Bloomberg: ჩინეთს გერმანიის ეკონომიკური გამოცდილების გაზიარება სურს

Bloomberg: ჩინეთს გერმანიის ეკონომიკური გამოცდილების გაზიარება სურს

person access_time2016-05-08 12:03:34

ჩინეთს გერმანიის ეკონომიკური გამოცდილების გაზიარება სურს. ამ თემას აშუქებს ინტერნეტ-გემოცემა „ბლუმბერგი“ სტატიაში, რომლის თანახმად, ჩინეთისთვის სულისჩამდგმელია თავის დროზე, გერმანიის ეკონომიკური გაჯანსაღების მაგალითი. სტატიაში ვკითხულობთ:

 

ფრანკფურტში სიტყვით გამოსვლისას, ჩინეთის ფინანსთა მინისტრმა ლოუ ჟივეიმ მოიხსენია ახლო წარსულში „ევროპის ავადმყოფად“ წოდებული გერმანია, რომელიც 2000-იან წლებში მთელ მსოფლიოს ეკონომიკურ ძალად მოევლინა წარმატებული ტრანსფორმაციის შედეგად. ჩინელი მინისტრის სიტყვით, მისი ქვეყნისთვის სამაგალითოა გერმანიის ეკონომიკური რეფორმები. 

 

„გერმანიამ დრო იხელთა და ქმედითად განახორციელა სტრუქტურული რეფორმები“ - განაცხადა ჩინეთის ფინანსთა მინისტრმა, რომელიც მონაწილეობს აზიის განვითარების ბანკის მიერ მოწვეულ შეკრებაში, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში იმართება. მინისტრ ლოუ ჟივეის თქმით, რეფორმებიოს გარეშე, ჩინეთის ეკონომიკა უფსკრელში გადაიჩეხება. 


და მართლაც, ჩინეთი დადგა ბოლო დროს ყველაზე სერიოზული ეკონომიკური შენელების პერსპექტივის წინაშე. ასეთ ვითარებაში, ჩინეთის ხელმძღვანელობა დაპირებებს იძლევა, რომ დახურავს არამომგებიან საწარმოებს და დაითხოვს მასში დასაქმებულ მუშახელს. შედეგად, მთავრობა იმედოვნებს სახელმწიფო ვალების შემცირებას. მიუხედავად ამისა, ბევრში ეჭვებს იწვევს ჩინელ ხელმძღვანელთა მიერ გაცემული დაპირებები, რადგან ბოლო თვეებში კვლავ იზრდება საწარმოების ისედაც უზომოდ დაკრედიტება. ვარაუდობენ, რომ ჩინეთში რეფორმების გატარების ნაცვლად, მთავრობა სინამდვილეში მოკლევადიან ეკონომიკურ ზრდას ისახავს მიზნად.

 

უნდა ითქვას, რომ დღეს ჩინეთის წინაშე მდგომი ეკონომიკური გამოწვევები გარკვეულად განსხვავდება გერმანიის უწინდელ პრობლემებისგან, რომელსაც მან თავი გაართვა. მიუხედავად ამისა, გერმანიის მსგავსად, ჩინეთსაც ესაჭიროება ეკონომიკური პროდუქტიულობის გაზრდა, რასაც ხელს უშლის ეკონომიკაში სხვადასხვა გავლენიანი წრეების ჩართულობა, წრეებისა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნისთვის საჭირო ცვლილებათა გატარებას. 



სტატიაში ვკითხულობთ:

 

„გავიხსენოთ, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში, გერმანია აღარ იყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ეკონომიკურ საოცრებად წოდებული ქვეყანა. მისი ეკონომიკური ზრდა უმნიშვნელო იყო, რასაც ხელს უწყობდა უზომოდ გაზრდილი სოციალური პროგრამები, რომლებიც გერმანიის კონკურენტ-უნარიანობისთვის სერიოზული ზიანის მომტანი აღმოჩნდა. 

