Bloomberg: ბრიტანული ვალუტის კურსი 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა

Bloomberg: ბრიტანული ვალუტის კურსი 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა

access_time2016-02-25 12:00:12

ევროკავშირიდან გამოყოფასთან დაკავშირებით რეფერენდუმის დაანონსების შემდეგ ფუნტი ვარდნას განაგრძობს. ოთხშაბათს ფუნტი დოლარის მიმართ კიდევ ერთხელ გაუფასურდა. ერთი ფუნტის შეძენა ამჯერად $1.39-ად არის შესაძლებელი. ასეთი მაჩვენებელი 2009 წლის მარტის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. 

 

Bloomberg-ის გამოკითხვის შედეგად, 34 ეკონომისტიდან 29-მ გამოთქვა მოსაზრება, რომ ევროკავშირიდან გამოყოფის შემთხვევაში ფუნტს $1.35-ზე ნაკლები ღირებულება ექნება. ასეთი მონაცემები უკანასკნელად 1985 წელს დაფიქსირდა. „არჩევნებამდე 4 თვე არის დარჩენილი, ჩვენ კი შესაძლო შედეგების შესახებ პასუხები არ გვაქვს. თუკი ბაზარზე დაძაბულობა კვლავ შენარჩუნდება, ეს სტერლინგზე თავისთავად უარყოფითად აისახება,“ – განაცხადა HSBC Holdings-ის აშშ ვალუტის მიმართულების ხელმძღვანელმა, დარაგ მაჰერმა.

 


ფუნტის ღირებულება დილის 07:55-ზე მცირედით შეიცვალა. ტოკიოს ბირჟაზე $1.3879-ზე ვარდნის შემდეგ ბრიტანული ვალუტა $1.3932-ზე გამყარდა. ნიუ-იორკში 1 ევროს შეძენა კი 79.08 პენსად არის შესაძლებელი, რაც 2014 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გასულ კვირას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კემერონმა რეფერენდუმის ჩატარების თარიღად 23 ივნისი დაასახელა. მოგვიანებით ლონდონის მერი, ბორის ჯონსონი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის კამპანიას შეუერთდა, რასაც ფუნტის გაუფასურება მოჰყვა. ამის მთავარი მიზეზია გაურკვევლობა: როგორ მოახერხებს ევროკავშირის დატოვების შემთხვევაში საგარეო ინვესტიციებზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული ბრიტანეთი მიღებული დეფიციტის აღმოფხვრას.

 

HSBC-ის პროგნოზით, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში ფუნტი შესაძლოა 20%-ით დაეცეს. Morgan Stanley-ს ასეთივე მკაცრი შეფასება არ აქვს და მისი ვარაუდით, მიუხედავად რეფერენდუმის შედეგებისა, წლის ბოლოს ფუნტის ნიშნული $1.30 იქნება. 



გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება
access_time2020-07-13 19:01:29
„იქნებ გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ ( 3-6 თვიანი) და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება ოჯახებთან ერთად“, - ამის შესახებ ანაკლია სითის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:   „Thinking out of box- ჩვენ ვუმკლადვდებით ამ ვირუსს, ამავდროულად, სამწუხაროდ რეგიონში მძიმე მდგომარეობა არის. იქნებ შევძლოთ ამის უფრო მეტად...

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან
access_time2020-07-13 20:00:35
დღეს ფრანგები მათთვის უცნობ ტერიტორიას საფრანგეთს ითვისებენ. ყოველწლიურად ფრანგები შვებულებებში საზღვარგარეთ მიდიან, თავად საფრანგეთი კი ათობით მილიონ უცხოელ ტურისტს იღებს. ეს კი ნიშნავს, რომ მილიონობით ფრანგი ეიფელის კოშკზე არასდროს ასულა, მონბლანის მწვერვალიდან სამყაროსთვის არასდროს შეუხედია, და ნიცაში, ინგლისურ სანაპიროზე არასდროს უსეირნია.   "იყო ფრანგი - ნიშნავს სამოთხეში ცხოვრებას, რომლის მკვიდრები ფიქრობენ, რომ ჯოჯოხეთში ცხოვრობენ“ - დაწერა ერთ დროს...

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს
access_time2020-07-13 18:35:20
საზოგადოებრივი მაუწყებელი (საზმაუ)  სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მზარდი დაფინანსებით ყველაზე მდიდარი ტელევიზიაა საქართველოში. ჯამური შემოსავალი 55.9 მლნ ლარია.  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით,   ტელეკომპანიას სარეკლამო შემოსავლები 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს 1.5 მლნ ლარით შეუმცირდა, თუმცა, სარეკლამო შემოსავლების ათეულში მეშვიდე ადგილი დაიკავა . საზოგადოებრივი მაუწყებლის რეკლამა მნიშვნელოვნად 2018 წელს გაიზარდა. ამავე წლის...

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის
access_time2020-07-13 19:00:17
სასტუმრო მაგნიკა რეზორტი“ პირველი სტუმრების მისაღებად მზადაა. სასტუმრო კომპლექსი, რომელიც შეკვეთილში 10 ჰა ტერიტორიაზეა განლაგებული 40 ოთახს აერთიანებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 18 მლნ ლარია და სასტუმრო 50-მდე ადამიანს ასაქმებს.   “მაგნიკა რეზორტს” გაყიდვებისა და მარკეტინგის მომსახურებას უწევს მენეჯმენტ კომპანია HSC Group. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, წელს გამომდინარე კორონა ვირუსის პანდემიიდან, ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ შიდა ბაზარზე და...

სემეკის გაზრდილი უფლებამოსილება თუ სექტორის მონოპოლიებისგან დაცვა

სემეკის გაზრდილი უფლებამოსილება თუ სექტორის მონოპოლიებისგან დაცვა
access_time2020-07-14 10:00:15
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ახალი კანონპროექტის თანახმად შესაძლოა უფლებამოსილი გახდეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოღვაწე კომპანიებს (ოპერატორებს) 5%-ზე უფრო მეტი წილის/აქციების გასხვისება აუკრძალოს. ამ ცვლილების ავტორი ეკონომიკის სამინისტრო და სემეკი არიან, ხოლო პარლამენტში მისი ინიციატორი კი მთავრობაა, რომელიც პარლამენტს ახალი ნორმების დაჩქარებული წესით დამტკიცებას სთხოვს.   განმარტებით ბარათში...


მსგავსი სიახლეები

up