ბლექ სი არენა ამინდის დაზღვევას აკეთებს და 9 კონცერტის დაზღვევაში 48.5 ათას ლარს იხდის - GMC

ბლექ სი არენა ამინდის დაზღვევას აკეთებს და 9 კონცერტის დაზღვევაში 48.5 ათას ლარს იხდის - GMC

access_time2022-08-02 12:00:41

„ბლექ სი არენა“ ამინდის დაზღვევას აკეთებს და 9 კონცერტის დაზღვევაში 48.5 ათას ლარს იხდის. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „მმართველობის მონიტორინგის ცენტრის“ (GMC) მიერ გავრცელებული პუბლიკაციიდან ირკვევა, შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ გამარტივებული შესყიდვის გზით 48,500 ლარს იხდის სადაზღვევო მომსახურებაში, რასაც გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის.


GMC-ში განმარტავენ, რომ შესყიდვის საჭიროების მიზეზად კომპანია ასახელებს იმას, რომ შეკვეთილი გამოირჩევა ნალექის სიუხვით. ის ფაქტი, რომ კომპანია ამ კუთხით ცდილობს მოსალოდნელი ზარალის დაზღვევას მისასალმებელია, თუმცა საინტერესოა რა პირობების შემთხვევაში მოხდება კომპანიისთვის ზარალის ანაზღაურება.


ხელშეკრულების პირობების თანახმად “ზარალის ანაზღაურება ითვალისწინებს მხოლოდ ისეთ შემთხვევებს რომლის შედეგად ღონისძიების ჩატარება ფიზიკურად შეუძლებელია.. დაფარვა არ ვრცელდება თუ წვიმიანი ამინდის გამო ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შემცირდება (ნაკლები ბილეთი გაიყიდება). ამინდმა ფიზიკურად შეუძლებელი უნდა გახადოს ღონისძიების ჩატარება”.


„საინტერესოა, რომ ასეთი შემთხვევის დროსაც, არ ხდება კომპანიისთვის ზარალის ანაზღაურება. ანუ არსებობს რისკი, რომ 48,500 ლარის გადახდის მიუხედავად სადაზღვევო კომპანიამ უარი თქვას კომპანიისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე.


სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად: “სადაზღვევო პერიოდი მოიცავს 2022 წლის 31 ივლისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს, რომლის განმავლობაშიც დაგეგმილია 9 ღონისძიება”.


ასევე, საინტერესოა ფინანსური ზარალის თავიდან აცილების მიზნით, რატომ არ მიმართა კომპანიამ იგივე პრაქტიკას სხვა წლებშიც. მოგეხსენებათ „ბლექ სი არენაზე“ კონცერტები 2017 წლიდან იმართება, თუმცა აქამდე არასდროს გამოუცხადებით ელ.ტენდერი არც გამარტივებული შესყიდვა მსგავსი მომსახურების მისაღებად. აღნიშნული გარკვეულწილად კითხვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა აუცილებელი უხვი ნალექის გამო უამინდობის რისკებისა და ფინანსური ზარალის დაზღვევა 2022 წელს, როდესაც კომპანია უკვე წლებია ამ რისკის ქვეშ მართავს კონცერტებს. ასევე, ამ დრომდე ამინდის გამო არცერთი დაგეგმილი ღონისძიება არ ჩაშლილა.  



სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, „ბლექ სი არენა“ 2022 წლის ღონისძიებების გამართვას გეგმავს ღია სივრცეებში: „ბლექი სი არენას“ ეზო, მუსიკოსთა ბაღი და სოციალური სივრცე. საინტერესოა, რატომ არ იხსენება წელს „ბლექ სი არენას“ მთავარი სცენა (main stage), რომელიც არის დახურული და უამინდობის შემთხვევაში კონცერტის ჩაშლის რისკებსაც შეამცირებდა. აღნიშნული სცენის შეკეთებაში ყოველწლიურად 40,000 ლარამდე უხდის „ბლექ სი არენა“ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული კომპანიას, შპს ელიტა ბურჯს.


„ბლექ სი არენას“ სარემონტო სამუშაოების ჩატარების ექსკლუზივით მხოლოდ შპს ელიტა ბურჯი სარგებლობს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ – იმის გამო, რომ თავდაპირველად საკონცერტო დარბაზის მშენებლობა და სამონტაჟო სამუშაოები შესრულებულია ელიტა ბურჯის მიერ, მხოლოდ მას შეუძლია სცენასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება. შესაბამისად, ყოველწლიურად პირდაპირ შესყიდვის გზით ბლექ სი არენა ჯორჯია ხელშეკრულებას უფორმებს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას. 


