BLACK SEA ARENA კონცერტების გამართვისთვის 6.5 მლნ-იან შესყიდვაზე ნებართვას ითხოვს

BLACK SEA ARENA კონცერტების გამართვისთვის 6.5 მლნ-იან შესყიდვაზე ნებართვას ითხოვს

access_time2019-04-17 19:15:52

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა Black Sea Arena-ს მოთხოვნა გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებით.საკონცერტო დარბაზის მიერ წარდგენილ დოკუმენტში არაა მითითებული, თუ რომელი შემსრულებლის ჩამოყვანა არის დაგეგმილი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ღონისძიებაზე “ლეგენდად ქცეული” შემსრულებლების ჰონორარი ბიუჯეტს - 4,500,000 ლარი, ხოლო ტექნიკური და სხვა სახის სამუშაოები 2,000,000 ლარი დაჯდება.


გამარტივებული შესყიდვის დასაბუთებაში მითითებულია ის, რომ არტისტები და DJ-ები ტენდერებში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებული არ არიან, ამიტომ მათთან პირდაპირი კონტრაქტები უნდა დაიდოს.


“ღონისძიება გეგმად ისახავს საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში ტურიზმის ხელშეწყობისა და ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, კონცერტების და მუსიკალური ფესტივალების ჩატარებას, შესყიდვების კანონის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეუძლებელია აღნიშნული კონცერტების და მუსიკალური ფესტივალის ჩატარება, ვინაიდან კონტრაქტი უნდა გაფორმდეს ადგილობრივი შემსრულებლებისა და მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავური მუსიკალური ჯგუფების, არტისტების და ელექტრონული მუსიკის შემსრულებლების (DJ) პროვაიდერ სააგენტოებთან. ასეთი სააგენტოები კი არ არიან დაინტერესებული ტენდერში მონაწილეობის მიღებით. ასევე ამ ყველაფერს აფერხებს ის ფაქტი, რომ უმეტესობას დაგეგმილი აქვთ ტურნე და თარიღის განსაზღვრა ხდება მათ მიერ. შესყიდვის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელია ზემოაღნიშნული შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შესყიდვა", - წერია განმარტებით ბარათში.



Black Sea Arena “ჩექ ინ ჯორჯიას” პროექტის ფარგლებში ყიდულობს მომსახურებას. პროგრამაში შესული ცვლილებების შედეგად მისი კურატორი არა ეკონომიკის სამინისტრო, არამედ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იქნება.


Black Sea Arena 10,000 მაყურებელზე გათვლილი დარბაზია, ის ბიძინა ივანიშვილმა $115 მილიონი დოლარის ინვესტიციით ააშენდა და შემდგომ სახელმწიფოს გადასცა, რაც ბიუჯეტს ყოველწლიურად მილიონობით ლარი უჯდება. 2017 წელს დარბაზმა საქმიანობა 6.4 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა.


BMG






მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“

მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“
access_time2019-08-20 20:34:59
თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს...

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“ - რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“  -  რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი
access_time2019-08-20 19:30:07
1991 წლის 20 აგვისტოს, საღამოს 11 საათზე ესტონეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა — რა შეიცვალა 28 წლის შემდეგ —  ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის facebook  პოსტს უცვლელად გთავაზობთ: ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა (საქართველოზე 3-ჯერ მდიდარი). 2. ესტონეთი არის...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს
access_time2019-08-20 20:00:21
მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბრო კომპანიაზე, რომლის აქციებიც შევიძინეთ 2017 წლის 21 ნოემბერს. აქციების შეძენა მოხდა $38 დოლარად. ამ დროისთვის კომპანიის აქციის ფასია $131 დოლარი. რაც ინვესტირებული თანხის 240%-იან ზრდას შეადგენს. მე JDinvestment-ის პორტფელში ამ დროსითვის რამოდენიმე კომპანიის აქცია მაქვს მფლობელობაში. მათ შორის არის კომპანია...

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო
access_time2019-08-20 18:30:57
კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co, რომელსაც მსოფლიო ბანკმა ტენდერებში მონაწილეობა დროებით აუკრძალა, საქართველოში სხვადასხვა პროექტთან ერთად, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იან მონაკვეთს ააშენებს. გამარჯვებული კომპანია სწორედ ტენდერის შედეგად გამოვლინდა, თუმცა, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ეს იქამდე მოხდა, ვიდრე მას ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალებოდა. ცნობისათვის, მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს...

სილქროუდ ჯგუფის განცხადება „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით: ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად

სილქროუდ ჯგუფის განცხადება „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით:  ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად
access_time2019-08-20 16:30:56
  პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით სილქროუდ ჯგუფი ავრცელებს საჯარო განცხადებას. “კომერსანტი გთავაზობთ ტექსტს უცვლელად: „რივიერას ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით უკვე ჩატარდა 8 საჯარო განხილვა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტებისთვის. ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარეს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია და მოვისმინეთ მათი პოზიცია. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე შეხვედრა...


მსგავსი სიახლეები

up