Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება

access_time2020-11-23 18:00:49

მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე მსოფლიო ლიდერი ნავთობგადამუშავების დარგში აშშ იყო - პირველად, ასწლეულების მანძილზე ეს რეალობა იცვლება და პირველ ადგილზე ჩინეთი გადის. სავარაუდოდ, ეს უკვე 2021 წელს მოხვდება.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, პეკინი ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს აქტიურად ზრდის და ამ ბაზარზე ლიდერობისთვის ემზადება.


კერძოდ, ჩინეთში 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება, მაშინ, როდესაც შტატებში პირიქით, იხურება - მაგალითად, სულ რამდენიმე კვირის წინ, ლუიზიანაში Shell-მა ქარხანა Convent დახურა.

ეს საწარმო 1967 წელს გაიხსნა, და მაშინ აშშ-ს ნავთობგადამუშავება ჩინურს 35-ჯერ აღემატებოდა.


ენერგეტიკური სააგენტოს მონაცემებით, 4 ახალი ქარხანა ჩინეთში დღე-ღამეში 1,2 მლნ. ბარელ ნავთობს გადაამუშავებს, რაც ბრიტანეთის მთლიან დღიურ ნავთობგადამუშავებას უდრის. თანაც ეს მაშინ, როდესაც პანდემიის გამო მოთხოვნა საწვავზე, და მასთან ერთად ნავთობის მოპოვება-გადამუშავებაც მკვეთრად შემცირდა.

ვარდნამ დღე-ღამე 1,7 მლნ. ბარელი შეადგინა, და კლების ნახევარი სწორედ ამერიკაზე მოდის.

თუმცა, ამის მიუხედავად, აზიაში ეკონომიკა, და მასთან ერთად ნავთობმოხმარება იზრდება, მაშინ, როდესაც ევროპაში და შტატებში პანდემიას ბოლო არ უჩანს, და ეკონომიკაც ვარდნას განაგრძობს.



ჩინეთის ნავთობდაგამამუშავებელი მრეწველობის ზრდა, რამდენიმე ახალი ქარხნის ამოქმედება ინდოეთში და ახლო აღმოსავლეთში მსოფლიო ენერგეტიკულ სისტემაზე დიდ გავლენას მოახდენენ. ექსპორტიორები მეტ ნავთობს აზიაში ყიდიან, და ნაკლებს - ევროპა-ჩრდილოეთ ამერიკაში.

ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ბენზინის, დიზელის, და სხვა საწვავის ბაზრების აქტიური მონაწილეები ხდებიან, რაც გავლენას არა მხოლოდ ევროპაზე და ამერიკაზე, არამედ აზიის სხვა ქვეყნებზეც ახდენს,

მაგალითად, Shell სინგაპურში თავისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წარმოებას 2-ჯერ ამცირებს.


ჩინეთში, ინდოეთსა და ახლო აღმოსავლეთში ახალი სიმძლავრეების აშენების მიუხედავად, ნავთობის ბაზარს კორონავირუსის მიერ მიყენებული ზარალის დაძლევისთვის წლები დასჭირდება.


ათასწლეულის დასაწყისიდან ჩინეთის გადამამუშავებელი სიმძლავრეები 3-ჯერ გაიზარდა, რადგანაც ქვეყნის სწრაფად განვითარებად ეკონომიკას სულ უფრო მეტი და მეტი საწვავი სჭირდება. ჩინეთის ეკონომიკის და ტექნოლოგიების მეცნიერულ-კვლევითი ინსტიტუტის პროგნოზით, 2021 წელს ნავთობგადამუშავება ჩინეთში დღე-ღამეში 20 მლნ., ბარელამდე გაიზრდება.


bloomberg


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
BLOOMBERG



ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი

ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი
access_time2021-01-20 21:10:01
ვაშინგტონში, ინაუგურაციის ცერემონიაზე ჯო ბაიდენმა ფიცი დადო. ჯო ბაიდენმა ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით დადო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი. მანამდე ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა. ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას ყოფილი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-20 21:00:01
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1 „როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო, ბიზნესი ყოველთვის გავამხნევებთ“ - სოსო ფხაკაძე   „როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო,...

ენგურჰესი გაჩერდა - აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან მიიღებს

ენგურჰესი გაჩერდა - აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან მიიღებს
access_time2021-01-20 20:00:08
20 იანვარს  საქართველოში უმსხვილესი ენერგო ობიექტი, ენგურჰესი  გაჩერდა. ელექტროსადგურზე გეგმიური სამუშაოები ჩატარდება, რომელთა მიზანია სადერივაციო გვირაბის შეკეთება რის შემდეგაც სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის დანაკარგები მკვეთრად , წელიწადში 150 მლნ. კვტ.ს. - ით შემცირდება.   ენგურჰესი არის ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო ოკუპირებული აფხაზეთისთვის, რომელსაც გამომუშავებული ენერგიის 40% ეკუთვნის. ამ გაყოფის მიზეზი ისაა, რომ ელექტროსადგურის მართვა...

როგორია ექიმებისა და ექთნების გასამრჯელო - ISET-ის ბლოგერი წერს, რომ რიცხვები სავალალოა

როგორია ექიმებისა და ექთნების გასამრჯელო - ISET-ის ბლოგერი წერს, რომ რიცხვები სავალალოა
access_time2021-01-20 18:00:51
სამედიცინო პერსონალის პროფესიული უზრუნველყოფის მიზნით ინვესტიცია უნდა ჩაიდოს, დაწყებული განათლების ხარისხის გაუმჯობესებიდან, დამთავრებული სათანადო ანაზღაურებით, - როგორც კვლევით ცენტრის ბლოგზე თამარ სულუხია წერს, პანდემიის დროს ჯანდაცვის სფეროს მენეჯმენტი ქვეყნისა და მისი მოსახლეობის გადარჩენის გარანტიაა.   „პანდემიის შემდგომ საქართველოში დაგვრჩება შედარებით უფრო კომპეტენტური და უფრო მაღალი იმიჯის მქონე ჯანდაცვის სისტემა. ჩვენ მიერ არცთუ სათანადოდ დაფასებული ექიმები და...

თუ 1-ელი თებერვლიდან მთის კურორტები არ გაიხსნება, ვითარება სავალალო იქნება - მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია

თუ 1-ელი თებერვლიდან მთის კურორტები არ გაიხსნება, ვითარება სავალალო იქნება - მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-01-20 17:00:43
მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია 1-ლი თებერვლიდან კურორტების გახსნას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში სავალალო შედეგის დადგომას ვარაუდობს.   როგორც მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი, მაია ბიჭიკაშვილი აცხადებს, კერძო სექტორი ყველანაირი რეგულაციისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის მზად არის და პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე იღებს.    „არავინ იცის, 1-ლი თებერვლიდან მთის კურორტები გაიხსნება, თუ არა. ბიზნესისთვის ეს დამღუპველია. მთის...


მსგავსი სიახლეები

up