მიუხედავად იმისა, რომ 2020-2021 წლებში „ბლექ სი არენაზე“ კონცერტი არ ჩატარებულა, კომპანია ამ პერიოდში პირდაპირი შესყიდვის გზით აქტიურად უფორმებდა ხელშეკრულებას შპს ელიტა ბურჯს შენობის მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის. 


მაგალითად, 2020 წელს პირველი შესყიდვა (SMP200003105) 28 ივლისით თარიღდება და ხელშეკრულების ღირებულება 30,000 ლარს შეადგენდა. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა მექანიკური სახურავის ტექნიკური მომსახურება და დაზიანებების აღმოფხვრა. ბლექ სი არენამ განაცხადა, რომ საკონცერტო დარბაზის სამშენებლო სამუსშაოები შპს ელიტა ბურჯმა შეასრულა, მოძრავი სახურავიც სწორედ მათი დაპროექტებული და დამონტაჟებული იყო და ამიტომ, მხოლოდ და მხოლოდ შპს ელიტა ბურჯს ჰქონდა შესაბამისი კომპეტენცია მისი შეკეთებისთვის. ამასთანავე, შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულებაში აღნიშნავს, რომ თუკი სამუშაოებს სხვა რომელიმე კომპანია შეასრულებს, შპს ელიტა ბურჯი ყველანაირ პასუხისმგებლობას მოიხსნის. 


მეორე შესყიდვა (SMP200005591) 2020 წლის დეკემბრით თარიღდება. ტენდერის ღირებულება 40,000 ლარს შეადგენდა, თუმცა შესყიდვის ობიექტი უცვლელი იყო, ამ შემთხვევაშიც შემსყიდველი ასაბუთებდა, რომ ბლექ სი არენას საკონცერტო დარბაზის სახურავი რთული მექანიკური მექანიზმი იყო და მისი შეკეთება მხოლოდ შპს ელიტა ბურჯს შეეძლო, რადგან თუ სხვა კომპანია შეასრულებდა სამუშაოებს, შპს ელიტა ბურჯი მოიხსნიდა ყველა პასუხისმგებლობას. 


შესაბამისად, მხოლოდ 2020 წელს „ბლექ სი არენამ“ შპს ელიტა ბურჯს 70,000 ლარი სახურავის შეკეთებისთვის გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში, როდესაც საკონცერტო დარბაზი შესყიდვებს აფორმებდა, ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო კონცერტები საერთოდ არ ტარდებოდა.


საკონცერტო დარბაზს ფუნქციონირება შეჩერებული ჰქონდა 2021 წელსაც, თუმცა 2021 წლის ბოლოს, დეკემბერში კიდევ ერთი შესყიდვა (SMP210003723) გამოცხადდა საკონცერტო დარბაზის მექანიკური სახურავის ტექნიკური მომსახურებისთვის. ხელშეკრულება ამჯერადაც შპს ელიტა ბურჯთან დაიდო და მისი ღირებულება 40,000 ლარს შეადგენდა. 


2020-2021 წლებში ბლექ სი არენა ჯორჯიამ 110,000 ლარი გადაუხადა შპს ელიტა ბურჯს საკონცერტო დარბაზის სახურავის ტექნიკური მომსახურებისთვის, თუმცა ამ პერიოდში საკონცერტო დარბაზი უფუნქციო იყო“, აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაცია „მმართველობის მონიტორინგის ცენტრის“ ვებგვერდზე განთავსებულ სტატიაში. 


შპს ბლექ სი არენა ჯორჯია 2016 წლის ივლისში დაფუძნდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, კომპანიაში დირექტორის თანამდებობას ტარიელ ხარჩილავა იკავებს, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. სწორედ სახელმწიფოს ვალდებულებაში შედის კომპანიის სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრა და გადაწყვეტილებების ზედამხედველობა.  2019 წელს ბიძინა ივანიშვილმა ბლექ სი არენას საკონცერტო დარბაზი სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა, ამის შემდეგ კომპანია ყოველწლიურად მილიონობით ლარით ფინანსდება ბიუჯეტიდან. 


წყარო: https://gmc.org.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up