Bloomberg: 2025 წლისთვის ბიტკოინი 100 000 დოლარამდე გაძვირდება

Bloomberg: 2025 წლისთვის ბიტკოინი 100 000 დოლარამდე გაძვირდება

access_time2020-10-07 20:00:46

2025 წლისთვის ბიტკოინი 100 000 დოლარამდე გაძვირდება - ნათქვამია Bloomberg-ის ანალიტიკოსის მაიკ მაკგლოუნის ანგარიშში.

 

მისი აზრით, კრიპტოვალუტის ასეთ გაძვირებას რამდენიმე მიზეზი ექნება- ერთ-ერთია მთავრობების პოლიტიკა, რომელიც ოფიციალურ ვალუტებს აუფასურებს, რაც  შეზღუდული ემისიის აქტივების და ოქროს პოპულარობას ზრდის.

 

მეორე მიზეზი იქნება საზოგადოების მიერ კრიპტოვალუტების აღიარება - კერძოდ, ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა ზრდა, რის გამოც შესაძლებელია 2020 წლის ბოლოსთვის ბიტკოინის 14 000 დოლარამდე გაძვირება.

 

თუ კრიპტოვალუტა გავრცელების დღევანდელ ტემპებს შეინარჩუნებს, ბიტკოინის კურსი 100 000 დოლარამდე 2025 წლისთვის აუცილებლად გაიზრდება - წერს მაკგლოუნი.

 

სხვა ფაქტორებთან ერთად, ამას ხელს ასევე ინვესტირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა უწყობს, რომელიც წლების მანძილზე ვითარდებოდა.


გარდა ამისა, ბიტკოინის კურსის ზრდას ასევე მაინერების რწმენა ახალისებს - არც თუ ისე წარმატებული სექტემბრის მიუხედავად, მისი მოპოვება არათუ არ მცირდება, არამედ იზრდება და ისტორიული მაქსიმუმს აღწევს.

 

ბიტკოინის სასარგებლოდ ისიც მეტყველებს, რომ კურსის ვარდნის პირობებშიც კი მაინერები კრიპტოვალუტის მასობრივი გაყიდვისგან თავს იკავებენ.


 

გლობალური გეოპოლიტიკური სიტუაცია, ექსტრემალური გაურკვევლობა პანდემიის გამო, მოქალაქეთა ფინანსურ საქმეებში სახელმწიფოების სულ უფრო აქტიური ჩარევა  - ესეც კრიპტოვალუტის გაძლიერების ფაქტორებია.

 

2020 წლის მანძილზე ბიტკოინი უკვე რამდენიმეჯერ დაასაფლავეს, თუმცა, ის არათუ ცოცხალია, არამედ 48%-ით გაძვირდა კიდეც. შესაბამისად, ბიტკოკიზე ფსონის დადება დღეს ძალიან მომგებიანია, და ბაზრის შედარებითი სიმცირის გათვალისწინებით, ვირტუალურ ფულს ზრდის სერიოზული პერსპექტივები აქვს.

 

ასევე ბოტკოინის, როგორც საინვესტიციო აქტივის პოპულარობა იზრდება - ინვესტორები მას ფულის გრძელვადიანი შენახვის კარგ საშუალებად მიიჩნევენ. ამის სასარგებლოდ ისიც მეტყველებს, რომ დღეს მისი კურსის მერყეობა მინიმალურია 2018 წლის ნოემბრის შემდეგ.

 

ამის გამო ბიტკოინებს ინსტიტუციური ინვესტორები, ფონდები, და აქტივების მართვის კომპანიები ყიდულობენ  - მაგალითად ამერიკული საინვესტიციო კომპანია
Grayscale Investments ამ დროის ბიტკოინის ემისიის 2,5%-ს ფლობს.

 

თუმცა, არსებობს განსხვავებული აზრიც - ამსტერდამის საფონდო ბირჟის ანალიტიკოსი მიხაელ ვან დე პოპემ განაცხადა, რომ 100 000 დოლარამდე ბიტკოინს ზრდა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, შესაძლებელია მისი გაძვირება უკვე არსებულ ისტორიულ მაქსიმუმამდე  - 20 000 დოლარამდე.

 

ახალი რეკორდის დამყარებას ხელს რამდენიმე ფაქტორი უწყობს - ინფლაცია კლასიკურ ფინანსურ ბაზრებზე, დოლარის გაუფასურება, და კორონავირუსის მეორე ტალღის გამო ნეგატიური მოლოდინები. ამ ვითარებაში დამცავ აქტივებზე მოთხოვნა ყოველთვის იზრდება - მიიჩნევს ის.


მისი აზრით, საბოლოო ჯამში ბიტკოინის სამომავლო პერსპექტივაში მნიშვნელოვანია დოლარის ფაქტორი - თუ ამერიკული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს, ეს კრიპტოვალუტის გაძვირებას ხელს შეუწყობს.

 

ასეთ ვითარებაში ბიტკოინის გაძვირება როგორც 20 000,  ასევე 100 000 დოლარამდე სავსებით შესაძლებელია - თვლის ვან დე პოპე.

 

Bloomberg.com


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
Bloomberg



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up