან მოგებათა შემცირებას, დივიდენდების შეკვეცას, მუშახელის მასობრივად დათხოვნას.  


სტატიაში ვკითხულობთ:

 

„სრულიად მოსალოდნელია, ნავთობის გლობალური მარაგები, რომლებიც დღეს რეკორდულად მაღალია, უახლოეს ხანში კიდევ გაიზარდოს. ზემოხსენებული კონფერენციის ერთერთი მონაწილის თქმით, შემდგომ ექვს თვეში, დაახლოებით 360 მილიონი ბარელი ნავთობი იქნება შენახული საცავებში, ანუ ამჟამად, დღეში 2 მილიონი ბარელი ნავთობის სიჭარბეა. ესაა დაახლოებით ის მოცულობაა, რომელსაც აფრიკაში ნავთობის უდიდეს მომპოვებელს - ნიგერიას გააქვს საექსპორტოდ ყოველდღიურად. 

 

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ნავთობის მომპოვებელ ქვეყანაში აღარ დარჩა თავისუფალი საცავები ნედლეულის შესანახად. ეს იმას ნიშნავს, რომ ნავთობის მოპოვების არარენტაბელობის თავიდან ასაცილებლად საჭირო ხდება წარმოების გადაუდებლად შეჩერება.  

 

ლონდონში შეკრებილთა შორის არ შეიმჩნეოდა რაიმე ნიშანი იმისა, რომ ნავთობის ამჟამინდელი გაიაფების მთავარი მოთავეები - საუდის არაბეთი, ქუვეითი, გაერთიანებული არაბთა საემიროები და ყატარი საკმარის ფინანსურ ზეწოლას განიცდიდნენ, რომელიც მათ აიძულებდა შეეცვალათ აღებული ტაქტიკური კურსი ნავთობის საერთაშორისო ბაზრიდან კონკურენტების გაძევებას რომ ისახავს მიზნად. 


ამასობაში ირანი, საუდის არაბეთი და ერაყი კვლავ ზრდიან ნავთობის მოპოვებას, რის გამოც თავი იჩინა სერიოზულმა რისკებმა ფასთა შემდგომი დაცემისა. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს მოხსენებაში, რომელიც გასულ სამშაბათს გამოქვეყნდა. ოპეკის კარტელის წარმოებამ დღეში 32.6 მილიონ ბარელს მიაღწია გასულ იანვარში, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდს 1.7 მილიონით სჭარბობს,“ - ნათქვამია ინტერნეტ-გამოცემა „ბლუმბერგის“ ბოლო გამოშვებაში. 



ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...

„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას
access_time2020-05-26 12:00:56
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ...

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას
access_time2020-05-26 18:30:36
საათობრივი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ, მივიღებთ აქტიურ მომხმარებელს, რომელსაც მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების შემცირება შეეძლება – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” განახადა. როგორც მილორავამ განმარატა, ახალი ბაზრის წესებით, საათობრივი ვაჭრობა ინერგება საბითუმო დონეზე და შემდეგ გავრცელდება...


მსგავსი სიახლეები

up