Bloomberg: ბორის ჯონსონი არ აპირებს შეასრულოს Brexit-ზე დედოფლის ხელმოწერილი კანონი

Bloomberg: ბორის ჯონსონი არ აპირებს შეასრულოს Brexit-ზე დედოფლის ხელმოწერილი კანონი

access_time2019-09-15 18:30:22

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი გეგმავს არ შეასრულოს დედოფალ ელისაბედ მეორის მიერ ხელმოწერილი კანონი, რომელიც ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვებას (ხისტი Brexit-ი) კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ბრიტანელ მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.


გამოცემის ცნობით, ევროკომისიის ხელმძღვანელთან ჟან-კლოდ იუნკერთან დაგეგმილ მოლაპარაკებებზე, რომელიც 16 სექტემბერს გაიმართება, ჯონსონი ევროკავშირის დატოვების პროცესის გადაწევას არ მოითხოვს, ხოლო თუ ასეთი შეთავაზება ევროკავშირის რომელიმე წევრი ქვეყნისგან იქნება, ჯონსონი მას უარით უპასუხებს.


Bloomberg-ის ინფორმაციით, ჯონსონი ასევე აპირებს იბრძოლოს სასამართლოში 31 ოქტომბერს ხისტი Brexit-ის დაწყების შესახებ.


დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ხისტი Brexit-ის წინააღმდეგ ლორდთა პალატის მიერ მიღებულ კანონპროექტს ხელი 9 სექტემბერს მოაწერა.


6 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის ზედა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ბრიუსელთან შეთანხმების მიღწევის გარეშე 31 ოქტომბერს ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას კრძალავს. კანონის თანახმად, დიდი ბრიტანეთის მთავრობა უნდა შეეცადოს ევროკავშირთან ახალი შეთანხმების მიღწევას ევროსაბჭოს სხდომაზე, რომელიც 18 ოქტომბერს გაიმართება.


5 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მხარი არ დაუჭირა. პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ მოითხოვა, რაც ბრიტანელმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომლის თანახმად დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე ვერ დატოვებს.



10 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მუშაობა შეაჩერა.


11 სექტემბერს შოტლანდიის უმაღლესმა სამოქალაქო სასამართლომ პარლამენტის მუშაობის შეჩერება უკანონოდ ცნო.


Reuters-ის ცნობით, ანალოგიური სარჩელი ლონდონის უზენაეს სასამართლოშიც არის შეტანილი. მას 17 სექტემბერს განიხილავენ.


დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მუშაობა 10 სექტემბერს შეაჩერა. შესაბამისი თხოვნით მთავრობამ დედოფალს 28 აგვისტოს მიმართა. ამის საბაბად პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა მთავრობის ახალი პროგრამის მომზადების პროცედურა დაასახელა. ჯონსონის გადაწყვეტილებამ ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან დეპუტატები Brexit-ის პროცესში სრულყოფილ მონაწილეობას ვერ მიიღებენ.


ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.


Brexit-მა ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რის გამოც პრემიერმინისტრი ტერეზა მეი გადადგა.


გადის თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან, ამის შესახებ ვრცელი სტატია წაიკითხეთ ამ ბმულზე.



imedinewss






„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up