ბიზნესთან ერთად, სახელმწიფოც იქნება აქტიურ როლში, რომ  შეუწყოს ხელი ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სექტორებში ინვესტირებას - ფინანსთა მინისტრი

ბიზნესთან ერთად, სახელმწიფოც იქნება აქტიურ როლში, რომ შეუწყოს ხელი ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სექტორებში ინვესტირებას - ფინანსთა მინისტრი

access_time2023-02-03 20:00:39

საქართველოს ბანკისა და ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის ერთობლივი პროექტის - „ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკას მიეძღვნა, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორებიცაა: მაკროეკონომიკური სტაბილურობა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის არსებობა, თავისუფალი შრომის ბაზარი, მსოფლიოში ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთი, ეფექტური ბიუროკრატია, სახელმწიფო ინვესტიციები, როგორც საინვესტიციო გარემოს ხელშემწყობი ფაქტორი.

 

 

 

როგორც მან აღნიშნა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა საინვესტიციო პოლიტიკის ფუნდამენტია. სწორედ ამიტომ, მთავრობა უდიდეს ყურადღებას უთმობს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და დღეს, საქართველო ერთ-ერთი გამონაკლისი ქვეყანაა, რომელმაც პანდემიის შემდეგ ორ წელიწადში, სრულად შეძლო აღედგინა ფისკალური პარამეტრები პანდემიამდელ დონემდე.

 

 

 „2022 წელი მაკროეკონომიკური სტაბილურობის აღდგენის კუთხით, იყო საკმაოდ წარმატებული. ამ წელს, მთავრობის ვალი დაუბრუნდა უსაფრთხო დონეს და ჩამოსცდა პანდემიამდელ მაჩვენებელს, შევამცირეთ და დავასტაბილურეთ ბიუჯეტის დეფიციტი, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა, მიაღწია ისტორიულ მინიმუმს. აგრეთვე, მნიშვნელოვნად შემცირდა დოლარიზაცია, აგრეთვე, მნიშვნელოვნად შემცირდა სახელმწიფო ვალის დოლარიზაციის მაჩვენებელიც, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

 


 

მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის უპირატესობაზე და აღნიშნა, რომ წლიდან წლამდე „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უფრო და უფრო იკრებს  ძალას და მეტად ხელშესახები ხდება.

 

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, აგრეთვე, გასულ წელს, თურქეთთან დადებული დიაგონალური კომულაციის ხელშეკრულება, რითაც შესაძლებელი გახდა თურქული შუალედური პროდუქტის გამოყენებით საქართველოში წარმოებულ საბოლოო პროდუქტზეც გავრცელდეს DCFTA-ის რეჟიმი, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

 

 

მისი თქმით, საინვესტიციო გარემოს მნიშვნელოვანი კომპონენტია შრომის ბაზრის თავისუფლება, მინიმალური საგადასახადო ტვირთი, ეფექტური ბიუროკრატია. მან, ასევე, დეტალურად ისაუბრა სახელმწიფო ინვესტიციების, როგორც საინვესტიციო გარემოს ხელშემწყობი ფაქტორის მნიშვნელობაზე.

 

 

 

„საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგია ფინანსთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც პროექტების ეფექტურობას განსაზღვრავს. ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინვესტიცია, რომელიც ბიუჯეტიდან ხორციელდება, წინასწარ გადის შესაბამის შეფასებას და მხოლოდ ამის შემდგომ აისახება ბიუჯეტში. ამ ეტაპზე, ჩვენ ავიღეთ ზღვარი 20 მლნ ლარის ოდენობით და ყველა პროექტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება და ამ ზღვარს აღემატება, გადის შესაბამის ეკონომიკურ დასაბუთებას და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მისი იმპლემენტაცია. ბუნებრივია, ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს და რომელზედაც ძალიან დიდი რესურსი იხარჯება, იმ კრიტერიუმების შესაბამისად არის შერჩეული, სადაც ქვეყანა უნდა ახორციელებდეს ინვესტიციებს. მაგალითად, ჩვენ ვაშენებთ ჩქაროსნულ მაგისტრალს, რათა ხელი შეეწყოს ინვესტიციებს სატვირთო გადაზიდვებსა და ტრანზიტის პოტენციალის ათვისებას; ვაკეთებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას, რათა ტურისტებისთვის მარტივი, ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ესა თუ ის საკურორტო ადგილი, იქ წახალისდეს კერძო ინვესტიციებიც. რუმინეთთან, უნგრეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, ხელი მოვაწერეთ შავი ზღვის კაბელის პროექტს, რათა ხელი შევუწყოთ ერთი მხრივ, ენერგოდამოუკიდებლობას, მეორე მხრივ, ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორში, როგორც საქართველოში, აგრეთვე ჩვენს რეგიონში. ჩვენ ვსაუბრობთ ანაკლიის პორტზე, რათა მოვიზიდოთ კერძო ინვესტიციები და უკეთ გამოვიყენოთ სატრანზიტო დერეფანი, ასევე, არის ენერგეტიკის სფერო, სადაც იგეგმება წახალისების ახალი სქემის შემოტანა, რომელიც შეთანხმებულია ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან და რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აღნიშნა, რომ ბიზნესთან ერთად, სახელმწიფოც იქნება აქტიურ როლში იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სექტორებში ინვესტირებას.

 





ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი

ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი
access_time2023-03-25 00:40:50
რა ეკონომიკური ტენდენციები იკვეთება წელს და რა მოლოდინებია ინვესტიციებისა თუ ინფლაციის თვალსაზრისით. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა ისაუბრა. „ინფლაციის ტემპი მცირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასთა ზრდა არის შეჩერებული, უბრალოდ მისი პროცენტული მაჩვენებელი...

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი
access_time2023-03-24 22:30:13
საქართველოს პრეზიდენტი დიანა ტრაპაიძისთვის მიცემულ ექსკლუზურ იტერვიუში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.  სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოფილ პრემიერს აქვს ფული და გავლენა მედიასა და პოლიტიკაზე: „ოლიგარქი არის ამ გაგებით რომ ფული აქვს და მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. არის პოლიტიკური სისტემის გაუმჭვირვალობა. საჭიროა, ჩვენ ვიცოდეთ, სად მიიღება...

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია
access_time2023-03-24 22:00:03
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში სოციალური მედია  ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.   ყველა ასაკისა და პროფესიის მილიონობით ადამიანი  სხვადასხვა პლატფორმებს მეგობრებთან, ოჯახთან თუ კოლეგებთან დასაკავშირებლად იყენებს. დღეს თითქმის წარმოუდგენელია ისეთი ბიზნესი ან კომპანია, რომელიც  საკუთარ საქმიანობაშ სოციალური ქსელებს არ იყენებს.   სოციალურმა ქსელებმა ჩვენს კომუნიკაციაში რევოლუცია მოახდინა, თუმცა ასევე გაჩნდა სერიოზული შფოთვა მისი გავლენების...

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება
access_time2023-03-24 19:00:40
Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები — ამ სათაურით აქვეყნებს „ტაბულა“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის შესახებ სტატიას, რომლის ნაწილსაც „კომერსანტი“ გთავაზობთ: შვეიცარიული საინვესტიციო ბანკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში, შვეიცარიაში, სინგაპურსა და ბერმუდაში ედავება, გაიყიდა. Credit Suisse უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა შვეიცარიის მთავრობის ჩართულობით იყიდა. ბოლო...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს
access_time2023-03-24 17:25:08
ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების მნიშვნელობა განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სხდომაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მიიღო მონაწილეობა.   როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ელექტრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის, სამშენებლო სამუშაოებისას და ელექტრომოწყობილობების მონტაჟისას, გადაუდებელ გადაჭრას საჭიროებს. მისი...


მსგავსი სიახლეები

up