 

2003 წლიდან დაწყებული, გერმანიის იმდროინდელმა კანცლერმა გერჰარდ შროდერმა გაატარა შრომის კანონებისა და სოციალური პროგრამების ძირეული რეფორმირება. თავისი მასშტაბებით, შემოღებული ზომები უპრეცედენტო იყო ფედერალური რესპუბლიკის დაარსებიდან 1949 წელს. მიაჩნიათ, რომ ე.წ. „ჰარცის რეფორმები,“ რომლებიც შრომის სფეროში გატარდა, მეტად ნაყოფიერი იყო ევროპის უდიდესი ეკონომიკის აღორძინებისთვის. 

 

უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიაში რეფორმების გატარებას შედეგად მოჰყვა პოლიტიკური რეაქციაც, თანაც იმგვარი, რომ ჩინეთის ცეტრალიზებული კომუნისტური ხელისუფლების პირობებში, ასეთი რამ უბრალოდ, წარმოუდგენელი იქნება. გერმანიაში გატარებული რეფორმების შედეგად ბევრი გერმანელი მოქალაქისთვის დასრულდა დასაქმების გარანტიები. ამის გამო, შროდერის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში სერიოზულმა პოლიტიკურმა განხეთქილებამ იჩინა თავი. ამგვარად, შროდერის მთავრობის პოლიტიკური მარცხი მხოლოდ დროის საკითხი იყო. 2005 წლის არჩევნების შედეგად, ქვეყნის სათავეში ანგელა მერკელის მთავრობა მოვიდა. 

 

„სტრუქტურული რეფორმები მეტად მტკივნეულია“ - განაცხადა ფრანკფურტში ჩინეთის ფინანსთა მინისტრმა, რომლის თანახმად, სწორედ ამ რეფორმებმა ჩაუყარეს საფუძველი გერმანიის ახალ ეკონომიკურ სიძლიერეს, რომელსაც ბევრი ვერაფერი დააკლო 2008 წლის გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა. დღეს გერმანია ევროპაში უდავო ეკონომიკური ლიდერია.

 

აქვე უნდა ითქვას, რომ ჩინეთში უკვე მოხდა ფისკალური სამიზნეების ლიბერალური გადახედვა, რათა საჭირო რეფორმების გატარებას მეტი თავისუფლება ჰქონდეს. მთავრობა მოსახლეობას პირდება რომ სამუშაოდან დათხოვილ მუშა-მოსამსახურეებს საკვალიფიკაციო ტრენინგები ჩაუტარდებათ. გარდა ამისა, ქვეყნის ხელმძღვანელობა აპირებს ხელი შეუწყოს კორპორატიული ვალების მასობრივ რესტრუქტურიზაციას. მთავრობა ასევე აპირებს გააძლიეროს სოციალური გარანტიები, რათა მოსახლეობამ შიდა ბაზარზე მეტი ხარჯოს, თანხების დაზოგვის ნაცვლად.  



საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია
access_time2020-11-28 23:51:10
ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ვინაიდან მომდევნო წელს ევრობასკეტს საქართველო მასპინძლობს, ჩვენი ნაკრები ამ ტურნირზე ავტომატურად მოხვდა. მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. მესამე მეოთხედში ფინეთმა მოგვიგო და ბოლო მეოთხედის წინ სიტუაცია დაძაბა.თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში ძალები მოიკრიბა, დალაგებულად ითამაშა და საბოლოოდ, 91:85...

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...

Forbes: ჯეფ ბეზოსის ეკოლოგიური ინიციატივა მწვავე კრიტიკის საგანი გახდა

Forbes: ჯეფ ბეზოსის ეკოლოგიური ინიციატივა მწვავე კრიტიკის საგანი გახდა
access_time2020-11-28 20:00:00
Amazon-ის დამაარსებელმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა ბუნებაზე ზრუნვა გადაწყვიტა და საქველმოქმედო ეკოლოგიური ფონდი Bezos Earth Fund შექმნა. ნოემბერში ფონდმა 16 ეკოლოგიური ორგანიზაცია უკვე შეარჩია, ისინი მისგან ჯამურად 1 მლრდ. დოლარს მიიღებენ. თუმცა, ამ ინიციატივას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, ძირითადად ეკოლოგიური ორგანიზაციები, რომლებსაც ბეზოსისგან არაფერი მიუღიათ. მილიარდერს 3 მიმართულებით აკრიტიკებენ: ...


მსგავსი სიახლეები

up