ონში ბლაუენშტაინის მეღორეობის ფერმის მშენებლობაში 4 მლნ ლარი ჩაიდო

ონში ბლაუენშტაინის მეღორეობის ფერმის მშენებლობაში 4 მლნ ლარი ჩაიდო

access_time2021-07-01 14:00:42

4–მილიონიანი ინვესტიციით ქართულ–შვეიცარიული კომპანი „ბლაუენშტაინის“ მიერ ონის მუნიციპალიტეტში აშენებული მეღორეობის ფერმა, რომლის დასრულება პანდემიის გამო გაჭიანურდა, გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

ეს არის კომპანიის კიდევ ერთი პროექტი, რომლითაც აუცილებლად ვიამაყებთ და რაც მთავარია, ჩვენი მომხმარებელი მიიღებს მორიგი ჯანსაღი და უსაფრთხო პროდუქტის ფართო ასორტიმენტს, - ამბობს „ბლაუენშტაინის“ მეღორეობის ფერმის გენერალური მენეჯერი მარინა იგნატენკო.

კომპანიის ცნობით, მეღორეობის ფერმის მშენებლობის დასრულებაში „ბლაუენშტაინს“ ხელი პანდემიამ მნიშვნელოვნად შეუშალა, თუმცა საბოლოო ჯამში, კომპანია გამოწვევებს გაუმკლავდა და პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა.

ქართულ-შვეიცარიული კომპანიის მეღორეობის ფერმის პირველი ეტაპის საინვესტიციო ღირებულება 4 მილიონ ლარს აჭარბებს, აქედან სახელმწიფოსგან საღორისთვის 1.5 მილიონი ლარის იაფი აგროკრედიტია გამოყენებული. ჯამში, „ბლაუენშტაინის“ მეღორეობის ფერმის პროექტისთვის 9 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

მეღორეობის ფერმის პირველი ეტაპი „ბლაუენშტაინს“ საშუალებას მისცემს, წელიწადში 160 ტონა ხორცი აწარმოოს, ხოლო სრული დატვირთვის შედეგად, წელიწადში 640 ტონა ღორის ხორცს მივიღებთ, - განმარტავს მარინა იგნატენკო.

მისივე ინფორმაციით, ღორების ფერმა ევროპაში ცნობილი და ავტორიტეტული ავსტრიული კომპანია „შაუერის“ ჩართულობით აშენდა და არის სრულად ავტომატიზებული. პირველ ეტაპზე ამავე კომპანიის სპეციალისტები დაეხმარებიან „ბლაუენშტაინის“ თანამშრომლებს, პირუტყვზე ისე იზრუნონ, როგორც ეს ევროპაშია მიღებული. რაც მთავარია, როგორც ეს კომპანიის მსხვილფეხა საქონლის შემთხვევაში ხდება, ღორებიც ჯანსაღ, ნატურალურ საკვებზე გაიზრდებიან და მომხმარებელი „ბლაუენშტაინის“ მორიგ უსაფრთხო და უმაღლესი ხარისხის პროდუქტს მიიღებს.

როგორც მსხვილფეხა პირუტყვის, ისე ღორების შემთხვევაშიც, მოხდება ხელოვნური განაყოფიერება. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ახალმა პროექტმა დამატებითი სამუშაო ადგილები გააჩინა - ამ ეტაპზე დასაქმდა 6 ადგილობრივი, რომლებიც მომდევნო პერიოდის მანძილზე, ფერმაში, სპეციალურად მოწვეულ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად იმუშავებენ, რათა მათგან შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება მიიღონ, - ამბობს მეღორეობის ფერმის გენერალური მენეჯერი.


მეღორეობის ფერმა „ბლაუენშტაინმა“ ონის რაიონის სოფელ სორში ააშენა, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმები კი ონის რაიონის სოფელ შარდომეთში მდებარეობს.

ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ბლაუენშტაინი“ 2008 წელს დაარსდა, რისი მიზანიც რაჭის მხარდაჭერა და რეგიონში მეცხოველეობის დარგის აღდგენა გახლდათ.

2008 წლიდან დღემდე „ბლაუენშტაინმა“ 40 მილიონზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და არის პირველი კომპანია, რომელმაც მომხმარებელს დავარგებული ხორცი შესთავაზა.

ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოების გარდა, „ბლაუენშტაინის“ სპეციალისტები მუშაობენ მსხვილფეხა რქოსანი პირუქტყვის ჯიშის გაუმჯობესებაზე ხელოვნური განაყოფიერების გზით.

ასევე, კომპანიამ დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბლაუენშტაინ ედუ“, რომელიც სამომავლოდ პროფესიულ კოლეჯად გადაიქცევა. ამ ეტაპზე „ბლაუენშტაინ ედუს“ აქვს ტრეინინგცენტრი, რომელიც რამდენიმე სერტიფიცირებულ კურსს ფლობს, მათ შორის, ხორცის დამუშავებისა და ხელოვნური განაყოფიერების კურსებს.


Entrepreneur.com






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up