Bloomberg: 2026 წლისთვის Credit Suisse მილიონერების რაოდენობის 40%-ით გაზრდას პროგნოზირებს

Bloomberg: 2026 წლისთვის Credit Suisse მილიონერების რაოდენობის 40%-ით გაზრდას პროგნოზირებს

access_time2022-09-20 23:30:36

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა დაკარგა 1,4 ტრილიონი დოლარის ქონება წლის პირველ ნახევარში, Credit Suisse სწრაფ აღდგენას პროგნოზირებს, განსაკუთრებით განვითარებადი ბაზრებისთვის. შვეიცარიული ბანკი ელის, რომ ჩინეთი გააგრძელებს მასიური სიმდიდრის შექმნას. Credit Suisse-ში 2026 წლისთვის მილიონერების რიცხვის 40%-ით გაზრდას ვარაუდობენ.


„ინფლაციისა და რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, ჩვენ გვჯერა, რომ მთლიანი გლობალური სიმდიდრე გაიზრდება. ჩვენ ველით, რომ ჩინეთში შინამეურნეობების სიმდიდრე შეეცდება შეერთებულ შტატებს დაეწიოს“, - ნათქვამია მოხსენებაში. 


Credit Suisse-ის პროგნოზით, 2026 წლისთვის კერძო ქონება 36%-ით გაიზრდება 169 ტრილიონ დოლარამდე, ხოლო სიმდიდრე ერთ ზრდასრულზე გლობალურად 28%-ით და 2024 წელს 100 000 დოლარს გადააჭარბებს.



2021 წელს გლობალური ქონება 9,8%-ით გაიზარდა 463,6 ტრილიონ დოლარამდე 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით, რაც გაცილებით დიდი ზრდაა, ვიდრე დაფიქსირდა საუკუნის დასაწყისიდან. ტოპ 1% ფლობდა საოჯახო აქტივების 46%-ს, ხოლო ზრდასრულთა ყველაზე მდიდარ 10%-ს გლობალური სიმდიდრის 82% ჰქონდა. შეერთებულ შტატებს ჰყავდა ულტრა მაღალი ღირებულების მქონე პირების ყველაზე მეტი რაოდენობა - 140,000-ზე მეტი - შემდეგ მოდის ჩინეთი, 32,710-ით.


„შემცირდა განსხვავება მდიდარ ქვეყნებსა და ნაკლებად მდიდარ ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით იმის გამო, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნები უფრო სწრაფი ტემპით იზრდებიან“, - თქვა ენტონი შოროქსმა, Credit Suisse-ის ეკონომისტმა და მოხსენების ავტორმა.


BLOOMBERG.COM


თეგები:
Credit Suisse



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up