„ბლექ სი არენა ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს, სს ქართული ლუდის კომპანიასთან ერთად უმასპინძლებს

„ბლექ სი არენა ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს, სს ქართული ლუდის კომპანიასთან ერთად უმასპინძლებს

access_time2019-09-06 11:07:42

ხვალ, 7 სექტემბერს, Check in Georgia-ს ​ფარგლებში, „ბლექ სი არენა ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს, სს ქართული ლუდის კომპანიასთან ერთად უმასპინძლებს.  


ევროპული და ქართული ანსამბლების ერთობლივი კონცერტით, ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით უკვე მესამედ იმართება და ის 7 სექტემბერს გაიხსნება. 

შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე მსმენელის წინაშე წარდგებიან ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, საქართველოდან და უცხოეთიდან. საფრანგეთს (კორსიკა) – Spartimu წარმოადგენს, იტალიას (სარდინია) კი – Castelsardo.


საქართველოს სახელით მაყურებლის წინაშე წარდგებიან: „ბერმუხა“ (აჭარა); „შილდა“ (კახეთი); ტრიო „შალვა ჩემო“ (გურია); „რიჰო“ (სვანეთი); „ბასიანი“ და „ქართული ხმები“ (თბილისი); ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; ბათუმის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი - „ბათუმი“.



ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციასა და შენარჩუნებას. ჩვენც ჩვენის მხრივ პროექტში Check in Georgia-ს ფარგლებში ვართ ჩართულნი და გვინდა, რომ ქართველმა მსმენელმა ხარისხიანი მელოდიებს, ხმებს და შესრულებას მოუსმინოს. უნიკალური მრავალხმიანობის, სიმღერის, გალობის, ცეკვისა და ტრადიციების მქონე საქართველოს საშუალება ეძლევა, უმასპინძლოს განსხვავებული სტილისა და მანერის შემსრულებლებს. სს ქართული ლუდის კომპანია დაინტერესებულია, რომ ​მრავალხმიანობის სამშობლო - საქართველო - აქციოს ქართული და მსოფლიო ფოლკლორის მუდმივი შეხვედრისა და დაახლოების ადგილად. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში ჩვენს წვლილს აუცილებლად შევიტანთ. მას ვისაც უნდა მოუსმინოს მრავალხმიან მელოდიებს ვეპატიჟებით 7 სექტემბერს „ბლექ სი არენაზე. აუცილებლად  ესტუმრეთ  7 სექტემბერს  შვილებთან ერთად „ბლექ სი არენას“,  მით უმეტეს, რომ ბავშვებისთვის არენას ტერიტორიაზე სპეციალური კუთხეები გაქვს მოწყობილი, -აცხადებს სს ქართული ლუდის კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა მიქაცაძე.


„ბლექ სი არენასა” და სს ქართული ლუდის კომპანიის თანამშრომლობის ფარგლებში საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე სს ქართული ლუდის კომპანიის პროდუქციის -  ზედაზენისა და სპეციალური საბავშვო კუთხეებია მოწყობილი, სადაც კონცერტზე დასასწრებად მისულ მაყურებელს ცივი გამაგრილებელი სასმელების მირთმევა და ბავშვების გართობა ერთდროულად შეუძლია.


თავის დროზე, სს ქართული ლუდის კომპანია ლუდისა და ლიმონათის სეგმენტში პირველი კომპანია იყო, რომელმაც „ბლექ სი არენასთან თანამშრომლობისა და პროექტ Check in Georgia-ში ჩართვის სურვილი გამოთქვა და მას შემდეგ ამ თანამშრომლობას უკვე ტრადიციული სახე აქვს.

 

NS






ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ
access_time2019-10-21 17:30:49
ბიზნესში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე “ბანკები და ფინანსები” კომპანია “ნატახტარის” კორპორაციულ საქმეთა დირექტორს, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს ესაუბრა. -თქვენი კომპანია უკვე მრავალი წელია საკმაოდ წარმატებულად პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, თქვენი პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია, რასაც ხელს უწყობს ქართველი კაცის განსაკუთრებული სიყვარული ლუდის მიმართ, მოკლედ გაყიდვების...

ფადი ასლი – პრემიერს: თქვენ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ

ფადი ასლი – პრემიერს: თქვენ ინტელექტუალურად  ბანკროტი ხართ
access_time2019-10-21 16:20:09
ბატონო პრემიერო, თქვენ ბანკროტი ხართ,– ასე ეხმიანება საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი იმ გარემოებას, რომ მისი ორგანიზაცია პრემიერისა და ბიზნესასოციაციების შეხვედრაზე არ დაპატიჟეს. ასეთ შეხვედრაზე ჩვენ არ გვეპატიჟებიან და ცდილობენ, ამ მხრივ მოახდინონ ჩვენზე ზეწოლა. როდესაც ასეთ კონდიციას მიაღწევთ, ნიშნავს, რომ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ. ასეთი ქმედებები ჩვენს პოზიციებს ვერ შეცვლის, რადგან მიგვაჩნია, რომ მიგვაჩნია, რომ წარმოვადგენთ ხალხს, მათ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა
access_time2019-10-21 15:10:43
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა,რომელიც   ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია,Anaklia Holding JSC - ის აქციების 4.16%-იან წილის შეძენაზე. Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც ფლობს შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს. „Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან...


მსგავსი სიახლეები

up