Bloomberg: „Brexit-ი ევროზონის გარეთ დარჩენილი ქვეყნების განვითარებას შეაფერხებს"

Bloomberg: „Brexit-ი ევროზონის გარეთ დარჩენილი ქვეყნების განვითარებას შეაფერხებს"

access_time2017-02-28 21:00:17

 

ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას, ანუ როგორც მას უწოდებენ, Brexit შეუძლია კიდევ უფრო მეტად ხელი შეუწყოს ასე ვთქვათ, ორ-სიჩქარიანი ევროპული ბლოკის წარმოჩენას, რაც თავის მხრივ, ალბათ, შეაფერხებს აღმოსავლეთ ევროპული წევრი-ქვეყნების განვითარებას ევროზონის გარეთ რომ რჩებიან. ასეთი არასახარბიელო პერსპექტივა შეიცავს სოციალური უკმაყოფილების ტალღის აგორების საფრთხეს. ამ აზრისაა უნგრეთის ეკონომიკის მინისტრი მიხალი ვარგა, რომლის ნათქვამი მოჰყავს ინტერნეტ-გამოცემა Bloomberg-ს - ზოლტან სიმონისა და მარტინ ედერის სტატიაში.

 


"ერთიანი ვალუტის ზონა შესაძლოა, გამყოფი ხაზი გახდეს ევროპული სახელმწიფოებისთვის. ამის შესახებ განაცხადა უნგრეთის ეკონომიკის მინისტრმა. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე უნგრეთი არ იქნება დაინტერესებული შეუერთდეს ევროზონას. Brexit-ის შედეგად, ბრიტანეთს როგორც ჩანს, დაუწესებენ ვაჭრობაში ტარიფებსა და ბარიერებს, ეს კი თავის მხრივ, უნგრეთს შეუმცირებს ეკონომიკურ ზრდას, წინასწარი ვარაუდით, 0.4 პროცენტით შემდგომი სამი წლის განმავლობაში" - დასძენს მიხალი ვარგა და აქვე უმატებს:

 

"გამომდინარე იქიდან, რომ ბრიტანეთი დატოვებს ევროკავშირს, გავლენას მოიმატებენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ორ-სიჩქარიან ევროპას ემხრობიან. მთავარი ყურადღება მიექცევა იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროზონაში არიან და შედარებით ნაკლები - ევროზონის გარეთ დარჩენილებს. ამგვარად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს სხვაობა განვითარებაში ერთი მხრივ ევროკავშირის მოწინავე და მეორე მხრივ, მათგან ჩამორჩენილ ქვეყნებს შორის. ცხადია, ევროპის ასეთი მომავალი საფრთხის შემცველია შესაძლო სოციალური არეულობის მხრივ" - ამბობს უნგრელი მინისტრი.

 

როგორც ცნობილია, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დატოვებს ევროკავშირს და საამისოდ, მარტში დაიწყებს მოლაპარაკების პროცესს 28 წევრიან სავაჭრო ბლოკთან. ტერეზა მეის თქმით, ევროკავშირის რიგების დატოვებით, ბრიტანეთს საშუალება მიეცემა დამოუკიდებლად აწარმოოს საკუთარი კანონ-შემოქმედება, მათ შორის - თვითონ შეიმუშაოს საიმიგრაციო პოლიტიკა.

 

არაა გასაკვირი, რომ შექმნილ ვითარებაში, ევროკავშირი აპირებს მკაცრი პოზიცია დაიკავოს ბრიტანეთთან მოლაპარაკებისას, რათა Brexit-ის მსგავსი სურვილი მომავალში ევრობლოკის სხვა რომელიმე ქვეყანას არ გაუჩნდეს. ამ დღეებში, ავსტრიის კანცლერმა ქრისტიან ქერნმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დატოვებისას, ბრიტანეთს 60 მილიარდი ევროს გადახდა დაეკისრება" - ნათქვამია სტატიაში.

 


"უნგრეთის ეკონომიკა რა თქმა უნდა იზარალებს, ამბობს ეკონომიკის მინისტრი მიხალი ვარგა, რომელიც მიუთითებს საგარეო ვაჭრობის დადებით ბალანსზე. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ქვეყნის ექსპორტის 78 პროცენტი ევროკავშირში მიედინება.

 

როგორც ჩანს, ვაჭრობაში ტარიფების დაწესება უკვე გარდუვალი ხდება. ევროკავშირის მთავარ ინტერესს წარმოადგენს პრიორიტეტული და შეღავათიანი ვაჭრობის შენარჩუნება ევროპის ეკონომიკური ბლოკის შიგნით. ბუნებრივია, რომ ასეთი პოლიტიკა ვერ გავრცელდება ქვეყანაზე, რომელიც ევროკავშირს დატოვებს რამეთუ საამისოდ არავითარი საფუძველი აღარ რჩება" - დასძინა უნგრელმა მინისტრმა, რომლის სიტყვით, ბრიტანეთის წასვლით, უნგრეთი კარგავს მთავარ მოკავშირეს ევროპის ბლოკში.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანეთს დიდძალი თანხები შეჰქონდა ევროკავშირის საერთო ბიუჯეტში. გარდა ამისა, ბრიტანეთი ყველანაირად მხარში ედგა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომელთა ეკონომიკური წინსვლა სურდა ლონდონს, რათა ხსენებულ ქვეყნებში ცხოვრების სტანდარტები რამდენადმე გათანაბრებულიყო დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებთან.

