კორონავირუსის შედეგების მიუხედავად „ბლაუენშტაინი“ წარმოებას აფართოებს - ღორების ფერმა ერთ თვეში გაიხსნება

კორონავირუსის შედეგების მიუხედავად „ბლაუენშტაინი“ წარმოებას აფართოებს - ღორების ფერმა ერთ თვეში გაიხსნება

access_time2020-04-14 13:00:06

ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველომ“ ღორების ფერმის პროექტი ერთი თვით შეაყოვნა. კორონავირუსის პანდემიის დროს ხორცპროდუქტების კომპანია წარმოებასა და რეალიზაციას შეფერხებების გარეშე ახდენს, თუმცა, მათ მიერ დაგეგმილი რძის პროდუქტების საწარმოს პროექტი ამ ეტაპზე შეჩერებულია.


„პრიორიტეტი  ღორების ფერმის პროექტს მივანიჭეთ,  რათა მხოლოდ ჩვენი და ნატურალური პროდუქტი იყოს ჩვენს დახლებზე.. ყველის წარმოება შევაყოვნეთ რადგან , ამ ეტაპზე დიდი ინვესტიციაა საჭირო. გარდა ამისა, საკმარისი ადამიანური რესურსი კრიზისულ პერიოდში არ გვაქვს, თუმცა, მოგვიანებით აუცილებლად გვექნება ყველისა და რძის წარმოებაც.


ღორების ფერმის პროექტი თითქმის დასრულებულია, მაგრამ სპეციალისტი, რომელმაც უნდა დაამონტაჟოს ვერ ჩამოდის საზღვრების ჩაკეტვის გამო, ასე რომ, ალბათ ერთი თვით გადაიდება. ჯერჯერობით ტვირთების გადაზიდვა აკრძალული არ არის და ასე რომ პროდუქციის მარაგზე პრობლემა წესით არ უნდა შეგვექმნას.  საწარმო და მაღაზიები დაბრკოლების გარეშე მუშაობს იმიტომ, რომ  მთელ ჯაჭვს, ფერმიდან მოხმარებლის კალათამდე სრულად ჩვენ ვაკონტროლებთ. პირუტყვიც ჩვენია, მათი პირველადი დამუშავების საწარმოც ჩვენია, შესაბამისად, გაყიდვის ობიექტებიც ჩვენია და გარემო პირობებზე  მინიმალურად ვართ დამოკიდებული.  ერთადერთი რაც შემოგვაქვს შვეიცარიიდან ეს არის გარსაცმი (ნაწლავი) და სანელებლების რამდენიმე სახეობა, თუმცა მარაგი იმდენი გვაქვს რომ ჯერ შემოტანა არ გვჭირდება.“ - აცხადებს კომპანიის დირექტორი თათია არაბიძე.



კომპანია საქართველოში 200-ზე მეტი დასახელების ხორცპროდუქტით არის წარმოდგენილი. რაჭაში მას საკუთარი საქონლის ფერმა და პირველადი დამუშავების საწარმო აქვს, ხორცის საბოლოო დამუშავება კი თბილისში ხდება და საფირმო მაღაზიებს მიეწოდება. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველომ რაჭაში საქონლის ფერმებს ქსელს 2015 წლის ივნისიდან ფლობს. როგორც კომპანიის მენეჯერი თათია არაბიძე „კომერსანტთან საუბრისას აცხადებს, ყველისა და რძის პროდუქტების ქარხანა რაჭაში, ონის რაიონის სოფელ შარდომეთში აშენდება და მასში დაახლოებით 1.5 მილიონი დოლარი იქნება რეინვესტირებული.


მარიამ მორგოშია 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up