Bloomberg: აზერბაიჯანული გაზი ევროპაში მიდის

Bloomberg: აზერბაიჯანული გაზი ევროპაში მიდის

access_time2020-10-14 20:00:53

ბრიტანულმა კომპანია BP-მა პარტნიორებთან ერთად აზერბაიჯანიდან სამხრეთ ევროპაში ახალი გაზსადენის მშენებლობა დაასრულა.

 

 

878-კილომეტრიანი ტრანსადრიატიკული გაზსადენი TAP მშენებლობის დაწყებიდან 4,5 წელიწადში ფაქტიურად დასრულებულია.

 

 

ამჟამად პარტნიორები მილსადენის კომერციულ გაშვებაზე მუშაობენ და მყიდველებს ახალ სიმძლავრეებს სთავაზობენ.

 

 

ახალი მარშრუტით 8 მლრდ. კუბური მეტრი გაზი იტალიაში, ხოლო1 მლრდ. საბერძნეთში და ბულგარეთში წავა.

 

 

TAP ევროსის რეგიონის სოფელ კიპისთან, თურქულ-ბერძნულ საზღვარზე ტრანსანატოლიურ გაზსადენს უერთდება. შემდეგ მილი ჩრდილოეთ საბერძნეთს გაივლის, ალბანეთს და ადრიატიკულ ზღვას კვეთს, სამხრეთ იტალიაში ნაპირზე გამოდის და იქ  ქვეყნის გაზმომარაგების სისტემას უერთდება.


 

 

მშენებლობის დასრულება მნიშვნელოვანი ეტაპია ევროკავშირისთვის. გაზსადენი კასპიური გაზით აზერბაიჯანში გაივსება, შემდეგ კი თურქეთის გავლით მიდის იტალიაში.

 

 

ეს კი ევროპის გაზმომარაგების წყაროების დივერსიფიცირების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელსაც სხვა პროექტების მოჰყვება. ბალტიური მილსადენი ნორვეგიიდან პოლონეთში და თხევადი გაზის ახალი ტერმინალების ევროპის სანაპიროზე.

 

 

ბრიტანული ნავთობგიგანტის პარტნიორები პროექტში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია  (SOCAR), იტალიის გაზსადენების ოპერატორი Snam SpA, ბელგიური Fluxys და ესპანური  Enagas SA არიან.

 

 

Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსი ელჩინ მამედოვის თქმით, ევროპაში გაზის ახალი ნაკადების გაჩენის სრული ეფექტი ცხადი გახდება იმის შემდეგ, რაც მილსადენი სრულ სიმძლავრეზე გავა.

 

 

როგორც წესი, ამას გაზსადენის ამუშავებიდან საშუალოდ 6 თვე სჭირდება, თუმცა ამ შემთხვევაში მეტი დრო იქნება საჭირო, რადგანაც გაზის ჭარბი რაოდენობა პანდემიის მიერ გამოწვეული მოხმარების შემცირების ფონზე, აზერბაიჯანულ გაზზე მოთხოვნის ზრდას აფერხებს.

 

 

ჰოლანდიური ენერგეტიკული კომპანიის Eneco-ს ანალიტიკოსის თქმით, აზერბაიჯანიდან სამხრეთ ევროპაში გაზის მიწოდებისგან ეფექტი შთამბეჭდავი იქნება.



მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up