აშშ–ის ეკონომიკის ზრდა მიმდინარე წელს ჩინეთის ეკონომიკის განვითარების ტემპს 1976 წლის შემდეგ პირველად გაუსწრებს, მიაჩნიათ Bloomberg-ის მიერ გამოკითხულ ეკონომისტებს.
ჩინეთში კარანტინი ნიშნავს, რომ ქვეყანა თავისი ეკონომიკური ზრდით რისკავს, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში პირველად ჩამორჩეს აშშ–ს, რამაც შეიძლება პოლიტიკური როლების შეცვლამდე მიგვიყვანოს, აღნიშნავს გამოცემა. მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა მხოლოდ 2%–ით გაიზრდება მიმდინარე წელს, აშშ–ში კი ეკონომიკის 2,8%–იან ზრდას პროგნოზირებენ.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ მთელი ძალებით ებრძვის ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს, დასაქმებისა და სამომხმარებლო ხარჯების ზრდის შედეგად ეკონომიკური ზრდა დაჩქარდა. ჩინეთის ეკონომიკის ზრდას კი კორონავირუსის მორიგი აფეთქება აფერხებს. აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე განაცხადა, რომ ჩინეთს ეკონომიკური ზრდის ტემპით გაუსწრო.