ბიზნსმენები ბიძინა ივანიშვილს შეხვედრას „კომერსანტის“ საშუალებით სთხოვენ

ბიზნსმენები ბიძინა ივანიშვილს შეხვედრას „კომერსანტის“ საშუალებით სთხოვენ

access_time2018-10-25 12:00:25

ბიზნესი მმართველი პარტიისქართული ოცნებისთავმჯდომარის და ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმიანება და მასთან შეხვედრას ითხოვს. როგორც ცნობილია ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ —  ბიზნესი მასთან ყოველთვის დადიოდა და მომავალშიც ივლის.

 

 

„როგორც ბიზნესმენი ბიზნესმენს, ისე შევხვდი (ზაზა ოქუაშვილს) ბიზნესმენებთან შეხვედრა დანაშაულად აღიქმება? არამარტო რჩევას, მე ბევრ ბიზნესმენს ვეხმარები, რატომ არის უცნაური ის, რომ მე ბიზნესმენებს ვხვდები?“-განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

 დადის თუ არა ბიზნესი ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციაზე და რამდენად სწორია ეს ფაქტი, როდესაც იგი გარდა ბიზნესმენობისა, მმართველი პარტიის თავმჯდომარეცაა?


 

ბიზნესმენი, „ისთ გეით ჯგუფის“ დამფუძნებელი ირაკლი იაშვილი განმარტავს, რომ არსებეობს კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ მიდიან ბიზნესმენები ივანიშვილთან. კერძოდ, მას  ქვეყანაში შექმნილი აქვს თანაინვესტირების ფონდი, რომლის ფუნქციაა სხვადასხვა ბიზნეს პროექტებში თანამონაწილეობა, თანაინვესტირება. ეს არის მისი კერძო კაპიტალით დაფუძნებული ფონდი. ასევე არსებობს „საპარტნიორო ფონდი“, რომელიც ასევე ხვდება ბიზნემენებს და რომლის ფუნქციაც ანალოგიურია.


 

იქიდან გამომდინარე, რომ თანაინვესტირების ფონდი გაცილებით უფრო მსხვილ პროექტებს აფინანსებს,იაშვილის მოსაზრებით, ბიზნესმენები ივანიშვილთან ამ მიზეზით დადიან. ანუ მათ, ბიზნეს პროექტებში თანაინვესტირების ფონდის თანამონაწილეობა სურთ. იაშვილის მოსაზრებით, ეს აბსოლუტურად გასაგები და ბუნებრივია.



ქმნის თუ არა გარკვეულ უხერხულობას ის, რომ  ბიძინა ივანიშვილი გარდა ბიზნესმენობისა  პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა, იაშვილი განმარტავს, რომ როდესაც ბიზნესმენი მასთან მიდის, მიდის თავისი ინტერესის გამო და სურს, რომ თანაინვესტრიების ფონდიდან პროექტში თანამონაწილეობა. მისი შეფასებით, ამას სხვა შეფასება არ აქვს.


 

„თუ ჩემი სახსრებით ვაფინანსებ და არ მჭირდება, არ მივალ მასთან. ზოგი პროექტი გამოდის, ზოგი არ გამოდის. იქ ჰყავს  გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც საკმაოდ კვალიფიციური პიროვნებაა. პირველი განხილვა ხდება ბიძინა ივანიშვილთან, შემდეგ ბაჩიაშვილი პროფესიულად აფასებს და ან უარს იტყვის პროექტში ჩართვაზე ან პირით, დათანხმდება,“-განმარტავს იაშვილი.



ბიზნსმენი ბიძინა ივანიშვილის  კიდევ ერთ მესიჯასაც ეხმაურება. კერძოდ, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, რეგიონში ვართ ლიდერი ეკონომიკურ ზრდაში. მინიმუმ ორჯერ არის გაზრდილი ტემპი ნებისმიერი მიმართულებით ეკონომიკაში. იაშვილის შეფასებით, ქვეყანაში ტემპი არის, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ვალუტების საკმაოდ სერიოზული დევალვაციაა.  


 

იაშვილის შეფასებით, რეგიონში  გამოწვევები მუდმივად არსებობს.  შედეგად, მთავრობა და ეკონომიკა ცდილობს არ იყოს მოწყვლადი და  ჰქონდეს გამოსავალი.იაშვილი აცხადებს, რომ დღეს ეს პასუხი ქვეყანას აქვს.

 

 

„ლარის კურსი არ  მერყეობს ისეთი მასშტაბებით, რომ ეკონომიკა ჩამოიშალოს. თუ გვინდა რეაქციის დანახვა დავინახავთ, თუ არ  გვინდა არ დავინახავთ. ვაღიარებ, რომ არის ბიუროკრატია, დაბალია გადაწყვეტილების მიღების ტემპი და ვიცით, რომ მენეჯმენტის პრობლემაა, რაც ბატონმა ბიძინამაც  აღნიშნა,“-აცხადებს იაშვილი.

 

 

რაც შეეხება გაღარიბებას, რომლის მიზეზი  ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  კრედიტებია, იაშვილი  აცხადებს, რომ სიღარიბის გამოწვევის ერთ-ერთი კომპონენტი ჭარბვალიანობა ნამდვილად არის.

