Bloomberg Billionaires Index:  ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 275 მლნ დოლარით გაიზარდა

Bloomberg Billionaires Index: ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 275 მლნ დოლარით გაიზარდა

access_time2017-10-27 11:41:10

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი ბოლო 1 წლის მონაცემებით, 275 მილიონი დოლარით გაიზარდა.


Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემების თანახმად, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ქონება 5,72 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.


გამოცემას მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი ბიზნესმენთან დაკავშირებით, სადაც ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.



აღნიშნული ინფორმაცია ბლუმბერგის სტატისტიკაშია მოყვანილი, სადაც პლანეტის 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიაა გამოქვეყნებული. სიაში პირველ ადგილს ბილ გეითსი $88.0 მილიარდი აშშ დოლარით იკავებს, რომელსაც ჯეფ ბეზოსი (83.5 მლრდ), უორენ  ბაფეტი (81.2 მლრდ), ამანსიო ორტეგა (77.3მლრდ) და მარკ ცუკერბერგი (72.4მლრდ) მოჰყვებიან.



ipn.ge



საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...

ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანია და მათი მფლობელები

ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანია და მათი მფლობელები
access_time2021-06-14 15:30:31
„კავკასიის ავტოიმპორტი“, „ბეთლაივი“, „ავიატორი“, „სოკარ ჯორჯია გაზი“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, ეს იმ კომპანიების ნაწილია, რომელთაც 2021 წლის I კვარტალში ყველაზე დიდი ბრუნვა ჰქონდათ.   „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას, ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე ტოპ-10 კომპანიის შესახებ:   შპს კავკასიის ავტოიმპორტი - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up