Bloomberg: ამერიკულ-ჩინური სავაჭრო ომი აზარალებს რუსეთს

Bloomberg: ამერიკულ-ჩინური სავაჭრო ომი აზარალებს რუსეთს

access_time2019-08-12 20:00:00


კრემლის იმედები, რომ არამდგრადი რუსული ეკონომიკა წლის მეორე ნახევარში დააჩქარებს ზრდას, არარეალისტური აღმოჩნდა ნედლეულზე საერთაშორისო მოთხოვნის შემცირების ფონზე, რომელიც გახდა ამერიკულ-ჩინური სავაჭრო ომის შედეგი.


მაისში რუსული ექსპორტი, რომლის ძირითადი ნაწილი მოდის სწორედ ნედლეულზე - ნავთობ-გაზით დაწყებული მეტალურგურიული პროდუქციით დამთავრებული - შემცირდა 14%-ით, ხოლო ივლისში რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა მაქსიმ ორეშკინმა განაცხადა, რომ ნახშირის ექსპორტი მკვეთრად დაეცა - ქვეყანა არის ამ საქონლის უმსხვილესი ექსპორტიორი მსოფლიოში და რუსეთი ძალზე დამოკიდებულია ნახშირის და სხვა ენერგომატარებლების გაყიდვიდან მიღებულ ვალუტაზე.


„სავაჭრო ომები და უკუსვლა გლობალიზაციაში - აი რა დაარტყამს მსოფლიო ეკონომიკას ყველაზე მეტად. შესაბამისად, ეს ნეგატიურად აისახება მრეწველობის დინამიკაზე და ნედლეულის ფასებზე. რა თქმა უნდა, ეს ჩვენც შეგვეხება,“ - განაცხადა მინისტრმა.


დონალდ ტრამპის ომი ჩინეთთან უკვე დაეტყო მსოფლიო ეკონომიკას და გამოაცალა საყრდენი რუსეთის ეკონომიკას სწორედ იმ დროს, როდესაც მოსკოვმა გადაწყვიტა ზრდის წახალისება სახელმწიფო ხარჯების მეშვეობით. მთავრობამ აუცილებლად უნდა შეასრულოს დანაპირები, რადგანაც მოსახლეობის რეალური შემოსავლების კლებამ ძალზე ნეგატიურად იმოქმედა ვლადიმერ პუტინის რეიტინგზე და ხელი შეუწყო საპროტესტო აქციების ზრდას.


2019 წლის იანვარ-მარტში რუსეთის ეკონომიკა გაიზარდა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 0,8%-ით.



„რუსეთის ეკონომიკა გაიზარდა მხოლოდ 0,8%-ით, თუმცა, ზრდა შეიძლებოდა ნაკლებიც ყოფილიყო. ძირითადი ინდექსები გვიჩვენებენ, რომ რუსეთის ეკონომიკა იმყოფება რეცესიაში,“ - ამბობს ახალი ეკონომიკის სკოლის დირექტორი ოლეგ შიბანოვი.


გეგმის მიხედვით, რუსეთის მთავრობამ უნდა დაიწყოს 400 მლრდ. დოლარის ხარჯვა ინფრასტრუქტურაში და ეს ხელს შეუწყობდა ეკონომიკურ ზრდას თუნდაც 2019 წლის მეორე ნახევარში, თუმცა, ექსპერტების აზრით, ამ ზომების ეფექტი იქნება შეზღუდული.


პროგრამა - სახელად „ეროვნული პროექტები“, არის პუტინის კამპანიის ნაწილი, რომლიც მიზანიცაა მშპ-ს 50%-ანი ზრდა 2030-ანი წლებისთვის.


ჩინეთ-აშშ-ს სავაჭრო ომი იწვევს პირველ რიგში ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შემცირებას, ამერიკული ბაზრის დაკარგვის შემთხვევაში ჩინეთის მრეწველობაც შემცირდება, შესაბამისად, მას არ დასჭირდება იმდენი ნავთობი, გაზი, ნახშირი, რკინა, ალუმინი და ა.შ. რამდენიც სჭირდებოდა აქამდე. თავისთავად, ეს პირდაპირ ურტყამს ნედლეულის ექსპორტზე გათვლილ რუსეთის ეკონომიკას.


