Bloomberg: ჩინეთის მთავრობა vs Alibaba - გაფრთხილება მეამბოხე-მილიარდერებს

Bloomberg: ჩინეთის მთავრობა vs Alibaba - გაფრთხილება მეამბოხე-მილიარდერებს

access_time2021-01-09 18:30:47

2003 წელს რუსეთში მთავრობამ ნავთობკომპანია «ЮКОС»-ს შეუტია, რაც მისი სრული განადგურებით და კომპანიის მფლობელის მიხაილ ხოდორკოვსკის თითქმის 10-წლიანი პატიმრობით დასრულდა.

 

ეს ამბავი თითქმის 2 ათწლეულის წინ მოხდა და შედარება ჩინური ინტერნეტ-გიგანტის  Alibaba-ს ირგვლივ დატრიალებულ მოვლენებთან, შესაძლოა ვინმეს უადგილოდ მოეჩვენოს,  თუმცა, რეალობაში ამ მოვლენებს შორის ბევრი მსგავსებაა.

 

მართალია, Alibaba-ს შემქმნელი ჯეკ მა არ არის ხოდორკოვსკი, მას თაღლითური პრივატიზაციის გზით სახელმწიფო რესურსები ხელში არ ჩაუგდია, ის თანამედროვე და პროგრესზე ორიენტირებულ მაღალტექნოლოგიურ კომპანიას ფლობს და არა ნავთობსაქაჩს, თუმცა, ძალიან ბევრი დამთხვევაც არის. საუბარია ორ ერთმანეთის მსგავს პოლიტიკურ სისტემაზე, რომელიც ზედმეტად თამამ და თავისუფლებისკენ მიდრეკილ მეწარმეების ვერ იტანს. ამ შემთხვევაში მათი მოთოკვა ავტორიტარული სისტემის უმთავრესი მიზანია, ხოლო ფინანსური და რეპუტაციური დანაკარგები  - მეორეხარისხოვანი საკითხია.

 

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, როდესაც ორივე შეტევა დაიწყო. 2003 წელს ხოდორკოვსკიმ პუტინი ღიად და პირადი, საჯარო შეხვედრის დროს, კორუფციაში დაადანაშაულა.  ასევე ჯეკ მას პრობლემები მას შემდეგ დაეწყო, რაც მან ერთ-ერთ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ჩინეთის საბანკო სისტემა მკაცრად გააკრიტიკა.

 

ამის საპასუხოდ, ოფიციალურმა პეკინმა Alibaba-ს შვილობილი კომპანიის, საგადამხდელო სისტემა Ant Group-ის აქციების განთავსება შანხაის და ჰონკონგის საფონდო ბირჟებზე დემონსტრაციულად ჩაშალა. პარალელურად, თითქოს შემთხვევით, ჩინეთის ანტიმონოპოლურმა სამსახურმა Alibaba-ს წინაამღდეგ გამოძიებაც დაიწყო.

 

ორივე შემთხვევაში, როგორც რუსეთში 2003 წელს, ისევე ჩინეთში, დღეს აშკარაა გაფრთხილება ბიზნესისთვის  - „ნუ თავხედობთ და ჩვენს მიერ დანერგილ თამაშის წესებს ნუ გადაუხვევთ, თორემ მწარედ ინანებთ“.

 


რუსეთისთვის  «ЮКОС»-ის საქმე გარდამტეხი გახდა - ეს 90-ანი წლების შედარებითი თავისუფლების ეპოქის დასასრულის და სახელმწიფო კონტროლის მკვეთრი გაძლიერების მაჩვენებელი იყო. ამან ინვესტორებში გაურკვევლობის და შიშის ატმოსფერო შექმნა, რომელმაც ინვესტიციების მოზიდვაზე ნეგატიურად იმოქმედა.

 

რა თქმა უნდა, ეს პარალელი არ ნიშნავს, რომ ჯეკ მა მიხაილ ხოდორკოვისკის ბედს აუცილებლად გაიზიარებს. შესაძლოა, პეკინი მის კომპანიებზე მხოლოდ ზედამხედველობის გაძლიერებით დაკმაყოფილდება, რაც, საბოლოო ჯამში, ჩინეთის ეკონომიკისთვის სასარგებლოც კი იქნება.

 

თუმცა, მის წინაამღგედ დრაკონული ზომების მიღებს ალბათობაც ნულოვანზე გაცილებით მაღალია. რა იქნება რეალურად ?- რამდენიმე თვეში დავინახავთ.

 

არც ისაა გამორიცხული, რომ შეტევა Alibaba-ზე და მის შვილობილ კომპანიაზე არავითარი პოლიტიკური აქცია არ არის, და ახლახანს შექმნილი ანტიმონოპოლური სამსახურის გადაჭარბებულ რეაქციასთან გვაქვს საქმე.

 

თუმცა, ხოდორკოვკის და ამჟამად ჯეკ მას საქმეებიდან ჩანს, რამდენად რთულია იყო გავლენიანი მილიარდერი ქვეყნებში, რომლებიც ეკონომიკურ თავისუფლებებს და პოლიტიკურ აკრძალვებს შორის ბალანსირებას ცდილობენ.

 

Alibaba-ზე შესაძლო შეტევის მიერ გამოწვეული დომინოს ეფექტი გაცილებით უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე რუსეთში «ЮКОС»-ის საჩვენებელი განადგურებით მიყენებული ზიანი - სიმდიდრის და გავლენის მიუხედავად, რუსეთში ოლიგარქები პოპულარულები არასდროს ყოფილან, განსხვავებით ჯეიკს მასგან, რომელსაც ჩინეთში ქვეყნის წინსვლის და განახლების სიმბოლოდ მიიჩნევენ.

 

შესაძლოა, პეკინში გაიაზრონ, რომ ჯეიკ მასთვის ფრთების მოჭრა და ინოვაციების შენარჩუნება შეუძლებელი იქნება. ჯეიკ მას ერთად-ერთი მაშველი რგოლი ის გარემოებაა, რომ ის არა პრობლემაა, არამედ პრობლემების გადაწყვეტის ნაწილია.

 

Bloomberg.com

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up