 

მყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით, უნგრეთის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენს 68 პროცენტს ევროკავშირის საშუალო ეკონომიკური მაჩვენებლის მიმართ. ესაა "ევროსტატის" ბოლო მონაცემები, რომელთა თანახმად, 2004 წლიდან, როცა უნგრეთი შეუერთდა ევროკავშირს, ქვეყნის ეკონომიკა 61 პროცენტით გაიზარდა.

 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროზონაში შესვლის დაყოვნებას იმით ხსნის, რომ ევროს კრიზისის დაწყებიდან განსაკუთრებით იჩინა თავი ეკონომიკურ განვითარებაში სხვაობამ დასავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. ეს უკანასკნელნი სერიოზულად ჩამორჩებიან ევროზონაში შემავალ დასავლურ ქვეყნებს.

 

ყოფილი კომუნისტური ქვეყნები - ბალტიისპირეთი, სლოვაკეთი და სლოვენია უნგრეთის მსგავსად გაწევრიანდნენ ევროკავშირში. თუმცა, განსხვავებით უნგრეთისგან, მათ შემოიღეს ევროვალუტა. უნგრეთის გარდა, ევროზონის გარეთ ყოფნა ირჩიეს პოლონეთმა და ჩეხეთმა, რათა შეენარჩუნებინათ დამოუკიდებლობა მონეტარული პოლიტიკის გატარებაში.

 

როგორც უნგრეთის ეკონომიკის მინისტრი ამბობს, ახალი თამაში იწყება და ამ თამაშში უნგრეთის ეკონომიკური კონვერგენცია დადგა სერიოზული გამოწვევების წინაშე" - რითაც სრულდება ინტერნეტ-გამოცემა Bloomberg-ში გამოქვეყნებული სტატია.

 

 

 

ავტორი: საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი



„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას“

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს  მოძრაობას“
access_time2020-01-18 17:00:42
„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე...

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა
access_time2020-01-18 16:00:28
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში 275.8 ათასი ლარის საწვავი დახარჯა, მათ შორის 16.3 ათასი ლარი მერის წარმომადგენლების ავტომანქანებისთვის საწვავზე გაწეულმა ხარჯმა...

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა
access_time2020-01-18 15:00:57
ის­ტო­რია ინა­ხავს გე­ნი­ა­ლუ­რი მხატ­ვრე­ბის და მათი შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბებს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბები რჩე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბი თა­ო­ბებს შე­მო­უ­ნა­ხეს. თე­ლა­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის, ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმეტესი ნა­წი­ლის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი. პრო­ფე­სი­ით ექიმ­მა-კოს­მე­ტო­ლოგ­მა, რომ­ლის ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი გა­ტა­ცე­ბა ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბის...

ტოპ 5 გლობალური რისკი, რომელსაც 2020 წელს უნდა ველოდოთ

ტოპ 5 გლობალური რისკი, რომელსაც 2020 წელს უნდა ველოდოთ
access_time2020-01-18 13:00:19
World Economic Forum ყოველი ახალი წლის იანვარში სამომავლო რისკების ანგარიშს წარადგენს ხოლმე. წელს ისე მოხდა, რომ გლობალური რისკების ტოპ 5-ივე ადგილი გარემოს თემატიკამ შეავსო. მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის პრეზიდენტმა ბურჯ ბრენდემ თქვა: ”პოლიტიკური ლანდშაფტი პოლარიზებულია, ზღვის დონე იზრდება, კლიმატის ცვლილების შედეგად კი მომრავლდა ხანძრები. ეს არის წელი, როდესაც მსოფლიო ლიდერებმა უნდა იმუშაონ საზოგადოების ყველა სექტორთან, რათა გააძლიერონ თანამშრომლობის სისტემები, არა მხოლოდ მოკლევადიანი...

რა ინფორმაციას ინახავს თვითმფრინავის „შავი ყუთი“ და ვინ და როგორ შიფრავს მას?

რა ინფორმაციას ინახავს თვითმფრინავის „შავი ყუთი“ და ვინ და როგორ შიფრავს მას?
access_time2020-01-18 12:00:04
თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული ავიალაინერის შავი ყუთის გაშიფრვა გრძელდება. Boeing 737-800-ზე თავდასხმის საქმის გამოძიებაში ყველა ის ქვეყანა მონაწილეობს, რომლის მოქალაქეებიც 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. ეგრეთ წოდებული შავი ყუთების გაშიფრვას ირანელი და უკრაინელი ექსპერტები ცდილობენ. ორივე ბორტჩამწერი ძლიერად არის დაზიანებული. ამიტომ, თუ მათზე ჩაწერილი ინფორმაციის წაკითხვა ვერ მოხერხდა, შესაძლოა ირანს შავი ყუთების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგზავნა მოუწიოს. მაგალითად, კანადასა და...


მსგავსი სიახლეები

up