Bloomberg: ჩინური Didi Chuxing-ი ევროპაში Uber-ს კონკურენციას გაუწევს

Bloomberg: ჩინური Didi Chuxing-ი ევროპაში Uber-ს კონკურენციას გაუწევს

access_time2021-03-06 19:00:41

ტაქსის გამოძახების სერვისმა Didi Chuxing ჩინეთში Uber-ის ბიზნესი უკვე ჩაყლაპა და ამჯერად ამერიკულ გიგანტს ევროპაშიც შეებრძოლება. თუმცა, ევროპა მშობლიური ჩინეთი არაა და იქ, თანაბარ პირობებში და მთავრობის ხელშეწყობის გარეშე, ეს ადვილი ამოცანა არ იქნება.


2021 წლის მე-2 ნახევარში Didi Chuxing ბრიტანეთში, გერმანიაში და საფრანგეთში შესვლას გეგმავს და ამ დროისთვის ევროპაში მუშაობისთვის გუნდი უკვე დაკომპლექტებულია.


სერვისი ახალ ბაზრებს ეძებს, რადგანაც ჩინეთში მისი ზრდის ტემპები შენელდა. სადღეისოდ ის ჩინეთის გარდა კიდევ 13 ქვეყანაში, ძირითადად სამხრეთ ამერიკაში მუშაობს. 2020 წელს Didi Chuxing რუსეთში და ესტონეთში გამოჩნდა, ეს ევროპის მიმართულებით კომპანიის პირველი ნაბიჯები იყო.


თუმცა, დასავლეთ ევროპაში მას ძლიერი კონკურენცია ელის და ეს არა მხოლოდ Uber-ია, არამედ რამდენიმე ძლიერი ადგილობრივი პლატფორმა -  Gett, Ola, BlaBlaCar და ა.შ.


ანალიტიკოსების აზრით, დასავლეთ ევროპაში DidiChuxing ისეთივე წარმატებული, როგორც სამხრეთ ამერიკაშია ვერ იქნება, მას კონკურენტებთან შედარებით აშკარა უპირატესობა არ გააჩნია, ამიტომაც, პირველ ეტაპზე ზარალზე მუშაობა მოუწევს.



გარდა ამისა, ევროპაში ჩინელებს მუშაობა ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ კანონმდებლობის გამკაცრების პირობებში მოუწევთ. მაგალითად, თებერვალში Uber-მა ლონდონის სასამართლოში მძღოლების უფლებებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი წააგო, გადაწყვეტილების თანახმად, მძღოლები არა თვითდასაქმებულებად, არამედ სრულფასოვან თანამშრომლებად ჩაითვლებიან.


შესაბამისად, მათ მინიმალური ხელფასი და ანაზღაურებადი შვებულება ეკუთვნით, რაც თავისთავად, Uber-ს პრობლემებსაც უქმნის და ამავე დროს მის ბიზნეს-მოდელს და ზოგად მიდგომას სრულიად ეწინაამღდეგება.


ჩინეთში Didi Chuxing-მა Uber ბაზრიდან ჯერ კიდევ 2016 წელს განდევნა. მსოფლიოს უძვირესმა სტარტაპმა ჩინეთში მხოლოდ 3 წელი გაძლო, თუმცა, დასაწყისში ყველაფერი კარგად იყო - 2015 წლის იანვარში Uber ჩინური ბაზრის მხოლოდ 1%-ს აკონტროლებდა, სექტემბრისთვის კი მისი წილი 35%-მდე გაიზარდა.


კალიფორნიული სტარტაპის წარმატებამ ადგილობრივ მსხვილ მოთამაშეებს Didi Dache-ს და Kuaidi Dache-ს გაერთანება აიძულა. სწორედ მაშინ გაჩნდა Didi Chuxing.


პარალელურად ორ ბანაკს შორის საფასო ომი დაიწყო, რომელშიც Didi Chuxing მხარეზე Uber -ს სხვა კონკურენტები ჩაერთნენ, მალაიზიური Grab, ამერიკული Lyft და ინდური Ola.


ამის შემდეგ ჩინურმა სერვისმა Apple-სგან 1 მლრდ, ხოლო რამდნიმე სხვა ფონდისგან კიდევ 6 მლრდ. დოლარის ინვესტიცია მიიღო. შედეგად, სულ რაღაც 2 თვეში Didi Chuxing-მა ჩინეთში Uber-ის ბიზნესი 1 მლრდ. დოლარად შეისყიდა, რითაც ამერიკული გიგანტის ჩინური თავგადასავალი დასრულდა.


სადღეისოდ Didi-ს კაპიტალიზაცია 56 მლრდ. დოლარს შეადგენს. მისი მომსახურეობით 550 მლნ. ადამიანი სარგებლობს. ტაქსების გარდა, კომპანიის ბიზნესში ველოსიპედების გაქირავება და მიტანის სერვისი შედის.


bloomberg.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ



თეგები:
Uber



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up