Bloomberg: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს გერმანიის ახალი მთავრობაც დაუჭერს მხარს

Bloomberg: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს გერმანიის ახალი მთავრობაც დაუჭერს მხარს

access_time2021-08-03 20:00:52

რაც არ უნდა თქვას ამერიკამ, გერმანია არც ერთ შემთხვევაში არ გააჩერებს რუსულ გაზსადენს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსკოვი უკრაინულ ტრანზიტს შეწყვეტს - იტყობინებიან ინფორმირებული მაღალჩინოსნები ბერლინიდან.

 

ამის ნაცვლად, გერმანია აქცენტს ევროკავშირის ფორმატში სხვა, უფრო ფართო სანქციებზე გააკეთებს, იმის მიუხედავად, რომ ეს უფრო რთული გზაა და თანაც კრემლი, როგორც წესი, ეკონომიკურ სანქციებზე არ რეაგირებს.

 

ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს ბაიდენმა სცადა მისი დათანხმება კონკრეტულად გაზსადენის წინაამღგედ ზომების მიღებაზე იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი მას პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს. 21 ივლისის გერმანულ-ამერიკულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია კიდეც,  რომ მილსადენის უსამართლო გამოყენების შემთხვევაში გერმანია საპასუხო ზომებს მიიღებს - ოღონდ არაფერია ნათქვამი კონკრეტულად რა ზომებზეა საუბარი.

 

ბერლინს უკრაინული ტრანზიტის გადაკეტვის შემთხვევაში გაზსადენზე იერიშის მიტანა აშკარად არ სურს და ეს ვლადიმირ პუტინის მორიგ გამარჯვებას და თეთრ სახლზე დარტყმას ნიშნავს.

 

კრემლის წინაშე კაპიტულაციის გამო ჯო ბაიდენი მწვავე კრიტიკის საგანი არა მხოლოდ რესპუბლიკელების, არამედ მისივე თანაპარტიელი დემოკრატების მხრიდანაც გახდა. საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა ბობ მენენდესმა განაცხადა, რომ ამერიკულ-გერმანული შეთანხება უსამართლოა და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ უნდა გაჩერდეს.


 

მაგრამ 1 230 კილომეტრის სიგრძის გაზსადენი 99%-ით მზადაა, დარჩენილი ნაწილი კი აგვისტოში უნდა დასრულდეს, ხოლო შემოდგომაზე ის, წესით, ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს.

 

დღეს ამერიკამ და ევროპამ უნდა იფიქრონ, რას მოიმოქმედებენ იმ შემთხვევაში, თუ პუტინი შეწყვეტს უკრაინულ ტრანზიტს, რომელსაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ეკონომიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

 

როგორც ჩანს, ბერლინის პოზიცია ანგელა მერკელის გადადგომის შემდეგაც უცვლელი დარჩება - გერმანიაში არჩევნები 26 სექტემბერს გაიმართება და ქვეყანას ახალი კანცლერი ეყოლება.

 

რუსულ გაზსადენს საპარლამენტო ფრაქციების უმრავლესობა მხარს უჭერს - სავარაუდო მომავალი კანცლერი, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი არმინ ლაშეტი „გაზპრომის“ პროექტის მიმართ მერკელის პოზიციას იზიარებს. ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიაც კი მოსკოვთან ენერგეტიკული თანამშრომლობის მომხრეა.

 

15 ივლისს ანგელა მერკელმა ვაშინგტონში ვიზიტის დროს საბოლოოდ უარი განაცხადა მოსკოვის მიმართ მკაცრი ზომების მიღების ვალდებულებაზე და მისი თქმით, უკრაინული ტრანზიტის შეწყვეტის შემთხვევისთვის არსებობს სხვა ზემოქმედების ინსტრუმენტები და ეს არა ცალკე აღებული გერმანული, არამედ უფრო ზოგადევროპული დონე იქნება.

 

bloomberg.com





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up