 

 

„1 ნოემბერს დაანონსებულმა რეგულაციებმა, შესაძლოა სამომხრებელო ბაზარს  დაარტყას, თუმცა, ოქროს შუალედი ნამდვილად მოსაძებნია. როგორც იაშვილი განმარტავს, ამ ფულის ძირითადი მასა არ მიდის ეკონომიკაში, მიდის სამომხამრებლო ბაზარზე, რომელიც იმპორტითაა გაჯერებული ან მიდის ვალების მომსახურებაზე და ეს მისი აზრით, რეალურად პრობლემას ქმნის.

 

 

„ჩვენ ვართ ინვესტიციაზე დამოკიდებული ქვეყანა. თუ წარმოება არ განვითარდა, იმპორტით ქვეყანას წინ ვერ წავწევთ. ეს გამორიცხულია. იმპორტი არ ქმნის სამუშაო ადგილს,“-აღნიშნავს იაშვილი.

 

 

„კომერსანტის“ კითხვაზე, თავად თუ შეხვედრია ბიძინა ივანიშვილს როგორც ბიზნესმენი ბიზნსმენს და მიუღია თუ არა მისგან კონსულტაცია, იაშვილი აღნიშნავს,  რომ  იგი ყოფილა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე და ამაში  გასაკვირი არაფერია.

 

 

„ჩემი ინიციატივით შევხვდი,  ერთ-ერთ ძალიან მსხვილ თემასთან  დაკავშირებით მისი აზრი მოვისმინე. ვიყავი, თუმცა, მას არანაირი რეალიზაცია არ მოჰყოლია. რაც შეეხება თანაინვესტრიების ფონდს, მე მათთან შეხება არ მქონია, ერთობლივი პროექტი არ განგვიხოორციელებია“-აცხადებს იაშვილი.

 

ჰოლდინგური კომპანია „ვაკე-5-ისა“ და „ალბატროს ჯგუფის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი კი აცხადებს, რომ მას წლების განმავლობაში რამდენჯერმე  უნდოდა და დღესაც უნდა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, თუმცა, უშედგოდ. მისი ინფორმაციით, ეს კითხვებს ბადებს, რადგან როგორც ჩანს, მასთან ყველა ვერ მიდის და ამას ის ფარული აუდიოჩანაწერებიც ადასტურებს, რომელიც „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელდა.



ბეგიაშვილი ბიძინა ივანიშვილს „კომერსანტის“ საშუალებით  კიდევ სთხოვს შეხვედრას, რადგან ბიზნესთან დაკავშირებულ  პრობლემებზე ისაუბროს.



რაც შეეხება ზოგადად, მისი გამოსვლის შეფასებას, ბეგიაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის გამოსვლა და გაჟღერებული მესიჯები იყო ძალიან ზოგადი ხასიათის.


„არაფერი კონკრეტული არ იყო, ალბათ ფორმატიც ამის საშუალებას არ იძლეოდა, მაგრამ 6 წელი ასეთი მესიჯები ლოზუნგებად რჩება და  წინ საქმე არ მიდის,“-აცხადებს ბეგიაშვილი.  



ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 






„20-მდე კომპანიის გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“

„20-მდე კომპანიის  გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“
access_time2020-04-07 16:45:20
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, საქმიანობის ნებართვის გაგრძელების სურვილის მქონე 20-მდე კომპანია გადამოწმდა, რომელთაგან 6-ს განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო არ დაუკმაყოფილდა. როგორც ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსს“ საწარმოების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესის შესახებ განუცხადა, ერთი დღის განმავლობაში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით...

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე
access_time2020-04-07 15:00:16
მარტის თვის მდგომარეობით ქვეყანაში ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 6.1%-ს შეადგენს და მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ჩნდება კითხვა, - რატომ ვერ ართმევს ცენტრალური ბანკი თავს თავის უმთავრეს მოვალეობას  და რატომ ვერ ახერხებს ფასების საერთო დონის მოთოკვას. ამ კითხვებით „კომერსანტმა“, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს მიმართა. - პაატა,...

„დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„დანკინმა“  ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა
access_time2020-04-07 12:30:35
ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად საუზმე მიართვა და საშუალება მისცა „დანკინის“ ყავით და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა. აქცია „ვისოლ ჯგუფის“ სოციალური კამპანიის ნაწილია, რომელიც საზოგადოებას თანამედროვე გმირებს გააცნობს დევიზით #შექმენიისტორია. შეგახსნებთ, რომ „დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობენ მუშაობას და...

„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“-ლაშა პაპაშვილი

„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“-ლაშა პაპაშვილი
access_time2020-04-07 14:00:16
„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“ -ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა. ის მთავრობის გადაწყვეტილებას ბიზნესის გადაზღვევასა და კომუნალურების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს და ამბობს,რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მოქალაქეებისთვის და შემდეგ ბიზნესისთვის. „ბიზნესისთვის სესხების გადაზღვევა რამდენად შეღავათს...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1794 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2200 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1794 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2200 ლარი ღირს
access_time2020-04-07 12:30:10
ლარი გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1762-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1794-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1740 ლარი შეადგინა.  შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1500 ლარად. „საქართველოს...


მსგავსი სიახლეები

up