ჩინეთის ეკონომიკა რეცესიაში გადავიდა, ამის შესახებ Bloomberg წერს.გამოცემის ცნობით, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, 6,8%-ით დაეცა, რაც ქვეყნის ეკონომიკის რეცესიაში გადასვლაზე მიანიშნებს.
მსოფლიოში შემცირებული მოთხოვნა, ჩინეთის ეკონომიკის მთავარი მუხრუჭია. ჩინეთის ხელისუფლებამ 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის ფონზე ეკონომიკის ზრდა არ დაგეგმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinewsg.ge