ჩინეთი ახალი ეკოლოგიური პრობლემის წინაშეა, ქვეყანამ ყოველწლიურად 26 მილიონი ტონა გადაყრილი ტანსაცმელი უნდა გადაამუშავოს, რაც ეკონომიკურად წამგებიანია. ამის შესახებ Bloomberg წერს.
გამოცემის ცნობით, ჩინეთი ყოველწლიურად მხოლოდ 5 მილიარდ მაისურს აწარმოებს. დღეში 1 მილიონი ტონა ტანსაცმელი იყრება. აქედან უმეტესად იაფი და დაბალი ხარისხის პროდუქციაა. როგორც ცნობილია ატმოსფეროში გატყორცნილი მავნე ნივთიერებების 10% მოდის ინდუსტრიაზე მოდის.
ექსპერტების გათვლებით, ერთი კოლოგრამი ტანსაცმლის ხელმეორედ გადამუშავებისას ექვსი ათასი ლიტრი წყლის ეკონომიკა ხდება, და 0,3 კილოგრამი ქიმიური დანამატების. ჩინეთის პრობლემა ისაა, რომ გადაყრილი ტანსაცმლის გადამუშავება ეკონომიკურად წამგებიანია, ასევე უკვე გამოყენებულ ტანსაცმელზე მოთხოვნა არაა ჩინეთის ღარიბ რეგიონებშიც.
imedinews.ge