Bloomberg - დაუბრუნდება თუ არა ძველ ნიშნულს ნავთობის ფასი ბაზრის კოლაფსის შემდეგ?

Bloomberg - დაუბრუნდება თუ არა ძველ ნიშნულს ნავთობის ფასი ბაზრის კოლაფსის შემდეგ?

access_time2020-05-19 20:00:09

გლობალური ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნედლეული - დიდ განსაცდელშია. მარტში, სულ რაღაც 11 დღეში ნავთობი 50-დან 20 დოლარამდე გაიაფდა და ამით ბაზარი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.


კორონავირუსი სწრაფი ტემპებით ვრცელდებოდა, რასაც ყველაფერზე მოთხოვნის შემცირება მოჰყვა, მათ შორის დიზელსა და საავიაციო ბენზინზე.


აპრილში ნავთობმა ახალი დარტყმა მიიღო, მოხმარება მესამედით შემცირდა, რადგან მსოფლიო ღრმა რეცესიაში შევიდა. ნავთობი იმდენად ბევრი აღმოჩნდა, რომ საცავები გადაივსო. ამის შემდეგ წარმოუდგენელი რამ მოხდა - 20 აპრილიდან ნავთობის ფასი ნულს ქვემოთ ჩამოვიდა და მწარმოებლები იქეთ უხდიდნენ ფულს მყიდველებს უსარგებლო ნავთობის გასაღებისთვის.


მაისში ვითარება შედარებით გაუმჯობესდა და ერთი შეხედვით, ყველაზე მძიმე პერიოდი დასრულდა. ქვეყნებმა შეზღუდვების მოხსნა დაიწყებს, ჩინეთში და გერმანიაში კი გზებზე ისევ საცობები გაჩნდა. ამ ყველაფრის პარალელურად საუდის არაბეთმა, რუსეთმა და შტატებმა ნავთობის მოპოვება უპრეცედენტოდ შეამცირეს, რამაც ბაზარზე ჭარბი ნავთობის მიწოდების პროცესი შეამცირა. შესაბამისად, ფასების ზრდაც დაიწყო და 1 ბარელის ღირებულება 30 დოლარს გაუტოლდა.


თუმცა, ვარდნა იმდენად ღრმა იყო, რომ აღდგენის პროცესი მძიმე და ხანგძლივი იქნება. ბევრი ექსპერტი კი მიიჩნევს, რომ ნავთობის ფასი კრიზისამდელ დონეს არასდროს დაბრუნდება.



გადავხედოთ მნიშვნელოვან მონაცემებს:

  • 37,6 დოლარი - 20 აპრილს WTI- ის ნავთობის თითო ბარელზე ზარალი 37,6 დოლარი იყო.
  • 29 მლნ. ბარელი დღე-ღამეში - ეს არის აპრილში ნავთობის მოხმარების შემცირების მაჩვენებელი.
  • 57% - სწორედ 57% -ით შემცირდა ფიკალის ნავთობის მოპოვება შტატებში 2020 წლის 8 მაისის მდგომარეობით.


რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?


სანავთობო ბაზარი გლობალური ეკონომიკის ყველა დარგისთვისაა მნიშვნელოვანი. ფასების ვარდნამ ნავთობმომპოვებელი ქვეყნების ბიუჯეტებს იმდენად ძლიერი დარტყმა მიაყენა, რომ აპრილში OPEC-ის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღეს ნავთობის მოპოვება მნიშვნელოვანად შეემცირებინათ.

საქმეში დონალდ ტრამპიც ჩაერთო, რომელმაც რუსეთს და საუდის არაბეთს საფასო ომის შეწყვეტა მოსთხოვა - ეს გაჭიანურებული კამათი შტატებში ნავთობბიზნესში ათასობით დასაქმებულ ადამიანს უმუშევრობით ემუქრებოდა.


ეს იყო ახალი ეპოქის მოსვლის მაჩვენებელი - ამერიკა, რომელსაც დიდი ხანია თავისუფალი ბაზრის სწამს, მოულოდნელად ნავთობმოპოვების შემცირებაზე დაფიქრდა. დასაწყისში დონალს ტრამპი იაფ ნავთობს და ბენზინს აქებდა, თუმცა, შემდეგ მომპოვებლებს ნავთობზე ფასების მომატება ფაქტიურად პირდაპირ უბრძანა.


2020-2021 წლებში აღმავლობა ძალიან დაბალი ნიშნულიდან დაიწყება, ენერგეტიკულ დარგს ურთულესი პერიოდი, ხოლო ბრიტანეთის ეკონომიკას 300 წლის მანძილზე ყველაზე ღრმა ვარდნა ელის. ძალიან დაზარალებულ ავიაკომპანიებს სწრაფი აღდგენის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რადგან მოთხოვნა მაინც დაბალი იქნება.


და ბოლოს, შეზღუდვების შერბილების ფონზე არაა გამორიცხული, რომ კორონავირუსმა კაცობრიობას მეორედ და კიდევ უფრო ძლიერად შეუტიოს - მაშინ გასული 2 თვის კოშმარი კიდევ ერთხელ გამეორდება.


წყარო: Bloomberg.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
ნავთობი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up