Bloomberg: ბრაზილია რიოს ოლიმპიადის ბილეთების გაყიდვას ვერ ახერხებს

Bloomberg: ბრაზილია რიოს ოლიმპიადის ბილეთების გაყიდვას ვერ ახერხებს

person access_time2016-06-23 09:03:15

ბრაზილიის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, რიო-დე-ჟანეიროში დაგეგმილ ოლიმპიადაზე 350,000-დან 500,000 ტურისტის ჩასვლაა მოსალოდნელი. თუმცა სტატისტიკა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სულ სხვა შედეგებს იძლევა. ორწლიანი რეცესია, მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და ზიკას ვირუსი - აღნიშნულმა პრობლემებმა ტურისტების ენთუზიაზმზე ცუდი გავლენა იქონია. ამერიკული ავიახაზებით ბრაზილიაში განხორციელებული ფრენები პირველ კვარტალში შემცირებულია, გასულ წელთან შედარებით კი მონაცემები საერთოდ 39%-იან ვარდნას აჩვენებს.

 

რიოში მცხოვრები მაკლერის, ალექს კაპლანის მიხედვით, 2014 წელს ბრაზილიაში ჩატარებულ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე სასტუმრო ინდუსტრიაზე უფრო მაღალი მოთხოვნა იყო. „მსოფლიო ჩემპიონატისთვის გაცილებით მეტი ბინა მქონდა გაქირავებული,“ – აღნიშნა კაპლანმა. საპირისპიროდ, ბრაზილიის ტურიზმის განვითარების სააგენტომ Bloomberg-ისთვის მიწერილ e-mail-ში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბრაზილია აგვისტოსა და სექტემბერში დამატებით 350,000-500,000 ტურისტს მიიღებს, რაც ჯამში 1.1 მილიონ უცხოელ ტურისტს ნიშნავს. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი ბრაზილიის 12 ქალაქში ტარდებოდა, ოლიმპიადა კი მხოლოდ რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება. ამასთან, არსებობს შემდეგი ტენდენცია: ოლიმპიადაზე დამსწრე ტურისტები იმ ქვეყნებიდან ჩადიან, რომლებიც მასპინძელი ქვეყნიდან გეოგრაფიულად უფრო ახლოს მდებარეობს. და კიდევ ერთი გარემოება: ზიკას ვირუსი მსოფლიო ჩემპიონატს არ შეხებია. ბრაზილიის მთავრობა აკეთებს მაქსიმუმს, რათა გაფანტოს ეჭვები ოლიმპიადის ფარგლებში ზიკას ვირუსის გავრცელების შესახებ. 10 ივნისს მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 20–გვერდიანი პრეზენტაცია, რომელიც ზიკას გავრცელების მინიმალური ალბათობის შესახებ საუბრობდა. 



ამავე დღეს სპორტის მინისტრმა, ლეონადრო პიკიანიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში პრევენციული ზომები გატარდა, რასაც სამხრეთ-ამერიკაში დამდგარმა ზამთრის პერიოდმაც შეუწყო ხელი. მაისის მონაცემებით ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრები ბილეთების მხოლოდ 67%-ია გაყიდული. თუმცა რიო 2016-ის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ამაში „დამნაშავე“ ბრაზილიური კულტურაა, რომლის მიხედვითაც ბრაზილიელებს საქმის გადადება ბოლო წამისთვის ახასიათებთ.


 




დავის მედიატორის მიმართვა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციისა და გაფიცული დასაქმებულებისადმი

დავის მედიატორის მიმართვა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციისა და გაფიცული დასაქმებულებისადმი
access_time2019-05-19 21:53:45
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც „ჯორჯიან მანგანეზი“ პასუხობს დავის მედიატორის მიმართვას. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კომპანია მზადაა, დასაქმებულებთან მოლაპარაკება აწარმოოს.   2019 წლის 18 მაისს, შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასა და გაფიცულ დასაქმებულებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დანიშნულმა მედიატორმა მიმართა, კანონით სავალდებულო...

გია ხუხაშვილი - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია

გია ხუხაშვილი - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია
access_time2019-05-19 19:30:25
ეს ხომ მარაზმია, ამ ორ პოლუსიან შულერულ თამაშს გვაყურებინებენ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა და დღევანდელი საარჩევნო პროცესი შეაფასა ხუხაშვილის თქმით, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია. „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოიგებს ამ არჩევნებს ზუდიდში?! სახელმწიფო ყველა შემთხვევაში წაგებულია. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რამე უბედურება არ...

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
access_time2019-05-19 18:00:09
წამყვანი კომპანიების ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების შემთხვევებმა 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია PwC-ის კვლევაში -...

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს
access_time2019-05-19 09:00:18
მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში იმართება. დღეს მერებს აირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში. მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია. მარნეულში მერობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ელენე გაბინაშვილი; “ევროპული საქართველო...

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?
access_time2019-05-19 16:00:34
წლიურად გლობალური საერთაშორისო ვაჭრობა 18 ტრილიონ დოლარს აღწევს, ტურისტების რაოდენობა მილიარდ მოგზაურზე მეტია, რომლებიც ტრილიონ დოლარზე მეტს ხარჯავენ. ეს ყველაფერი შეუძლებელი...


მსგავსი სიახლეები

up