Bloomberg: 2016 წელს საბერძნეთი 25 მილიონ ტურისტს ელოდება

Bloomberg: 2016 წელს საბერძნეთი 25 მილიონ ტურისტს ელოდება

person access_time2016-03-30 14:30:24

საბერძნეთის ტურიზმის კონფედერაცია მიმდინარე წელს 25 მილიონ ტურისტს ელოდება, რაც ქვეყანას 800 მილიონ ევროს ($897 მილიონი) მოუტანს. ამის პარალელურად, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო თურქეთში ტურისტების ნაკადების შემცირებას 10%-ით პროგნოზირებს. თურქეთისა და საბერძნეთის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძრავა ტურიზმია. სწორედ ამიტომ, კონკურენცია ორ სახელმწიფოს შორის უკვე დიდი ხანია გრძელდება.

 

საბერძნეთის ტურიზმის კონფედერაციის პრეზიდენტის, ანდრეას ანდრეადისი დაახლოებით 900,000 რუს ტურისტს ელოდება. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში კრიზისის დროსაც ბევრი უცხოელი ჩადიოდა, რასაც გასულ წელს ტურისტების საერთო რაოდენობა მოწმობს - 23.6 მილიონი. საბერძნეთის მშპ-ში ტურიზმის კონტრიბუცია 18.5% იყო. ანდრეადისის განცხადებით, მიმდინარე წელს ტურისტების მატება მშპ-ს ზრდასაც შეუწყობს ხელს და ქვეყნის საერთო შემოსავალი 15 მილიარდამდე გაიზრდება.


 

ანდრეადისის გათვლები საბერძნეთისა და მისი საერთაშორისო კრედიტორების მოლაპრაკებებზეა დამყარებული. ბოლო დროს შემუშავებული პროგრამის მიხედვით, საბერძნეთი ევროზონაში რჩება. მიუხედავად ამისა, “საბერძნეთის მიერ ევროკავშირის დატოვების საკითხი კვლავ განიხილება, ამას ემატება მიგრანტთა კრიზისი. ჩვენს ქვეყანას სტაბილურობა სჭირდება,“ – განაცხადა ანდრეადისმა, რომელიც საკურორტო კომპლექს Sani Resort-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებს.



ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს

ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს
access_time2019-12-09 21:00:20
ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი საკონცერტო დარბაზის უქონლობაზე სოციალურ ქსელში  წერს და მთავრობას მოუწოდებს ამ საკითხის მიმართ მეტი სენსიტიურობა გამოიჩინონ. „კომერსანტი“სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:   "ეჰ, რამდენ რამეზე ვფიქრობ, რამდენ ვინმეზე ვფიქრობ...   მაგრამ ახლა მაინც ყველაზე მეტად ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე, მოსაგვარებელ პრობლემებზე და მათ შორის ჩვენი ეროვნული ორკესტრის ისევ გადაუჭრელ და ჩემთვის გულის გახეთქვამდე მტკივნეულ...

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე
access_time2019-12-09 19:15:54
„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგის მატარებელიც, ხელის დაფარება არ მოხდება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღგ-ს თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. “გამოძიებაში ყველა საგამოძიებო უწყებაა ჩართული. თემა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი, შესაბამისად არანაირი დანდობა ამ მიმართულებით არ იქნება,”-აღნიშნა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, 100-მდე...

ევროკავშირმა Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა

ევროკავშირმა   Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა
access_time2019-12-09 20:00:53
ევროკავშირის ფინანსთა სამინისტროებმა  Facebook-ის ვირტუალური ვალუტის - ლიბრას  მოძრაობა აკრძალეს. აღნიშნული შეეხება ასევე  სხვა „სტებლკოინებს“, ანუ კრიპტოვალუტებს, რომლებიც მიმაგრებულია ან ჩვეულებრვი ვალუტებთან, ამ საქონელთან. მინისტრებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი კანონმდებლობა ჯერ არაა მზად ახალი საგადამხდელო საშუალების მისაღებად. მთავრობების...

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“
access_time2019-12-09 17:00:10
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ახდენს  ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური  ბიზნესის მოგების დემონიზაციას, მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი“,- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე. ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი...

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში
access_time2019-12-09 15:45:00
აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია”სოკარი” ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს. “სოკარი” მულტინაციონალური კომპანიაა და ის საქართველოს გარდა 5 სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია საქართველოში”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”-ს სახელით 2006 შემოვიდა და მას შემდეგ არაერთ დარგში ოპერირებს. კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ ბენზინისა და დიზელის იმპორტს და რეალიზაციას ეწეოდა, თუმცა სხვადასხვა დროს სასათბურე პირობებითა, თუ კანონის გვერდის ავლით, მისი...


მსგავსი სიახლეები

up