მობილური აპლიკაციების სამყაროში ახალი ვარსკლავი გამოჩნდა, რომლესაც ადამიანებს შორის ურთიერთობების, ცოდნის გაზიარების და ახალი მეგობრების გაჩენის შესაძლებლობება შეუძლია.
ეს არის აუდიო-ჩანაწერების სოციალური ქსელი Clubhouse, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური საუბრები, ასევე დიდი, სადისკუსიო პანელების ორგანიზება. ეს ფორმატი სრულიად ახალ შესაძლებლობებს უხსნის პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებს.
ეს ქსელი სწრაფი ზრდის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. Clubhouse-ის დამაარსებლის პოლ დევიდსონის თქმით, ბოლო 2 კვირის მანძილზე მას 2 მლნ.-ზე მეტი მომხმარებელი შეემატა.
Clubhouse-ში რაღაც განსაკუთრებული ხდება, ისეთი, რასაც ვერც ერთ სხვა სოციალურ ქსელში ვერ შეხვდებით. ცოცხალი საუბარი, თავისი განსხვავებული ტონალობებით და ნიუანსებით, ადამიანებს შორის ურთიერთობების განსაკუთრებულ ფორმას ქმნის, რისი მიღწევას სრულიად შეუძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებებით Facebook-ში, Twitter-სა და სხვა ტრადიციულ სოციალურ ქსელებში.
Clubhouse-ში თქვენ რეჟისორებს, მსახიობებს, მხატვრებს და ინჟინრებს მთელი მსოფლიოდან დაიმეგობრებთ, მათ ცხოვრებისეულ ისტორიებს მოისმენთ, მათ ცოდნებს, გამოცდილებას და უნარებს გაიზიარებთ სხვადასხვა საკითხებში, ვიდეომონტაჟის წესებიდან პოლიტიკურ საკითხების შეფასებებამდე.
ახალი სოციალური ქსელი ასევე შემოსავლის ზრდის წყაროდაც შეგიძლიათ გამოიყენოთ - მასშტაბური ონლაინ-კონფერენციების ორგანიზება, საკუთარი არხების, ან ინტერესთა კლუბების დაფუძნება, ყველაფერი ეს შესაძლებელია ფინანსური მოგების წყარო გახდეს.
რა თქმა უნდა, Clubhouse-ს გამოწვევებიც აქვს. ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა სოციალურ ქსელს, მას შესაძლებელია კონტენტის პრობლემა გაუჩნდეს. ნეგატიური პუბლიკაციები, რასიზმი, ანტისემიტიზმი, ეს ყველაფერი საფრთხეს მისთვისაც წარმოადგენს.
შესაბამისად, სტარტაპს მეტი ინვესტიციების დაბანდება სწორედ უსაფრთხოებაში და კონტენტის მედიაციაში მოუწევს იმისთვის, რომ ქსელი აგრესიას და ქსენოფობიას გაუმკლავდეს.
ასევე რთული ამოცანა იქნება კონკურენცია Twitter-თან, რომელიც აუდიოვერსიის შექმნაზე უკვე მუშაობს.
რა თქმა უნდა, ახალი სოციალური ქსელის სასარგებლოდ პანდემიაც მუშაობს, რადგანაც ადამიანები ცოცხალი ურთიერთობების დეფიციტს განიცდიან, მაგრამ Clubhouse-ს დიდი მუშაობა მოუწევს იმისთვის, რომ მომხმარებლები პანდემიის დასრულების და ნორმალური ცხოვრების აღდგენის შემდეგაც შეინარჩუნოს.
Clubhouse-ის უპირატესობაა გაცილებით უფრო ცოცხალი კონტაქტი, ვიდრე TikTok-ში, Twitter-ში, ან Instagram-ში. ეს სწორედ ისაა, რისი შეთავაზებაც აუდიო ფორმატს შეუძლია.
მოკლედ, დიდ სოციალურ ქსელებს შეშფოთების საფუძველი ნამდვილად აქვთ.
წყარო: bloomberg.com