BLOOMBERG: აშშ-მა საქართველოს ჩრდილოვან ბოსს პასუხი უნდა მოსთხოვოს

BLOOMBERG: აშშ-მა საქართველოს ჩრდილოვან ბოსს პასუხი უნდა მოსთხოვოს

access_time2020-02-05 14:00:26

აშშ-მა საქართველოს ჩრდილოვან ბოსს პასუხი უნდა მოსთხოვოს - ამ სახელწოდების სტატია საქართველოსა და არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის, შესახებ ამერიკულ გამოცემა Bloomberg-ში 4 თებერვალს გამოქვეყნდა.


სტატიაში ავტორი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ყურადღება უნდა მიაქციოს საქართველოში შექმნილ ვითარებას, რომელიც ავტორისვე შეფასებით, ავტორიტარიზმისკენ დაჩქარებული სვლაა.


ამასთან აღნიშნულია, რომ კონგრესმენების წერილები პრემიერმინისტრ გახარიასადმი აძლიერებს ილუზიას, რომ გიორგი გახარია მართლაც აკონტროლებს ქვეყანაში სიტუაციას და სწორედ ამიტომ, კონგრესმენებმა და სენატორებმა თავიანთი წუხილები და შეშფოთებები პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს უნდა გაუზიარონ.


ამასთან, სტატიის ავტორის, ელი ლეიქის, თქმით, ბიძინა ივანიშვილის, დაახლოებით, $5-მილიარდიანი ქონება, რომელიც დასავლეთშია დაბანდებული, აშშ-ის მხრიდან მკაცრ კონტროლს უნდა დაექვემდებაროს.


წაიკითხეთ წერილი სრულად:


იდეალურ სამყაროში აშშ-ის პრეზიდენტი რამდენიმე წუთს გამონახავდა იმისთვის, რომ გამოეხატა თავისი შეშფოთება საქართველოს ავტორიტარიზმისკენ დაჩქარებული სვლის შესახებ, რომელიც წარსულში დასავლეთის მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო.



ცხადია, არც მსოფლიო და არც აშშ-ის პრეზიდენტი იდეალური არ არის. ამიტომაც, ამ წუთისთვის ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია კონგრესისთვისაა დატოვებული. ბოლო ორ თვეში საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, აშშ-ის კანონმდებლებისგან სამი წერილი მიიღო, სადაც გამოხატული იყო წუხილები მისი პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და საარჩევნო სისტემის შეცვლის დაპირების უკან წაღების გამო. ცნობები იმის შესახებ, რომ გახარია მიზნად ისახავს, საქართველოს უზენაესი სასამართლო ჯიბეში ჩაისვას ახალი მოსამართლეების გადავსებით, რომლებიც მისი პარტიის სასარგებლოდ მიიღებენ გადაწყვეტილებებს, ასევე იქცევს იმ კანონმდებლების ყურადღებას, რომლებიც დეკემბერში აშშ-ში საქართველოს ოპოზიციური ლიდერების დელეგაციის წევრებს შეხვდნენ, რომლებმაც მათ მოუწოდეს, მკაცრად გაეპროტესტებინათ მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები.


ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი წერილი სენატორებისგან, ჯეიმს რიშისა და ჯინ შაჰინისგან, გამოიგზავნა, რომლებიც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარე და დემოკრატი წევრი არიან. მათ გასულ კვირას დაწერეს, რომ ოპოზიციური ლიდერების პოლიტიკური ნიშნით მიზანში ამოღება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის კიდევ უფრო ღრმა მტკიცებულებაა. მიზანში ამოღებამ ახალი ფორმები შეიძინა. ოპოზიციის ზოგიერთ წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ მმართველი გუნდისადმი ლოიალურად განწყობილი ტიტუშკები - სტანდარტული რამ ფსევდო-რესპუბლიკებისა და პოლიციური სახელმწიფოებისთვის. ამასთან, რამდენიმე მოსამართლემ წლების წინანდელი საქმეები განაახლა ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ, მაგალითად, როგორიცაა პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, გიგა ბოკერია.


ეს არის ის ნამდვილი საფრთხეები, რაც საქართველოს დემოკრატიას ემუქრება. თუმცა, ამ წუთას ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოსთვის მისი ყველაზე მდიდარი მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ქვეყნის დე-ფაქტო მმართველია. მან დააარსა და ხელმძღვანელობს მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას. და გახარიას თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნა მის სურვილზეა დამოკიდებული.


სანამ პრემიერმინისტრი გახდებოდა, გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, რომელმაც გასცა იმ ქართველების ძალადობრივად დაშლის ბრძანება, რომლებიც ქართული სუვერენიტეტის სიმბოლურ შეურაცხყოფას აპროტესტებდნენ: მმართველმა გუნდმა რუსეთის დუმის წევრები თბილისში საპარლამენტო დიალოგზე მოიწვია. 2008 წლის შემდეგ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აქვს ოკუპუპირებული. ეს ქართველებისთვის გასაგები მტკივნეული წერტილია. პროტესტის შემდეგ მმართველი გუნდი რეფორმების სერიას დათანხმდა, თუმცა სექტემბერში გახარიას დანიშვნით ეს პირობები არ შესრულდა.


გახარიას დანიშვნა არსებული კრიზისის მნიშვნელოვანი სიმბოლოა. განსხვავებით საქართველოს პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილისა, ის თითქმის არ ყოფილა ქვეყანაში ბოლო პერიოდის გამოკლებით. მან თავისი რუსული მოქალაქეობა მხოლოდ 2013 წელს დათმო, თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ, რაც საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.


ამ ფაქტორების ფონზე, კონგრესი და ტრამპის ადმინისტრაცია უფრო ეფექტურები იქნებოდნენ, თავიანთი წუხილები პირდაპირ ივანიშვილისთვის რომ გაეზიარებინათ. კონგრესის აპარატის წევრმა, რომელიც საქართველოს პოლიტიკაზე მუშაობს, მითხრა, რომ კონგრესის წევრები, როგორც წესი, ოფიციალურ მიმართვებს არ წერენ კერძო პირებს.


ჩვეულებრივ, ეს ჭკვიანური პრაქტიკაა. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, ეს აძლიერებს ილუზიას, რომ გახარია მართლაც აკონტროლებს ქვეყანაში სიტუაციას, განსხვავებით ივანიშვილისგან. დღეს ივანიშვილი თავისუფალ რბოლაშია. მას შეუძლია სცენის მიღმიდან მოქაჩოს ძაფები ისე, რომ არ მოუწიოს პასუხისმგებლობის აღება ქართველი ამომრჩევლებისა, თუ ქვეყნის მნიშვნელოვანი დასავლელი მოკავშირეებისგან.


როგორც გასულ წელს ვწერდი, აშშ-მ უნდა განიხილოს იმ შესაძლებლობის წამოწევა, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილი და მისი, დაახლოებით, $5 მილიარდის ქონება, რომლის ნაწილიც აშშ-შია ინვერსტირებული, მკაცრ შემოწმებას დაექვემდებარება, თუ მისი პარტია ავტორიტარიზმისკენ სვლას გააგრძელებს. მაშინაც კი თუ ეს ნაბიჯი ჯერ კიდევ შორსაა მოცემული მომენტისთვის, დიდი ხანია, მოსულია ის დრო, რომ საქართველოში ძალაუფლების რეალურ გამთამაშებელს პასუხისმგებლობა დაეკისროს მისი მინიონების მოქმედებების გამო.


tabula.ge


თეგები:
BLOOMBERG



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up