ამას ემატება სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც უკრძალავს ამერიკელ ინვესტორებს რუსული სახაზინო ქაღალდების შეძენას, განსაკუთრებით, თუ ისინი დენომინირებულია არა რუბლებში, არამედ უცხოურ ვალუტაში, მაგალითად, დოლარებში. ეს კიდევ უფრო შეზღუდავს რუსეთის წვდომას დასავლურ ფონდებთან, რომლებიც საჭიროა რუსეთის ეკონომიკის ზრდის დაჩქარებისთვის - მიიჩნევს საერთაშორისო სააგენტო Moody's Investors Service.


საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეამცირა რუსეთის ეკონომიკის ზრდა და დაითვალა, რომ სანქციების გამო რუსეთი ყოველწლიურად კარგავს ზრდის 0,2%-ს.


ივლისში ფონდმა 2019 წელს გლობალური ეკონომიკის ზრდა 3,2%-მდე შეამცირა, ზოლო 3,5%-მდე - 2020 წელში - ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2009 წლის შემდეგ.


„როდესაც ჩინეთის პერსპექტივები უარესდება, მოთხოვნა ნედლეულზე მცირდება და ეს ახდენს ძალიან ნეგატიურ გავლენას რუსეთზე, რომლისთვისაც ჩინურ ბაზარს აქვს დიდი მნიშვნელობა. რაც ცუდია ჩინეთისთვის, ის ცუდია რუსეთისთვის,“ - განაცხადა საინვესტიციო კომპანია „რენესანს კაპიტალის“ ეკონომისტმა სოფია დონეტსმა.





ლარი გამყარდა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა

ლარი გამყარდა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა
access_time2020-02-19 17:05:52
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8422 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8631 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0209 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0701 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1010 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0309...

TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-კომპანია, რომელსაც გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება მეორედ შეუწყვიტა

TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-კომპანია, რომელსაც გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება მეორედ შეუწყვიტა
access_time2020-02-19 17:00:28
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო უცხოურ კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-სთან ხელშეკრულება მეორედ გაწყვიტა. თავდაპირველად მაშინ, როდესაც კომპანიამ სამტრედია-გრიგოლეთის მესამე ლოტზე სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა და მეორედ ახლა, როდესაც ხულო-ზარზმის გზის 2 მონაკვეთს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ვერ ჩაუტარა. არადა, TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-სთან ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე 110-მილიონიანი ხელშეკრულება მაშინ...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-19 21:30:46
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოში რამდენიმე წამყვანი ბანკია, რომლებიც გაცილებით დიდ პორტფელს ფლობენ ვიდრე „ფინკა“ და „კრისტალი“ ერთად, ამიტომ კონკურენციას ვერ...

მიხაილ ხოდორკოვსკი: კრემლმა სასამართლო წააგო

მიხაილ ხოდორკოვსკი: კრემლმა  სასამართლო წააგო
access_time2020-02-19 19:30:28
„კრემლმა წააგო სასამართლო „იუკოსის“ აქციონერებთან. სწორედ კრემლმა და არა რუსეთმა“  -წერს   Twitter-გვერდზე კომპანიის ყოფილი დამფუძნებელი მიხაილ ხოდორკოვსკი.მისი თქმით, ჯერ კიდეც 2005 წელს, ციხეში ყოფნის დროს, მან  თავისი წილები „იუკოსში“ მის პარტნიორს, ლეონიდ ნევზლინს გადასცა, შესაბამისად, მას  ამ საკითხში არავითარი პირადი ფინანსური დაინტერესება არ გააჩნია.   სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ნევზლინმა განაცხადა,...

„მარცვლეულის წარმოების განვითარებას საბიუჯეტო რესურსები არ ჰყოფნის“

„მარცვლეულის წარმოების განვითარებას  საბიუჯეტო რესურსები  არ ჰყოფნის“
access_time2020-02-19 16:00:47
მარცვლეულის წარმოების მხრივ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამბობს, რომ მარცვლეულის წარმოება არის სექტორი, რომელიც სახელმწიფოსგან სათანადო მხარდაჭერას ვერ იღებს. ამ მიმართულების განსავითარებლად სამინისტროს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტები, თუმცა საბიუჯეტო რესურსები ყოველთვის საკმარისი არ არის. “ჩვენ ყოველწლიურად დაახლოებით, 50-55 000 ჰექტარი ქერისა და ხორბლის ნათესი ფართობი...


მსგავსი სიახლეები

up